წმ. ილია მართალი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ილია მართალი | გამონათქვამები, ციტატები
რა მადლია ქვეყანაზე, რომ ყველა სხვა მადლი იქიდამ გამოდიოდეს, როგორც სხივები მზისაგან? მწამს და ვაღიარებ, რომ ამმისთანა მადლი - მადლია სიბრალულისა. მადლსაც სიმართლისას, პატიოსნებისას, სიყვარულისას, ნუგეშცემისას, ერთმანეთის განკითხვ...
იხილეთ სრულად
რა მადლია ქვეყანაზე, რომ ყველა სხვა მადლი იქიდამ გამოდიოდეს, როგორც სხივები მზისაგან? მწამს და ვაღიარებ, რომ ამმისთანა მადლი - მადლია სიბრალულისა. მადლსაც სიმართლისას, პატიოსნებისას, სიყვარულისას, ნუგეშცემისას, ერთმანეთის განკითხვისას, შეწყნარებისას, შენდობისას, - დასაბამად, სათავედ სიბრალულის მადლი აქვს. თუ გებრალება, უსამართლობას ვერ უზამ; თუ გებრალება, უნამუსოდ ვერ მოექცევი; თუ გებრალება, გეყვარება კიდეც; თუ გებრალება, ნუგეშსაცა სცემ; თუ გებრა...
link
მადლი სიბრალულისა დედაა ყველა სხვა მადლისა. ადამიანის გულს ამან უნდა აწოვოს თავისი ძუძუ.
თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძე...
იხილეთ სრულად
ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, გულზე ხელს კი არ აკრებინებს, როგორც იმედგადაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძებს, ძლიერ მისძრავ-მოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურია და განსაცდელი.
link
მოგვევლინა წმნინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფას...
იხილეთ სრულად
მოგვევლინა წმნინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი ადამიანობს შეუერთა მამული და და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის...
link
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თვაის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი,...
იხილეთ სრულად
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თვაის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულისფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრ...
link
დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად...
იხილეთ სრულად
დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
link
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ...
იხილეთ სრულად
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია საღვთო წერილის კარგად წაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია სახლია ღვთისა, საც ახლხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველ...
link
ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წაკითხვისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებ...
იხილეთ სრულად
ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წაკითხვისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის... ეს ამისთანა ადგილი ეკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ საღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ ...
link
კაცი, რომელიც უგულოა, რომელსაც გული ტრფიალებისა და სიყვარულისთვის დახშული აქვს, ის კაცი კი არ არის, ნახევარკაცია, მოკლებული იმ ღვთაებურს ნიჭსა და მადლსა, რასაც სიყვარულს ეძახიან.