ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას? - ჯერ ჩვენს გულში უნდა ვძლიოთ მას. სანამ ამას შევძლებდეთ, მანამდე დადუმება ამ ცნებაზე გამარჯვებას უდრის. შემდეგ, იოანე სინელი გვირჩევს, გავიხსენოთ ჩვენი შემაწუხებლის ღირსებები, მისი სიკეთე, რამეთუ მრისხანების ჟამს გვეჩვენება, რომ იგი ყოველგვარი ბოროტებითა და ბიწიერებით არის სავსე. ამავე დროს გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები, და მრისხანებაც ჩაცხრება. წმიდა მამები გვირჩევენ - მრისხანების დროს დადუმება თუ არ შეგიძლიათ და მაინც პასუხი უნდა გასცეთ მეტოქეს, მაშინ თქვენს გონებაში ოცდაცამეტჯერ წარმოთქვით იესოს ლოცვა და მხოლოდ ამის შემდეგ, უპასუხეთ. ასე რომ, მრისხანების დაძევა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს, ხოლო ამ ვნებასთან ბრძოლის მეორე ეპატი მრისხანე აზრების დათრგუნვაა როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას? - ჯერ ჩვენს

რისგან იღებს ძალას იესოს ლოცვა?
იესოს ლოცვა განსაკუთრებულ ძალას იღებს მორჩილებისა და გულის შემუსვრილობისაგან, აგრეთვე სინანულისაგან, რითიც იგი წარმოითქმება.
იესოს < =_1>ლოცვა განსაკუთრებულ ძალას იღებს

სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალზე სარწმუნო დასკვნა გაკეთდეს: ვისაც ლოცვაში გულმოდგინება გააჩნია, მას არ ესწავლება როგორ იაროს სრულყოფილების გზით. ლოცვაში ხანგრძლივად და მოთმინებით აღსრულებული შრომა მიიყვანს მას ლოცვის მაღალ საფეურამდე.
მაგრამ რა ქნან უძლურებმა, მოდუნებულებმა და განსაკუთრებით კი მათ, რომლებმაც, სანამ გაერკვეოდნენ იმაში, თუ რას ნიშნავს ლოცვა, გარეგან ფორმალურობაში გამყარება მოასწრეს, გულცივები გახდნენ და სავალდებულო ლოცვების ხანგრძლივი აღსრულება მხოლოდ გარეგან ჩვევად ექცათ. მათ კიდევ რჩებათ ერთი თავშესაფარი - უფლისადმი გონებრივი ლოცვის მხატვრული აღსრულება. და მართლაც, მათთვის ხომ არა მოგონილი ეს მხატვრული მოქმედება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, გონებით იესოს ლოცვის გულთან ხელონური შერწყმა. სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე

116. რადგან ამას (იგულისხმება ყურადღების სათნოება) ეწოდება გონითი სიბრძნისმოყვარეობა, მას შეუდექი დიდი მღვიძარებითა და მხურვალე წადიერებით, იესოს ლოცვასთან ერთად, სიმდაბლით, დაუცხრომლობით, გრძნობადი და გონითი ბაგეების მდუმარებით, საჭმელთაგან, სასმელთაგან და ყოველგვარი ცოდვითი საქმისგან თავშეკავებით. შეუდექი მას გონების გზით, ცოდნისმიერი აზროვნებით, და იგი, ღვთით, გამცნობს შენ იმას, რაც არ უწყოდი; იგი ცნობიერგყოფს, გაგანათლებს, გულისხმიერგყოფს, გასწავლის იმას, რისი გონებით აღქმაც წინათ არ შეგეძლო, რადგან მიმოიქცეოდი ვნებათა და ბნელ საქმეთა წყვდიადში და გფარავდა შენ უფსკრული მოვიწყარობისა და მშფოთვარებისა.(იგულისხმება, რომ ვნებებში ჩაფლულ ადამიანს დავიწყებული ჰქონდა ყოველივე ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტია და მარადგასახსენებელი). რადგან ამას (იგულისხმება ყურადღების სათნოება)

ვინც იესოს ლოცვის შესახებ წინასწარ გაითავისა არაასიკეთო შეხედულებები და საერთოდ არ იცნობს მას სწორი, ხანგრძლივი ვარჯიშის მეშვეობით, მისთვის ბევრად უფრო კეთილგონივრული და უსაფრთხო იქნებოდა ამაზე მსჯელობისაგან (მითუმეტეს მის საწინააღმდეგოდ ქადაგებისაგან: თითქოს, ეს ყოვლადწმიდა ლოცვა ხდება მიზეზი სატანური მოხიბლვისა და სულების დაღუპვისა) თავი შეეკავებინა და ამ წმიდა ღვაწლში პირადი გაურკვევლობა ეღიარებინა. მათ გასაფრთხილებლას საჭიროდ მიმაჩნია ვთქვა, იესოს ლოცვის დაგმობა და მისი ხელისადმი დამღუპველი მოქმედების მიწერა, იმ გმობის ტოლფასია, რომელსაც გამოთქვამდნენ ფარისევლები უფლის მიერ აღსრულებული სასწაულების მიმართ... იესოს ლოცვის წინააღმდეგ ასეთი არაკეთილგონივრული და ღვთისმგმობი მსჯელობა მთლიანად ატარებს ერეტიკული აზროვნების ხასიათს. ვინც იესოს ლოცვის შესახებ წინასწარ გაითავისა

საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს - სათნოება-ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცისთვის გნებავს - სათნოება ხორცის საშვებელი არ არის, უფრო სამწუხარო არის: გესმის ბრძანებული იესოს მიერ? "ვიწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად საუკუნოდ". და თუ ამპარტავნებ - სათნოება სულისათვის უხმარი არის, და თუ ვითარ - ვაჩუენოთ. ლოცვის უმჯობესი სათნოება რა უნდა იქმნეს? მაგრამ ფარისეველი რომ ამპარტავნებდა, ამპარტავნებისათვის მისი ლოცვა უხმარი შეიქმნა; ანგელოსის მსგავსი რომ იყო, თუ ამპარტავნება გაქუს, მაშინ უხმარი არის. ამის მიერ დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება: ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოსი იყო; ამპარტავნებამ საძაგელ ეშმაკად ჰქმნა. საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ:

უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული

იესოს ლოცვის მხატრვრული აღსრულების შესახებ საუბარი დაიწყო გრიგოლ სინელის დროიდან, XIII საუკუნეში. იქამდე დიდი დროა. ვიმსჯელოთ თუ არა მის შესახებ? წინასწარ, მოკლედ ვამბობ, მეც მქონდა აზრად, გამომეტოვებინა ის სტატიები, რომლებშიც ამაზეა საუბარი... და კრებული სვიმეონ ღვთისმეტყველით დამემთავრებინა...

იესოს ლოცვის აღსრულება, როგორც ჩანს, მას ყველა ვჩვევით, სასიკეთო საქმეა და მონასტერში ის დადგენილია როგორც სავალდებულო წესი. მიიღებდნენ კი მას, სახიფათო რომ ყოფილიყო?! ხიფათი ხომ მხატვრულობაშია, რომელიც მოიგონეს და მიუსადაგეს ამ ლოცვას. ზოგიერთებს ის მეოცნებე ხიბლში აგდებს, ხოლო სხვებს, სათქმელადაც საკვირველია, მუდმივ ავხორცულ ლტოლვებში. ამიტომ, ჩემი აზრით, უკუსაგდები და ასაკრძალია. ხოლო უფლის უტკბილესი სახელის უბრალო გულით მოხმობა, ყველას უნდა შევაგონოთ და მისდამი ყველა უნდა განვაწყოთ. იესოს ლოცვის მხატრვრული აღსრულების შესახებ


იესოს ლოცვით სუნთქვა!

სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას. სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით

ეცადე, დაეუფლო გონიერ-გულისმიერ ლოცვას, რამეთუ იესოს ლოცვა ჩვენი გზის შუქურა და ზეცისკენ გზისმკვლევი ვარსკვლავია, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან (სიკეთისმოყვარეობაში). იესოს ლოცვა (რომელიც უწყვეტად ათბობს გულსა და გონებას), სხეულისა და მისი ბოროტი სურვილების (განსაკუთრებით სიძვის და გაუმაძრობის) წინააღმდეგ აღმართული მახვილია. ჩვეულებრივ ლოცვას - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთიაო" - მიუმატე: ღვთისმშობლისა მიერ, შემიწყალე მე, ცოდვილი! მხოლოდ გარეგანი ლოცვა არ კმარა: ღმერთი გონებას უსმენს; ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც ერთმანეთს არ უერთებენ გარე და შინაგან ლოცვას, შავი სამოსის საკიდებია რიან და სხვა არაფერი. მონაზონი, რომელმაც არ იცის (ან დაივიწყა) იესოს ლოცვა, არა ატარებს ქრისტეს ბეჭედს. ლოცვას წიგნი ვერ შეგვასწავლის (მხოლოდ მისი აღსრულების სწორ გზას მიგვანიშნებს); ამიტომ აუცილებელია, გულმოდგინედ ვილოცვიდეთ. ეცადე, დაეუფლო გონიერ-გულისმიერ ლოცვას

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3