წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები
713. როგორ უნდა ვთხოვო მამებს საკუთარი ცოდვების შენდობა? ვუთხრა:
„შემინდეთ მე“, თუ: „ითხოვეთ ჩემთვის შენდობა“? და თავად უფალს როგორ ვთხოვო?
707. თუკი ვინმე მეტყვის, ნესტორი და მისი მსგავსი ერეტიკოსები შეაჩვენეო, უნდა მოვიქცე ასე, თუ არა?
702. თუ შემთხვევით, მამებთან მაშინ მომიწევს ყოფნა, როდესაც ისინი ვინმეს, არამართლმადიდებლურად მოაზროვნეს, რწმენის თაობაზე ეპაექრებიან, მეც უნდა მივიღო პაექრობაში მონაწილეობა თუ არა? რამეთუ აზრი მეუბნება: „გაჩუმება რწმენის ღალატიაო“. ასევე, როდესაც ისინი ერთმანეთს დაწვრილებით ესაუბრებიან დოგმატებზე, ვთქვა, ის რაც ვიცი, თუ გავჩუმდე? და ბოლოს, როგორ მოვიქცე, როდესაც მკითხავენ? იხილეთ სრულად
701. ერთ-ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ფრიად თავშეკავებული იყო და საკუთარ სულზე ზრუნავდა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: რა უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის, აკეთოს ის, რაც თავად ეჩვენება სასიკეთოდ, თუ მამებს ჰკითხოს?
700. ზოგჯერ, როდესაც ვინმეს ვესაუბრები, გონება იმდენად მებნევა, რომ მეჩვენება, თითქოს საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი და მავიწყდება რაზე ვსაუბრობ და ეს არა სხვა რამეზე გონების გადართვის, არამედ გონებაარეულობის გამო მემართება. რას ნიშნავს ეს ჩემო მამაო და რა ვიღონო? ძალიან მაწუხებს ეს იხილეთ სრულად
699. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებს მასპინძლობდა, წერილი გაუგზავნა იმავე ბერს და ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა თუ არა მისთვის, რომ ეს სოფელი საერთოდ მიეტოვებინა და მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. როდესაც ბერმა პასუხში მისწერა, რომ ამ სოფლის მიტოვება სტუმართმოყვარეობას აღემატება, მას ეგონა, ამით მას მცნება მისცეს, რის გამოც ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გადაწყვიტა ამიერიდან არაფერი აღარ ეკითხა მამებისათვის. შეიცნო რა ეს სულით, ბერმა ბრძანა შემდეგი პასუხი მიეწერათ მისთვის იხილეთ სრულად
698. ორ ქრისტესმოყვარე კაცს უფლისმიერი გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი და თავის ცხოვრებაში წმინდა მამების დარიგებებით ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ლაპარაკში რაღაც სიტყვა თქვა სხვა ადამიანზე; მეორეს კი ეშმაკის ჩაგონებით ეგონა, რომ მან ეს მასზე თქვა, რამაც ძლიერ შეაცბუნა; როდესაც პირველმა აუხსნა, იგი არ იღებდა ახსნა-განმარტებებს. მათ ცოტა იკამათეს, შემდეგ მამებთან მივიდნენ და ეს საქმე იმავე ბერს აუწყეს იხილეთ სრულად