ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: "უცოდველობის შესაძლებლობას" და "ცოდვის შესაძლებლობას". მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა "უცოდველობის შესაძლებლობის" მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობი... იხილეთ სრულად
"ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5,12), - წერს პავლე მოციქული. ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ... იხილეთ სრულად
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა ... იხილეთ სრულად
წმიდა დიონისე წერს: "ბოროტსა არარაისა ძალუძს ქმნა, მხოლოდ ნგრევა და რღვევა არსებულისა". ამიტომაც დიდი შეცდომაა მასში რაიმე მნიშვნელოვანის ანდა შემოქმედებითი საწყისის დანახვა. ბოროტება არაფერს არ ქმნის, იგი არღვევს მხოლოდ.
ესა თუ ის არსება ან საგანი ბოროტად იქცევა მისი არასწორი გამოყენების გამო. ამდენად, ყოველი ბოროტება ბოროტმოქმედებისაგან მომდინარეობს. ბოროტება ცოდვაა, სიკეთის ნაკლებობაა.
წმიდა მამების განმარტებით, ბოროტება არ არსია, არ წარმოადგენს სუბსტანციას. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მინიჭებული თავისუფლება და ღვთის მცნების საპირისპირო გზას დაადგა. თავისთავად ბოროტებას არა აქვს თვითმყოფადი სახე. იგი არ არის სულ... იხილეთ სრულად
წმ. ისააკ ასური კი წერს: "ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი "ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ... იხილეთ სრულად
სიკეთის ერთადერთი წყარო და სათავე ღვთაებრივი სიყვარულია. იგი "სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არ განრისხნის, არამედ შეჰრაცხის ბოროტი, არ... იხილეთ სრულად