ისწავლო ქრისტესმიერი მორჩილება - ეს არის უდიდესი სიკეთე; ადვილი და საამოა მორჩილების დროს ცხოვრება. მხოლოდ მორჩილს ეცხადება უფალი სულიწმიდით; თუ არ ვიქნებით მორჩილი, ღმერთს ვერ ვიხილავთ. მორჩილება არის ნათელი, რომელშიც ჩვენ შეგვიძ...
იხილეთ სრულად
ისწავლო ქრისტესმიერი მორჩილება - ეს არის უდიდესი სიკეთე; ადვილი და საამოა მორჩილების დროს ცხოვრება. მხოლოდ მორჩილს ეცხადება უფალი სულიწმიდით; თუ არ ვიქნებით მორჩილი, ღმერთს ვერ ვიხილავთ. მორჩილება არის ნათელი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ნათელი - ღმერთი. უფალმა მასწავლა მე, ვამყოფო თავი ჯოჯოხეთში და არ წარვიკვეთო სასო. ასე ხდება მორჩილი ჩემი სული, მაგრამ ეს კიდევ არ არის ნამდვილი მორჩილება, რომლის აღწერა შეუძლებელია. როცა სული მიდის ღმერთი...
წმიდა მამები ასწავლიდნენ: "მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი". ჩვენ ყველანი დავეცით ადამში ღვთისადმი მისი ურჩობით, ამიტომ ჩვენი ცოდვების საფუძველი - ჩვენი გახრწნილი, ურჩი ნებაა. მისი გამრთელება მხოლოდ მორჩილები...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები ასწავლიდნენ: "მადლი იმ გზით ბრუნდება, რა გზითაც დატოვა მან ადამიანი". ჩვენ ყველანი დავეცით ადამში ღვთისადმი მისი ურჩობით, ამიტომ ჩვენი ცოდვების საფუძველი - ჩვენი გახრწნილი, ურჩი ნებაა. მისი გამრთელება მხოლოდ მორჩილებითაა შესაძლებელი, ეკლესიისადმი, იერარქიისადმი, სულიერი ხელმძღვანელებისადმი მორჩილებით. მათი სახით ქრისტეს ვემორჩილებით. მორჩილება თავმდაბლობას ბადებს. სიმდაბლე მადლს ადამიანის სულში მოქმედების საშუალებას აძლევს და მაშინ ა...
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრე...
იხილეთ სრულად
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრებს, არბევს. და ისევ - სულ თავიდან დაიწყება და ისევ - სისხლის დათხევა
ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს. მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს. მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: "ღმერთი გამგონეს უგონებს".
შეუძლებელია მონაზვნობა მორჩილების გარეშე, როგორც სიცოცხლე სუნთქვის გარეშე; მორჩილება - ეს მონაზვნის სუნთქვაა. მორჩილების გარეშე მონაზონი ოდნავ თუ განსხვავდება ერისკაცისაგან.
ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
თ. 24-25
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვ...
იხილეთ სრულად
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწი...
უსაქმურობის ნაყოფი მოწყინებაა (მიმომწვილველობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მასწავლებელი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს, ადამიანი, რომელზედაც მოწყინება ბატონობს, რაიმე კარგის და დადებითის დანახვის ყოველგვარ შესაძლებლობასა...
იხილეთ სრულად
უსაქმურობის ნაყოფი მოწყინებაა (მიმომწვილველობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მასწავლებელი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს, ადამიანი, რომელზედაც მოწყინება ბატონობს, რაიმე კარგის და დადებითის დანახვის ყოველგვარ შესაძლებლობასაა მოკლებული; მისთვის ყველაფერი უარყოფითისა და პესიმისტურისკენ მიდის. ესაა ჭეშმარიტად ეშმაკის ბატონობა ჩვენზე, იმიტომ რომ ეშმაკი უპირველს ყოვლისა ცრუა. ის ღმერთისა და სამყაროს შესახებ სიცრუეს ეუბნება ადამიანს, ის წყვდიადი...