80. სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა იმათზე არანაკლებ ხვრინავენ (რუსულში, როგორც ჩანს, ევფიმისტური მიზნით, ნაცვლად "ხვრინვისა" გვაქვს "მაგრად დაძინება", თუმცა ბერძნულშ...
იხილეთ სრულად
80. სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა იმათზე არანაკლებ ხვრინავენ (რუსულში, როგორც ჩანს, ევფიმისტური მიზნით, ნაცვლად "ხვრინვისა" გვაქვს "მაგრად დაძინება", თუმცა ბერძნულში აშკარად იკითხება "ხვრინვა"), რომლებიც საწოლებზე წვანან, და ღამის გასვლას დალოდებულნი განთიადზე ტოვებენ სასტუმროს საწოლს, ერთად გადიან რა ყველანი, და რაც მათია, ის მიაქვთ მხოლოდ. სწორედ ასევე, ამ ცხოვრებაში შემოსულთაგან...
სიკვდილისგან განრიდება შეუძლებელია და განუხორციელებელი. ამის მცოდნე ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, სათნოებებში და ღვთისმოყვარე მსჯელობაში გაწვრთნილები, იღებენ სიკვდილს კვნესის, შიშისა და მოთქმის გარეშე, იაზრებენ რა როგორც მის გა...
იხილეთ სრულად
სიკვდილისგან განრიდება შეუძლებელია და განუხორციელებელი. ამის მცოდნე ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, სათნოებებში და ღვთისმოყვარე მსჯელობაში გაწვრთნილები, იღებენ სიკვდილს კვნესის, შიშისა და მოთქმის გარეშე, იაზრებენ რა როგორც მის გარდაუვალობას, ასევე მის მიერ ამა ყოფის ბოროტებათაგან თავის დაღწევას.
81. თუ ზეაღმატებული უფლებამოსილება გაქვს, იოლად ნურავის დაემუქრები სიკვდილით, იცი რა, რომ ბუნებითად შენც სიკვდილის ქვეშ ხარ და რომ ისევე განიძარცვავს სული სხეულს, როგორც უკანასკნელ შესამოსელს. ამის აშკარად მცოდნემ თავმდაბლობა იღვა...
იხილეთ სრულად
81. თუ ზეაღმატებული უფლებამოსილება გაქვს, იოლად ნურავის დაემუქრები სიკვდილით, იცი რა, რომ ბუნებითად შენც სიკვდილის ქვეშ ხარ და რომ ისევე განიძარცვავს სული სხეულს, როგორც უკანასკნელ შესამოსელს. ამის აშკარად მცოდნემ თავმდაბლობა იღვაწე და როდესაც სიკეთეს გააკეთებ, დღემუდამ ჰმადლობდე ღმერთს, რადგან ვინც უწყალოა, არა აქვს მას სათნოება თავის თავში.
88. ისინი, რომლებიც ძალადობით ცდილობენ წუთიერი სიმდიდრის ფლობას და უყვართ სწრაფვა უკეთური საქმეებისკენ, უმეცარნი არიან რა სიკვდილისა და საკუთარი სულის წარწყმედისა (ამასთან, ვერც ჭვრეტენ მათთვის სასარგებლოს ეს უბადრუკნი), არ იაზრებ...
იხილეთ სრულად
88. ისინი, რომლებიც ძალადობით ცდილობენ წუთიერი სიმდიდრის ფლობას და უყვართ სწრაფვა უკეთური საქმეებისკენ, უმეცარნი არიან რა სიკვდილისა და საკუთარი სულის წარწყმედისა (ამასთან, ვერც ჭვრეტენ მათთვის სასარგებლოს ეს უბადრუკნი), არ იაზრებენ, სიკვდილის შემდეგ როგორ ტანჯავს ადამიანს უკეთურება.
87. ჭეშმარიტი ადამიანი იმას ცდილობს, კეთილმსახური იყოს, ხოლო კეთილმსახური ისაა, ვისაც არ სურს რაიმე უცხო, ადამიანისთვის კი უცხოა ყველაფერი, რაც ქმნილებაა. ამიტომ, ყოველივეს მოიძაგებს იგი როგორც ღვთის ხატად მყოფი, ხოლო ღვთის ხატი მ...
იხილეთ სრულად
87. ჭეშმარიტი ადამიანი იმას ცდილობს, კეთილმსახური იყოს, ხოლო კეთილმსახური ისაა, ვისაც არ სურს რაიმე უცხო, ადამიანისთვის კი უცხოა ყველაფერი, რაც ქმნილებაა. ამიტომ, ყოველივეს მოიძაგებს იგი როგორც ღვთის ხატად მყოფი, ხოლო ღვთის ხატი მაშინ ხდება, მართლად როს იღწვის და ღვთისთვის სათნოდ, მაგრამ არ ძალუძს ამგვარი გახდეს, თუ ამქვეყნიურს არ განუდგება. ღვთისმოყვარე გონების მქონემ იცის მთელი ის სულიერი სარგებლობა და ღვთისმოსაობა, მისგან რაც ქმნილა. ღვთისმოყვ...
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამას...
იხილეთ სრულად
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამასთან, ნურავის განვსჯით და ნუ ვიტყვით ვინმეს შესახებ, რომ ეს ვიღაც ბოროტია და რომ სცოდა მან; უმჯობესია, მოვიძიოთ ჩვენი სიავე და ჩვენვე ვსაჯოთ ჩვენი საქმე, არის კი იგი სათნო ღვთისა, რადგან ჩვენთვის რა, თუკი ვინმე უკეთურია
84. ერიდე მრავალთა წინაშე კეთილმსახურებისა და კარგი ცხოვრების შესახებ სიტყვების თქმას. არა იმიტომ, რომ მშურს მათთვის, არამედ იმიტომ, რომ ამ უგუნურთა წინაშე, ვფიქრობ, სასაცილო გამოჩნდები, რადგან "მსგავსი მსგავსით ხარობს" (ცნობილი პ...
იხილეთ სრულად
84. ერიდე მრავალთა წინაშე კეთილმსახურებისა და კარგი ცხოვრების შესახებ სიტყვების თქმას. არა იმიტომ, რომ მშურს მათთვის, არამედ იმიტომ, რომ ამ უგუნურთა წინაშე, ვფიქრობ, სასაცილო გამოჩნდები, რადგან "მსგავსი მსგავსით ხარობს" (ცნობილი პლატონურ-ნეოპლატონური დებულება იმის შესახებ, რომ "მსგავსი მსგავსით შეიცნობა" და რომ "მსგავსი მსგავსისკენ ისწრაფვის", ზემორე შეგონებაში ამგვარადაა პერიფრაზირებული: "მსგავსი მსგავსით იხარებს". ესაა ღრმა სულიერი სიხარულის გა...
link
83. ისინი, რომლებიც ივიწყებენ ღირსეულ და ღვთისსათნო მოღვაწეობას და არ დამაშვრალობენ მართალი და ღვთისმოყვარე დოგმატების გამო, არათუ უნდა მოვიძაგოთ, არამედ უმალ გვებრალებოდეს როგორც განმსჯელობითი უნარის დამკარგავი, და გულითა და გონე...
იხილეთ სრულად
83. ისინი, რომლებიც ივიწყებენ ღირსეულ და ღვთისსათნო მოღვაწეობას და არ დამაშვრალობენ მართალი და ღვთისმოყვარე დოგმატების გამო, არათუ უნდა მოვიძაგოთ, არამედ უმალ გვებრალებოდეს როგორც განმსჯელობითი უნარის დამკარგავი, და გულითა და გონებით ბრმები, რადგან ბოროტებას ისე იღებენ, როგორც სიკეთეს და უმეცრებისგან წარწყმდებიან. ვერ ცნობენ ისინ იღმერთს, - ეს სამგზის საბრალონი და სულით უგუნურნი.
85. სული თანაივნებს სხეულთან ერთად, სხეული კი არ არის თანავნებული სულთან. მაგალითად, სხეულის გაკვეთისას თანაივნებს სულიც, ისევე როგორც სხეულის გაძლიერებისა და გაჯანმრთელებისას ტკბობაშია სულის ვნებებიც, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც...
იხილეთ სრულად
85. სული თანაივნებს სხეულთან ერთად, სხეული კი არ არის თანავნებული სულთან. მაგალითად, სხეულის გაკვეთისას თანაივნებს სულიც, ისევე როგორც სხეულის გაძლიერებისა და გაჯანმრთელებისას ტკბობაშია სულის ვნებებიც, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სული ფიქრებითაა შეპყრობილი, სხეულიც მასთან ერთად როდი ეძლევა ფიქრებს, არის რა იგი თავისთვის მარტოდშთენილი, ხოლო ფიქრებით შეპყრობილობა ვნებაა სულისა, ისევე როგორც უმეცრება, ამპარტავნება, ურწმუნოება, ანგარება, მძულვარება,...
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ...
იხილეთ სრულად
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ გაჰქცეოდა იგი ბოროტებას, ეცოდინებოდა რა, რომ ივნებდა და გაიტანჯებოდა მისგან. ამიტომაც, შენც ფხიზლად ჭვრიტე, რათა არ მოხდეს ისე, რომ ძალაუფლებითა და სიმდიდრით ბედნიერი ადამიანის დანახვაზე ეშმაკისგან მოხიბლულმა ნეტარჰყო ი...