რამდენნი არიან, ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, იმცირებენ თავს, ითხოვენ, ცრუობენ, მთელს ენერგიას ახმარენ მიზნის განხორციელებას, ხოლო როცა საწადელს აისრულებ...
იხილეთ სრულად
რამდენნი არიან, ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, იმცირებენ თავს, ითხოვენ, ცრუობენ, მთელს ენერგიას ახმარენ მიზნის განხორციელებას, ხოლო როცა საწადელს აისრულებენ, იგრძნობენ, რომ ამაოდ დაშვრნენ. მიზანს მიაღწიეს, ბედნიერება კი არსად ჩანს, თანამდებობის მოპოვებასთან ერთად დიდი მწუხარება და განსაცდელი ხდება პიროვნების თანმდევი.
მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ჩვენი ბედნიერება მარტო გარეგნულ მდგომარეობაზე: - კეთილმოწყობილ ბინაზე, ოჯახის ან პირად კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ეს იმდენად სწრაფადცვალებადი და წარმავალია, რომ მათზე იმედის დამყარება ს...
იხილეთ სრულად
მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ჩვენი ბედნიერება მარტო გარეგნულ მდგომარეობაზე: - კეთილმოწყობილ ბინაზე, ოჯახის ან პირად კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ეს იმდენად სწრაფადცვალებადი და წარმავალია, რომ მათზე იმედის დამყარება საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავს.
სად არის ბედნიერება? არსებობს კი იგი ამქვეყნად ამდენ განსაცდელსა და მწუხარებათა შორის? ხშირად ბედნიერებას ჩვენს მიწიერ ყოფას ვუკავშირებთ, მაგრამ ამაოდ, რადგან იქ ვეძებთ მას, სადაც ის არ არის.
ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც...
იხილეთ სრულად
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.