ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა „არაარსიდან“ შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა „არაარსიდან“ შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის „არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა“. (1 თეს. 5,9). ჩვენი ცხონებისათვის უფალმა მოგვცა კანონი და მცნებები და გამ...
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯ...
იხილეთ სრულად
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუ...
დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არ...
იხილეთ სრულად
დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არამედ იგი ჩვენთვისაც მოამზადა, როდესაც მოისურვა, რომ მადლით თავის შვილებად და სულიწმიდის თანაზიარად გავეხადეთ. ჩვენი ცხონებისათვის დემონების წინააღმდეგ იბრძვის ზეციური მხედრობა – ანგელოზები და მთავარანგელოზები, რომელთა მს...
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, ...
იხილეთ სრულად
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, ...
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ისევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკე...
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლლებლო...
იხილეთ სრულად
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ გაამართლოს ისინი. და აი, ეს უბედურნი თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ ვერც სიტყვებში და ვერც ცნობისმოყვარეობაში და პირუტყვთა მსგავსად...
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებისათვის გამზადებულია მარადიული ტანჯვა-წამება, ისინი მშვიდად სცოდავენ, ვინაიდან თვლიან, რომ ყოველივე ეს გამონაგონია. და ეს იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს ცოდვისგან თავის გამოხსნა ძალიან ადვილი და მ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებისათვის გამზადებულია მარადიული ტანჯვა-წამება, ისინი მშვიდად სცოდავენ, ვინაიდან თვლიან, რომ ყოველივე ეს გამონაგონია. და ეს იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს ცოდვისგან თავის გამოხსნა ძალიან ადვილი და მარტივი იყოს. - საკმარისია, მხოლოდ მღვდელს მოუთხრო და რაიმე ეპიტიმია აღასრულო. როგორც კი ამას წარმოიდგენენ, თავს ისევ მშვიდად გრძნობენ და საერთოდ არ ზრუნავენ თავიანთ ცოდვებზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სინანული ჯერ კიდევ ადრ...
არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის...
იხილეთ სრულად
არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის მადლი - ყოველ ძღვენზე უდიდესი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ, და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარებას იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს, რომ მათ ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმიდე
თავისუფლებაში შობილი შევარდენი, რომელსაც ბრჭყალებსა და ნისკარტში უზარმაზარი ძალა აქვს და სუფთა და თავისუფალ ჰაერში ფრენას არის მიჩვეული, როგორ დაითმენს, რომ აწვალებდნენ, ჯოხებს ურჭობდნენ და ტყვეობაში ჰყავდეთ? განა ბრჭყალებითა და ნ...
იხილეთ სრულად
თავისუფლებაში შობილი შევარდენი, რომელსაც ბრჭყალებსა და ნისკარტში უზარმაზარი ძალა აქვს და სუფთა და თავისუფალ ჰაერში ფრენას არის მიჩვეული, როგორ დაითმენს, რომ აწვალებდნენ, ჯოხებს ურჭობდნენ და ტყვეობაში ჰყავდეთ? განა ბრჭყალებითა და ნისკარტით არ იბრძოლებს თავისუფლებისათვის? ასევე ქრისტიანი, რომელმაც იცის, რომ ცოდვა ღმერთს სძულს და რომ იგი ნებისმიერ უბედურებაზე უარესია, ის, ვინც აღიარებს, რომ ღმერთკაცი იესო ჯვარს ეცვა იმისათვის, რომ გაენადგურებინა ცოდ...
თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილე...
იხილეთ სრულად
თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილებას აღწევს სათნოებებში, მაგრამ თუ მოიკვეთს რწმენის ფესვს, მაშინვე იღუპება არა მხოლოდ ნაყოფი, ანუ სათნოებები, არამედ - ფოთლებიც. ის, რითაც ქრისტიანი გარეგნულად განირჩევა სხვა ადამიანებისაგან