image

თემა: ცხონება

თუ მეფე მოისურვებს მტრის ქალაქის აღებას, უპირველეს ყოვლისა, წყლისა და საკვები მარაგის მიწოდებას შუწყვეტს მას და ამგვარად, შიმშილით დაღუპული მტერი ნებდება მას. ასე ემართებათ ხორციელ ვნებებსაც; თუ ადამიანი იცხოვრებს მარხვასა და შიმშილში, მაშინ მტრებიც მის სულს ძალაგამოცლილი დაანებებენ თავს.
ჩვენთან, ათონის მთაზე, წმ. პანტელეიმონის მონასტრის ერთი მორჩილი განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს ცოდვათა მიტევებას. და, აი, ერთხელ ამგვარმა ფიქრებმა შეიპყრო იგი: „მე იქნებ ვცხონდე კიდე, თუკი მარადჟამს გულმოდგინედ შევევედრები უფალს ცოდვათა მოტევებას. მაგრამ, აი, სასუფეველში ჩემი მშობლები რომ ვერ ვიხილო, უზომო მწუხარება შემიპყრობს. როგორი სამოთხე იქნება ის ჩემთვის, თუკი იქ ვიდარდებ მშობლების გამო, რომლებიც იქნებ ჯოჯოხეთში არიან?“... ამგვარად ფიქრობდა მორჩილი დიდხანს. და, აი, ერთხელ მწუხრის ლოცვისას, მან მაცხოვრის ხატს მიაპყრო მზერა, იესოს ლოცვა წარმოთქვა და უეცრად მაცხოვარი იხილა. მორჩილის სული და სხეული გამოთქმელი სიტკბობებით აივსო, სულმა კი სულიწმიდის მადლით ღმერთი შეიცნო. იგი, უფლის მოწყალებით განბრძნობილი, მიხვდა, რომ ღვთისადმი სიყვარულის გამო ადამიანს აღარ ძალუძს, სხვა რომ ახსოვდეს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები