სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას ღვთისმოსაურ ღვაწლთან ერთად სულიერი სიმშვიდე და რწმენა მოაქვს და მაშინ სული იმედითა და სიხარულით ივსება. იმისათვის, რომ მებრძოლი გ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას ღვთისმოსაურ ღვაწლთან ერთად სულიერი სიმშვიდე და რწმენა მოაქვს და მაშინ სული იმედითა და სიხარულით ივსება. იმისათვის, რომ მებრძოლი გვირგვინით შეიმკოს, აუცილებელია მოთმინება, ღვთისმოსაობა და სულიერი სიმამაცე. სიმამაცე ღვთისმოსავი გულიდან იღვრება და თუ გული ქრისტესთვის იქმს რაიმეს, ეს მომქანცველი და მტკივნეული არ არის, რადგან ქრისტესთვის ტკივილი არის ს...
დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი ბედნიერობა უფრო მეტად მოსწონს და მიაჩნია, ვინემდის ღმრთის დიდება და საუკუნოდ იმისი ნების მიყოლა, ის საპატიო კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ გაე...
იხილეთ სრულად
დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი ბედნიერობა უფრო მეტად მოსწონს და მიაჩნია, ვინემდის ღმრთის დიდება და საუკუნოდ იმისი ნების მიყოლა, ის საპატიო კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ გაეწყობა და ვერც ღმრთის მეგობრობას გამოირჩევს. და ამით დამბრმალი ყოველს თავის საქმესა, რასაც კი წინა აღრჩევითა შვრება და იქმს, ყოველთვის ტყუვდება და ნებსით ცთომაში ვარდება.
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ სხვს ვუკეთებთ სიკეთეს, სინამდვილეში ჩვენ თავს ვუკეთებთ სიკეთეს.
რასაც ვაკეთებთ, ინტერესით ვაკეთოთ, ძალდაუტანებლად, პასუხისმგებლობით და სიამოვნებით.
სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახ...
იხილეთ სრულად
სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი.
სულიერი მოღვაწეობა გულწრფელი სიყვარულით და მორჩილებით უნდა გამოირჩეოდეს. ვინაიდან, ვისაც ეს სამოსელი აცვია, მას ცხოვრების სიძნელეების არ ეშინია, არც სატანის მძულვარების, არც იმ სივერაგისა, რაც სატანის მთავარი იარაღია.
როგორც ქვაშებმული ჩიტი ვერ აფრინდება, ასევე უწესრიგობით გარშემოჯარული სულიც ვერ შესძლებს გონებით მისწვდეს სულიერ მწვერვალებს, რამეთუ გული ჭაობის ლპობადი წყალივით მუდამ ხავსითა და მყრალი ანაორთქლითაა დაფარული.
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლის შენის მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.