წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

65. როგორც დღეს ღამე ცვლის და ზაფხულს ზამთარი, ასევე პატივმოყვარეობა და ავხორცობა მწუხარებითა და მწარე ტკივილებით იცვლება ან ამქვეყნად, ან მომავალ ცხოვრებაში. როგორც დღეს ღამე ცვლის და ზაფხულს ზამთარი

64. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის გამოსასწორებლად ხორციელი სათნოებანი გააჩნია, რითაც უბიწო ხდება; ასევე გონებაც სცოდავს ვნებიანი ფიქრებით და გამოსასწორებლად სულიერი სათნოებანი გააჩნია და, წმინდად და უმწიკვლოდ უცქერის რა საგნებს, უბიწო ხდება. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის

63. არავინ გაცდუნოს, მდაბალო მონაზონო, იმ აზრით, რომ თითქოს შენი ცხონება შეიძლებოდეს, თუ ავხორცობასა და პატივმოყვარეობას ემსახურები. არავინ გაცდუნოს, მდაბალო მონაზონო, იმ აზრით

62. როგორც სიკვდილის შედეგად სხეული სავსებით განეშორება ყოფით საგნებს, ასევე სრულყოფილი ლოცვის ზემოქმედებით მოკვდინებული გონება ყოველგვარ ამქვეყნიურ ზრახვას სწყდება. და თუ ამგვარი სიკვდილით არ მოკვდება, მაშინ ღმერთთან ცხოვრებასა და ყოფნას ვერ შეძლებს. როგორც სიკვდილის შედეგად სხეული სავსებით

61. ამბობენ, რომ ლოცვის უმაღლესი მდგომარეობაა ის, როცა ლოცვის ჟამს გონება სხეულის მიღმაა, სავსებით ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს წუთისოფელს. ვინც მტკიცედ ინარჩუნებს ამგვარ მდგომარეობას, ის ჭეშმარიტად დაუცხრომლად ლოცულობს. ამბობენ, რომ ლოცვის უმაღლესი მდგომარეობაა ის

60. თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სხეულის დაზოგვას, საკვებთან მიმართებაში ლმობიერებას და სხეულის გონივრულ მართვას შთააგონებს, რათა, თანდათან სხეულისაკენ გადახრით, იგი ავხორცობის უფსკრულში ჩააგდოს; ერისკაცებს კი ეს ვნება იმის გამო, რომ ერისკაცები არიან, უბიძგებს "ხორცისათვის ზრუნვა ავხორცობად აქციონ". (რომ.13,14). თავმოყვარეობის ვნება მონაზონს თითქოსდა

59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვარეობა და პატივმოყვარეობა, რომელთა საბაბი აუცილებელი ხორციელი მოთხოვნილებებია; მათგან კი წარმოიქმნება ვნებათა მთელი გროვა. აი, ამიტომ, როგორც ნათქვამია, სავსებით უნდა განვუდგეთ თავმოყვარეობას და უდიდესი სიფხიზლით ვებრძოლოთ მას. მისი მოსპობით კი მის ყველა წარმონაქმნს გავანადგურებთ. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას

58. ღვთის სიყვარული თავის თანაზიარს ყოველგვარ წარმავალ სიამეს, ყოველგვარ ტანჯვასა და მწუხარებას არად მიაჩნევინებს. ამაში დაგვარწმუნებს ყველა წმინდანი, რომელთაც ამდენი ტანჯვა გადაიტანეს ქრისტეს გამო. ღვთის სიყვარული თავის თანაზიარს ყოველგვარ

57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძელება, სიმშვიდე, თავშეკავება, ლოცვა და სხვა. ამრიგად, თუ რაიმე მიზეზის, უძლურების ან ავადმყოფობის და სხვათა გამო ჩვენ არ ძალგვიძს ზემოაღნიშნულ ხორციელ სათნოებათა აღსრულება, ამ შემთხვევაში გვწყალობს და გვაპატიებს უფალი, რომელმაც უწყის ამის მიზეზები; ხოლო, როცა სულიერ სათნოებებს არ აღვასრულებთ, მაშინ არანაირ შენდობას არ ვიმსახურებთ, რამეთუ მათ არ ეღობებათ ამგვარი დაბრკოლებანი. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და - სულიერი. :

56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავს იკავებს და განეშორება რა მათ, ცდილობს, თავისი ქმედება უკეთესი გახადოს. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1