image

თემა: ცხონება

რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად? არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არცკი შეუძლია კეთილი საქმე ჰქმნას თვისდა განსამართლებელად, და რომ კაცს გაამართლებს ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება. სხვანი ქრისტიანენი, მაგალითებრ, რომის (კათოლიკეები) ამცირებენ სარწმუნოებასა განსამართლებელად ჩვენდა და იტყვიან, რომ ყოველ კაცს შეუძლია და კიდევაც უნდა აღასრულოს საქმენი სჯულისანი, ესე იგი კეთილნი, განსამართლებელად ღვთისა წინაშე, და თუ ვისმე არ შეუძლია, კიდეც უნდა ისესხოს, ანუ იყიდოს ეკლესიისგან მადლი და მით განმართლება მოიპოვოს. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ კაცმან უნდა ჰქმნას კეთილნი საქმენი, ანუ საქმენი სჯულისანი თვისდა განსამართლებელად, არამედ პირდაპირ იტყვის – კაცი განმართლდება მხოლოდ სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა. ის სარწმუნოება, რომელზეც ამბობს წმიდა მოციქული პავლე, არ არის ერთი მხოლოდ უქმი ჭკუის მოსაზრება, ფიქრი, უბრალო გრძნობა კაცის გულისა, არამედ სარწმუნოება, რომელიც გადაიქცა კაცის სიცოცხლედ, რომელსაც კაცი არა თუ მარტო ჰგრძნობს, ანუ ჰფიქრობს გონებით, არამედ რომლითაც იგი მოძრაობს, სცხოვრობს. ამისთანა სარწმუნოება დიაღ გაამრთლებს და აცხოვნებს კაცს, ამისთვის, რომელ, როგორც უწინ ვსთქვით, ამისთანა სარწმუნოება არის ცხოველი და განმაცხოველებელი კაცისა, ეს არის სარწმუნოება მოძრავი, საქმიანი, შემოსილი კეთილთა საქმეთაგან, მოკლედ იგი არის თვით ცხოვრება კაცისა. წმიდა ჩვენი მარლმადიდებელი ეკლესია, დაფუძნებული პავლე მოციქულისასა და სხვათა მოციქულთა და წმიდათა, ღმერთშემოსილთა მამათა, გვასწავლის ჩვენ, ძეთა თვისთა, რომ კაცის განმართლებისათვის საჭირო არის ვითარცა სარწმუნოება იესო ქრისტესი, აგრეთვე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისამებრ. ამასთანავე იგი აგვიხსნის ჩვენ, რომ ყოველი საქმე კაცისა დიდი და მცირე მხოლოდ მაშინ იქნმება ნამდვილად კეთილი და გამამართლებელი კაცისა, როდესაც იგი არის ნაყოფი, ანუ წარმომდინარეობს ცხოველი სარწმუნოებისაგან ქრისტეს იესოსა, სასოებისა და სიყვარულისაგან, როდესაც თვით იესო ქრისტე სცხოვრებს და მოქმედებს კაცის გულში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები