ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს. მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე

ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი ძნელი და ბნელი ეჩვენება. როცა გულს ქრისტე არ ჰყავს, მაშინ იგი დაკავებულია ფულით, ქონებითა და ადამიანებით. ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი

ისინი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ზეცაში იწყობენ, მიწაზე უკეთესი მოღვაწეები და საზოგადოების უკეთესი წევრები არიან. ისინი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ზეცაში იწყობენ

საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება მისი თითოეული წევრის მიერ საკუთარი თავის გამოსწორებაა. საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება

ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ; რადგან, თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს. მაგრამ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენებს. ხშირად გონებას, - ამ მბრძანებელს, დააბნელებს და კაცთა წინაშე ისეთ საქმეებს აღგვასრულებინებს, რომელთაც მხოლოდ შეშლილები აკეთებენ. როდესაც ის გამოფხიზლდება, მარტო ჩვენი მოქმედების მხილველების კი არ გვრცხვენია, არამედ თვით ჩვენი თავის წინაშე, იმ ქმედების, სიტყვის და მოძრაობის გამო და ჩვენი ყოფილი სიბრმავე გვაშინებს. ამიტომ ბევრმა, როდესაც ყველაფერი განსაჯა, ამ ბოროტებას განერიდა. ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას

სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია, რადგან თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე მას ვერც თავიდან ავიცილებთ და მისი შეწყვეტაც შეუძლებელია. სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ

თვით ყველაზე უდიდესი გონებაც კი, თუ იგი ვნებითაა გატაცებული, ზოგჯერ უფრო მეტად ხალხთა მტერია, ვიდრე - კეთილისმყოფელი. თვით ყველაზე უდიდესი გონებაც კი, თუ იგი

ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი. ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან

ან, იქნებ, არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის მისი ერთხორცი ხდება; ვინაიდან, როგორც ითქვა: ორივე იქნება ერთ ხორც.
ხოლო, ვინც უფალს შეერთვის, ერთი სულია მასთან ერთად.
ერიდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა; ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
თ. 6-7 ან, იქნებ, არც ის იცით, რომ ვინც მეძავს

მიწიერი მეუფება მხოლოდ ზეციურთან კავშირშია მტკიცე და ჭეშმარიტად წარმატებული მიწიერი მეუფება მხოლოდ ზეციურთან კავშირშია

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

2