image

თემა: სიმდაბლე

უკუეთუ საფარველად შენებულისა შენისა ჰყო სიმდაბლე, შემძლებელ იქმნე შენებად მას ზედა, რომელიცა გენებოს სათნოებათა ნაშენები. და უკუეთუ ესე საფუძველი არა დასდვა პირველად, ყოველი კეთილი, რაიცა ჰქმნე, არა დაადგრეს და ვერცა დამტკიცდეს. არცა მარხვაი, არცა სიწმიდე, არცა მოწყალებაი და არცა სხვაი რაი კეთილისა საქმე სრულ იქმნების თვინიერ მისა. მო-უკუე-იგე სიმდაბლე და ევლტოდე ამპარტავანებასა, ვნებასა მას ბოროტსა, შიშითა ღმრთისაითა. დაშრიტე იგი და იყავნ მდაბალ სიმდაბლითა ჭეშმარიტითა, ნუმცა არს სახე და ხილვაი შენი კნინი და შეურაცხი, და ფერი პირისა შენისაი ყვითელ, და გონებაი შენი მზვაობარ და ამპარტავან, რამეთუ ვითარცა მოაუძლურებს ძალსა ღვინისასა წყალი, ეგრეთ მოაუძლურებს სულსა მზუაობარსა სიმდაბლე. დაიმდაბლე სული შენი, რაითა აღამაღლო იგი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები