70. მარტოოდენ სულის სიმდიდრეა უსაფრთხო და განუძარცველი, ხოლო ეს არის: სათნოებითი და ღვთისსაწადი მოღვაწეობა, კეთილ საქმეთა ცოდნა და ქმნა, რადგან სიმდიდრე ამ სოფლისა - ბრმა მეგზურია და უგუნური თანამბჭობი; ვინც კი მოიხმარს ამ სიმდიდრ...
იხილეთ სრულად
70. მარტოოდენ სულის სიმდიდრეა უსაფრთხო და განუძარცველი, ხოლო ეს არის: სათნოებითი და ღვთისსაწადი მოღვაწეობა, კეთილ საქმეთა ცოდნა და ქმნა, რადგან სიმდიდრე ამ სოფლისა - ბრმა მეგზურია და უგუნური თანამბჭობი; ვინც კი მოიხმარს ამ სიმდიდრეს ბოროტად და განსაცხრომელად, წარიწყმედს კიდეც თავის უგრძნობ სულს
75. ჩვენს უფლებამოსილებაშია კეთილგონივრულად რომ ვიცხოვროთ, მაგრამ ის, რომ გავმდიდრდეთ, ჩვენს უფლებამოსილებაში არ არის. რატომ? იმიტომ, რომ განა არ დაგვჭირდება ჩვენი სულის დაგმობა ამ სწრაფწარმავალი სიმდიდრის გამო, რაც ზმანებაა და რი...
იხილეთ სრულად
75. ჩვენს უფლებამოსილებაშია კეთილგონივრულად რომ ვიცხოვროთ, მაგრამ ის, რომ გავმდიდრდეთ, ჩვენს უფლებამოსილებაში არ არის. რატომ? იმიტომ, რომ განა არ დაგვჭირდება ჩვენი სულის დაგმობა ამ სწრაფწარმავალი სიმდიდრის გამო, რაც ზმანებაა და რისი ფლობის ძალმოსილებაც არ გაგვაჩნია? ნუთუ მარტოოდენ სიმდიდრის ჟინი უნდა გვქონდეს? ჰოი, რა უგუნურად მიმოვიქცევით, არ ვიცით რა, რომ ყველა სათნოებაზე უწინარესი ესა მდაბალცნობიერებაა, ისევე როგორც ყველა ვნებაზე უწინარესი ესა...
74. არათუ ადამიანთა ქების გამო უნდა ვესწრაფოთ ღირსეულ და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, არამედ გამოვირჩევდეთ სათნო ცხოვრებას ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგან სიკვდილი ყოველდღიურად მოჩანს ჩვენს თვალწინ და ყოველივე კაცობრივი არამდგრადია
72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეუ...
იხილეთ სრულად
72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეული
71. მართებთ ადამიანებს, ან არაფერს ფლობდნენ ზედმეტს, ანდა თუ ფლობენ, იცოდნენ მტკიცედ: ყოველივე ამა სოფლისა ბუნებითად განხრწნადია, ადვილად უკუწარსატაცი, მისაძაგები და შემუსრვადი; ამიტომაც, შემთხვევითთა გამო არ მართებთ მათ სულმოკლეო...
იხილეთ სრულად
71. მართებთ ადამიანებს, ან არაფერს ფლობდნენ ზედმეტს, ანდა თუ ფლობენ, იცოდნენ მტკიცედ: ყოველივე ამა სოფლისა ბუნებითად განხრწნადია, ადვილად უკუწარსატაცი, მისაძაგები და შემუსრვადი; ამიტომაც, შემთხვევითთა გამო არ მართებთ მათ სულმოკლეობა
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს...
იხილეთ სრულად
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს თავისი სული, საღად რომ საჯოს არა მხოლოდ სხეულებრივ საქმეთა გამო, არამედ იმათ გამოც, რაც ეხება მომხვეჭელობას, მტაცებლობას, მოშურნეობას, გემოთსიამეს, ფუჭ დიდებას, მაგინებლობას, აგრეთვე სიკვდილს და სხვა ამგვარს
77. ცხოვრებისეული განსაცდელნი ადამიანებს იმ მებრძოლებად ხდის, ღვთისგან გვირგვინის მიღების ღირსნი რომ არიან. ამიტომ, საჭიროა, რომ ამ ცხოვრებაში ყოველივე ამქვეყნიურისადმი მოაკვდინონ მათ თავიანთი სხეულებრივი ნაწილები, რადგან მკვდარი ...
იხილეთ სრულად
77. ცხოვრებისეული განსაცდელნი ადამიანებს იმ მებრძოლებად ხდის, ღვთისგან გვირგვინის მიღების ღირსნი რომ არიან. ამიტომ, საჭიროა, რომ ამ ცხოვრებაში ყოველივე ამქვეყნიურისადმი მოაკვდინონ მათ თავიანთი სხეულებრივი ნაწილები, რადგან მკვდარი ამქვეყნიურზე არაფერზე წუხს
მოაზროვნე ადამიანს ერკინებიან სულის ვნებები მასში მყოფი არამოაზროვნეობითი გრძნობების მიერ. სხეულებრივი გრძნობის ორგანო ხუთია: მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემოვნება და შეხება. აი, ამ ხუთი გრძნობის ორგანოს მიერ თავისი ოთხი ვნების ქვე...
იხილეთ სრულად
მოაზროვნე ადამიანს ერკინებიან სულის ვნებები მასში მყოფი არამოაზროვნეობითი გრძნობების მიერ. სხეულებრივი გრძნობის ორგანო ხუთია: მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემოვნება და შეხება. აი, ამ ხუთი გრძნობის ორგანოს მიერ თავისი ოთხი ვნების ქვეშ ექცევა და ტყვევდება უბადრუკი სული, ხოლო ეს ოთხი ვნება სულისა შემდეგია: ფუჭი დიდება, სიამეთნდობა, მრისხანება და სიმხდალე. ამიტომ, როდესაც ადამიანი აზროვნებისა და განსჯის შედეგად ღირსეულად წარმართავს ბრძოლას, შეიპყრობს რ...
არ შეჰფერის მოაზროვნე და ღვაწლში მყოფ სულს, ერთბაშად დაუფრთხეს და შეუშინდეს შემთხვეულ ვნებებს, რათა არ გახდეს იგი დასაცინი როგორც მშიშარა, რადგან ცხოვრებისეულ ზმანებათაგან შეშფოთებული სული განუდგება ჯეროვანს, მაშინ როცა სწორედ ჩვე...
იხილეთ სრულად
არ შეჰფერის მოაზროვნე და ღვაწლში მყოფ სულს, ერთბაშად დაუფრთხეს და შეუშინდეს შემთხვეულ ვნებებს, რათა არ გახდეს იგი დასაცინი როგორც მშიშარა, რადგან ცხოვრებისეულ ზმანებათაგან შეშფოთებული სული განუდგება ჯეროვანს, მაშინ როცა სწორედ ჩვენი სულიერი სათნოებანია საუკუნო სიკეთეებისკენ რომ მიგვიძღვიან, თვითარჩევითი ბოროტებანი კი სასჯელთა მიზეზად უხდებიან ადამიანებს
76. გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით სიკვდილის შემდეგ უდიდესი სიამითა და საუკუნო ლხენით ვიშვებთ ადამიანები. ამიტომ, ვინც ერკინება ვნებებს და სურს, რომ გვირგვინი მიიღოს...
იხილეთ სრულად
76. გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით სიკვდილის შემდეგ უდიდესი სიამითა და საუკუნო ლხენით ვიშვებთ ადამიანები. ამიტომ, ვინც ერკინება ვნებებს და სურს, რომ გვირგვინი მიიღოს ღვთისგან, თუ დაეცემა, ნუ აღმოჩნდება სულმოკლე, ნუ დაახანებს დაცემულობაში და სასოს ნუ წარუკვეთს თავის თავს, არამედ აღდგეს და კვლავ იბრძოლოს, კვლავ იზრუნოს გვირგვინისათვის ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შემთხვეული დაცემის...