ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: კეთილი საქმეები, სინანული
მურში ნუ გაატარებ ამ ღამეს, ვიდრე შენს ცოდვა-ბრალს არ შემურავ. ნუ დახუჭავ თვალებს დასაძინებლად, ვიდრე გონებას ღვთის მიმართ არ აამაღლებ ლოცვისვის. იხილე, რა სწრაფად გადის დღე. ისწრაფე, რომ მასთან ერთად გაატანო წარსულს შენი უკეთურებაც. ღამით განეშორე ცოდვას და განთიადისას ყველას უჩვენე შენი ქველმოქმედება, და არა ქველმოქმედებისთვის მზადება. სანამ მომზადებას შეუდგებოდე, მანამდე იწყე სიკეთის ყოფა. შენი სიტყვა დაე, ჭეშმარიტი იყოს და შენს ცხად ქმედებებში გამოვლინდეს. სიკეთის გულისსიტყვა თუ მოგივა საღამოს, ღამითვე შეუდექი და საქმედ აქციე. და თუ ღამით მოგივა, მზის ამოსვლისთანავე იწყე ქველმოქმედება; ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას მზის დასვლამდე, ისწრაფე და აღასრულე. ურგებისთვის ნუ დაშვრები და სარგებლის მოხვეჭაში დაუდევრობას ნუ გამოიჩენ. შენი გონება მღვიძარე ნუ იქნება წარმავალისთვის და მძინარე წარუვალისთვის. გახსოვდეს, შენი ცხოვრება მსწრაფლწარმავალია და სიკვდილი მსწრაფლმომავალი. დრო სწრაფად ილევა, კაცთა მოდგმა ერთიმეორეს დევნის და წუთისოფლის გზა ადამიანების სვლას ეშურება