ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3); ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ...
იხილეთ სრულად
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ცხოვრებასა და ფსიქიკაზე ღრმა და განუკურნებელ ჭრილობას ტოვებს.
დაქორწინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.
მრავალ სოციოლოგთა აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ადამიანთა შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულების უჯრედს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნების ზნეობრივი და სულიერი თვითმყოფადობის განვითარების სამყაროა. ოჯახია სწორედ ის ოაზ...
იხილეთ სრულად
მრავალ სოციოლოგთა აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ადამიანთა შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულების უჯრედს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნების ზნეობრივი და სულიერი თვითმყოფადობის განვითარების სამყაროა. ოჯახია სწორედ ის ოაზისი, სადაც უნდა აღდგეს პიროვნების ღირსება და მიღწეულ იქნას ადამიანთა შორის ჰარმონიული ურთიერთობა, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მთელი ოჯახის, ისე მისი ცალკეული წევრის ინტერესები.
უფალმა იესო ქრისტემ თავისი დასწრებით აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში. მოციქული პავლე წერს: კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, თვთოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა (1 კორ. 7,2-3)...
იხილეთ სრულად
უფალმა იესო ქრისტემ თავისი დასწრებით აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში. მოციქული პავლე წერს: კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, თვთოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა (1 კორ. 7,2-3).
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინება ღვთისაგან დადგენილი საიდუმლოა. ადამისა და ევას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყუელმან; აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას... (შესაქმე ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინება ღვთისაგან დადგენილი საიდუმლოა. ადამისა და ევას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყუელმან; აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას... (შესაქმე 1,28).
ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2)...
იხილეთ სრულად
ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2).
ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ, ამბობს: "ქორწი...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ, ამბობს: "ქორწინება არ არის მხოლოდ შეუღლება, არამედ შეთანხმება".
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმ...
იხილეთ სრულად
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამ...