და შემდგომი ბრძანებული არს პირველი თხოვა ესე ღვთისა მიმართი, ვითარმედ "წმიდა იყავნ სახელი შენი".
სახელი ღვთისა, საყვარელნო, არა მხოლოდ თუ წმიდა არს, არამედ ზესთა წმიდა არს და უწმიდესი ზესთა ყოველთასა წმიდა, ვითარცა დასწერენ ...
იხილეთ სრულად
და შემდგომი ბრძანებული არს პირველი თხოვა ესე ღვთისა მიმართი, ვითარმედ "წმიდა იყავნ სახელი შენი".
სახელი ღვთისა, საყვარელნო, არა მხოლოდ თუ წმიდა არს, არამედ ზესთა წმიდა არს და უწმიდესი ზესთა ყოველთასა წმიდა, ვითარცა დასწერენ წმიდანი მამანი, ვითარმედ: "წმიდა არს იგი წმიდათათვის". გარნა არა წმიდათა და მოუქცეველთათვის არა არს იგი მათთვის წმიდა, არამედ დამსჯელ არს სახიერი იგი არა წმიდათა ცოდვილთათვის. ამისთვის ვითარცა სამისა საქმითა სათნო-ეყოფიან ღმერ...
მათი თვისება, ვინც გლოვა, ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათი, ვინც ამას უკვე მიაღწია – ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა – სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტან...
იხილეთ სრულად
მათი თვისება, ვინც გლოვა, ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათი, ვინც ამას უკვე მიაღწია – ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა – სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტანჯვის ნებსით ძიება, ცოდვილთა განუკითხველობა, ყოველგვარ ძალას აღმატებული გულმოწყალება.
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6,14).
არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ.
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალ...
იხილეთ სრულად
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი.
შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს“. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მ...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს“. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მხატვრად, როცა სამარცხვინოს გამოსახავს. ამიტომ ყოველგვარი ღონე იხმარე, რათა დაიცვა იგი სუფთად, ძლიერი ლოცვითა და გულისწყრომით განაგდე ყოველი გულისსიტყვა და ცოდვითი ოცნება: „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ“ (ეფ. 4, 26).
ხოლო მეორე თხოვა ბრძანებული სავედრებელად ჩვენდა ესე არს, ვითარმედ, "მოვედინ სუფევა შენი".
სუფევა ორსახედ გულისხმავყოთ. ერთად - საუკუნოსა მის სუფევისა, ფსალმუნისამებრ: "სუფევა შენი სუფევა არს საუკუნეთა". ხოლო მეორედ ვსცნობთ ა...
იხილეთ სრულად
ხოლო მეორე თხოვა ბრძანებული სავედრებელად ჩვენდა ესე არს, ვითარმედ, "მოვედინ სუფევა შენი".
სუფევა ორსახედ გულისხმავყოთ. ერთად - საუკუნოსა მის სუფევისა, ფსალმუნისამებრ: "სუფევა შენი სუფევა არს საუკუნეთა". ხოლო მეორედ ვსცნობთ ამას ცხოვრებასა ჩვენსა შინა უმაღლესსა დიდებასა და მეფობითსა პატივ-აღყვანებასა. ამისთვის ესრეთ გულისხმავყოთ, ვითარმედ ოდეს ცოვრება ესე ჩვენი სათნოდ ღვთისა აღვასრულოთ და მცნებასა მისსა გული ჩვენი შევზღუდოთ, მაშინ გულთა და თირკმე...
გული კაცისა კარიბჭეა, რომლითაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის „გამონათებაა“, რომლის საშუალებითაც წამიერად შეუძლია ზეციური ეკლესიის მშვენიერების, ადამის მიერ დაკარგული და ქრისტეს მიერ კაცთათვის დაბრუნებული სა...
იხილეთ სრულად
გული კაცისა კარიბჭეა, რომლითაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის „გამონათებაა“, რომლის საშუალებითაც წამიერად შეუძლია ზეციური ეკლესიის მშვენიერების, ადამის მიერ დაკარგული და ქრისტეს მიერ კაცთათვის დაბრუნებული სამოთხის ხილვა. გზა ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ გულზე გაივლის, მაგრამ ჩვენი ცოდვიანი, ვნებიანი გული დახშუალია და დაკეტილია. ვნებები, წადილი, გულისთქმა დუღან მასში. ისინი აბრკოლებენ, ატრიალებენ გულისთქმებს და ადამიანის სული რა...
სხეულის გრძნობები ერგვარ კარს და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და – ეს კარი ღვთის მინიშნებით იხსნება და იხურება. დაცემულ ადამიანებში ეს კარი მუდმივად დაკეტილია. რათა ჩვენი დაუძინებელი მტრები – დაცემული...
იხილეთ სრულად
სხეულის გრძნობები ერგვარ კარს და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და – ეს კარი ღვთის მინიშნებით იხსნება და იხურება. დაცემულ ადამიანებში ეს კარი მუდმივად დაკეტილია. რათა ჩვენი დაუძინებელი მტრები – დაცემული სულები ჩვენში არ შემოიჭრნენ და არ დაგვღუპონ. ეს ღონისძიება მით უფრო აუცილებელია, რომ ცოდვით დაცემით ჩვენ ბოროტი სულების გარემოცვაში, მათს ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩვენში შემოჭრის გზა რომ არა აქვთ, ისინი გარედან გვახსენებენ...