რას მოითხოვს ჩვენგან უფალი ლოცვისას?
რას მოითხოვს ჩვენგან უფალი ლოცვისას?
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე ძნელი საქმეა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანია;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ჯოჯოხეთს ჩადის;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ცამდე მაღლდება;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ვნებები ურჩხულებივით გვესხმიან თავს;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა სულის ღმერთთან შეხვედრაა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა განუწყვეტელი ბრძოლაა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ზეციური მშვიდობაა;
ლოცვა არის სულის გასვლა სულიერ სამყაროში, სადაც ბნელი და ნათელი, სიკეთე და ბოროტება არა მარტო უფრო პოლარიზებულია, ვიდრე მატერიალურ სამყაროში, არამედ სულიერ არსებებად განსახიერდებიან და განხორციელდებიან. ამ სამყაროსთან შეხებისას სულს ძრწოლა იპყრობს - თითქოს რაღაც მისთვის უცნობი ცხოვრების კარს აღებდეს, სადაც ყველაფერი ახალი, უცნაური და საკვირველია. ამიტომაცაა ლოცვა საიდუმლო.
|
|