სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი და ეს ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენც ვიყოთ ღმერთთან, საჭიროა სწორად ცხოვრება.
სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან.
ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით.
ღვთის ძეობის საუკეთესო მაგალითი თვითონ იესო ქრისტემ გვიჩვენა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით.
თუ შეცდომას დაუშვებთ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, არამედ, უნდა გეყოთ ძალა და ნებისყოფა ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის.
ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ადამიანის სწრაფვა უპირველესად მიმართული უნდა იყოს ღვთისადმი, როგორც უმაღლესი სიკეთისა და სიყვარულის წყაროს სათავისადმი.
ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ეკლესიის განწმენდა ხდებოდა და ხდება იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სისხლით, რომელიც კაცთა ხსნისათვის ჯვარზე დაიღვარა.
ეკლესიის ვალი და მიზანი სწორედ ისაა, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინოს შეცდომილთ, შეიწყნაროს და სწორ გზაზე დააყენოს ისინი.