90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწ...
იხილეთ სრულად
90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწარგანსაზღვრულობას, ბედისწერას")ვერ იპყრობს ამგვართ, რადგან ღმერთი უკეთურთაგან განარიდებს მათ და ცხოვრობენ ისინი უვნებელნი, დაცულნი, ღვთისმსგავსნი. თუნდაც რომ ვინმემ შეაქოს ამგვარი კაცი, დასცინებს იგი თავის თავში თავის მე...
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ...
იხილეთ სრულად
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ გაჰქცეოდა იგი ბოროტებას, ეცოდინებოდა რა, რომ ივნებდა და გაიტანჯებოდა მისგან. ამიტომაც, შენც ფხიზლად ჭვრიტე, რათა არ მოხდეს ისე, რომ ძალაუფლებითა და სიმდიდრით ბედნიერი ადამიანის დანახვაზე ეშმაკისგან მოხიბლულმა ნეტარჰყო ი...
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთ...
იხილეთ სრულად
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთო სიკეთეებს, ისე რომ, სხეულით მავალი ადამიანი, ამავე დროს, გონების გზით შემცნობი და განმჭვრეტი იყოს იმ ყველაფრისა, რაც ზეცაშია, ღვთის გარშემოა; სწორედ ამგვარი ღვთისმოყვარე გონებაა ადამიანის სულისთვის ქველმოქმედი, მისი ცხ...
96. ის სულები, რომლებიც აზროვნების მიერ არ ილაგმებიან და გონების მიერ არ იმართებიან, რომ ამ გზით ჩაიხშოს, მოითოკოს და იმართოს მათი ვნებები (ესე იგი მათი წუხილი და სიამეთმოსურნეობა), ასეთი სულები პირუტყვი ცხოველების მსგავსად იღუპებ...
იხილეთ სრულად
96. ის სულები, რომლებიც აზროვნების მიერ არ ილაგმებიან და გონების მიერ არ იმართებიან, რომ ამ გზით ჩაიხშოს, მოითოკოს და იმართოს მათი ვნებები (ესე იგი მათი წუხილი და სიამეთმოსურნეობა), ასეთი სულები პირუტყვი ცხოველების მსგავსად იღუპებიან, რაჟამს, ცხენებისგან ძლეული მეეტლისებრ, წარიტაცება აზროვნება ვნებათა მიერ.
95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პრ...
იხილეთ სრულად
95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პროცესს, ამგვარადვე სულიერი ვნებებიც, კერძოდ წუხილი და გემოთმოყვარეობა, სითხეებივით იწვევენ სულის დუღილსა და მშფოთვარებას). რაც შეეხება ღვთისმოყვარე გონებას, საწინააღმდეგოს მოქმედებს იგი, რადგან ამწუხრებს სხეულს და გამოიხს...
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უ...
იხილეთ სრულად
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უკეთურ ზრახვებს რომ შთაუგდებს სულს, არამედ მყისვე გაიხსენე ზეციური სიკეთენი და შენს თავს უთხარი: თუკი ვისურვებ, ჩემს ნებაზეა, რომ დავძლიო ეს შემოტევაც ვნებისა, ვერ დავძლევ კი, თუ პირიქით, იმას ვისურვებ, რომ შევისრულო ჩემე...
93. სიცოცხლე ესაა გონების, სულისა და სხეულის ერთობა და თანაშერთვა, სიკვდილი კი არის არა თანაშერთულთა მოსპობა, არამედ დარღვევა მათი კავშირისა, რადგან ღვთისგან ნარჩუნდება ყველა მათგანი რღვევის შემდეგაც.
100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამე...
იხილეთ სრულად
100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამეთმოსურნეობისგან და უგრძნობელობისგან.
101. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი და მეპატრონე სხეულისა, გემოთმოყვარეობის გამო ემონება სხეულს, ვერ ხვდება რა, რომ სხეულის შვება დაზიანებაა სულისა, და იგი, გრძნობადაკარგული და გასულელებული, სხეულის შვებაზე ზრუნავს.
98. სული იმყოფება სხეულში, სულში კი არის გონება, ხოლო გონებაში - სიტყვა, რომელთა მიერ შემეცნებული და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს სულს, ანიჭებს რა მას უხრწნელებასა და შვებას, რადგან ღმერთმა ოდენ სიკეთისა გამო მიჰმადლა არსებობა ქმ...
იხილეთ სრულად
98. სული იმყოფება სხეულში, სულში კი არის გონება, ხოლო გონებაში - სიტყვა, რომელთა მიერ შემეცნებული და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს სულს, ანიჭებს რა მას უხრწნელებასა და შვებას, რადგან ღმერთმა ოდენ სიკეთისა გამო მიჰმადლა არსებობა ქმნილებებს.