სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამე... იხილეთ სრულად
101. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი და მეპატრონე სხეულისა, გემოთმოყვარეობის გამო ემონება სხეულს, ვერ ხვდება რა, რომ სხეულის შვება დაზიანებაა სულისა, და იგი, გრძნობადაკარგული და გასულელებული, სხეულის შვებაზე ზრუნავს.
109. გონების მქონე და სულისმარგებელი სიტყვა საბოძვარია ღვთისა, ისევე როგორც, მეორე მხრივ, ყბედობით აღსავსე სიტყვა, ცისა და მიწის საზომთა და მანძილთა, აგრეთვე, მზის და ვარსკვლავების სიდიდეთა მაძიებელი, გამონაგონია ამაოდმოქმედი ადამ... იხილეთ სრულად
108. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო.
107. სხეულის გამო ადამიანი მოკვდავია, გონებისა და სიტყვის გამო- უკვდავი. მდუმარებ რა, აზროვნებ; აზროვნებ რა, მეტყველებ, რადგან გონება დუმილში შობს სიტყვას, ხოლო ღვთისადმი აღვლენილი მადლიერების სიტყვა ადამიანის ცხონებად გვევლინება.
106. გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია, - და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის - გამოუთქმელი.
103. უკეთურ კაცს უყვარს ანგარება, მოიძაგებს კი სამართლიანობას, არ იაზრებს რა არც ამ ცხოვრების უმტკიცობას, უმდგრადობასა და სწრაფწარმავლობას, არცთუ სიკვდილის მოუსყიდველობასა და ულმობელობას უფიქრდება იგი. თუ, ამასთან, მოხუცი კაცია მა... იხილეთ სრულად
104. ისევე როგორც სამწუხაროთა განცდის შემდეგ ხდება ჩვენთვის შესაგრძნობი სიამეები და სიხარული, რადგან ვერასოდეს შესვამს სიამოვნებით ვინმე, ვისაც არ მოსწყურებია, ვერც შეჭამს სიამოვნებით, ვისაც არ მოშიებია, ვერც სიამოვნებით დაიძინებს... იხილეთ სრულად
102. ღმერთი კეთილია, ადამიანი - უკეთური. არაფერია ბოროტი ცაში, არაფერია კეთილი მიწაზე (იგულისხმება, რომ რაც მიწისეულია, კერძოდ უსულო ნივთიერებანი, თავისთავად არანაირი სიკეთის შემცველი არაა, თუმცა ადამიანს ძალუძს, რომ კეთილად მოიხმ... იხილეთ სრულად