მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: "სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურ...
იხილეთ სრულად
მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: "სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურისას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა" (ქადაგება 268,2).
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ...
იხილეთ სრულად
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14,6), - გვაფრთხილებს უფალი.
წმიდა მამები თავისი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარ...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები თავისი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
"მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად კუნძულნი განაწესა; ცოდვით დაცემულ მსოფლიოს კი მიმადლა წმიდა ეკლესიები, რომელნიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტის შესახებ".
ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შ...
იხილეთ სრულად
ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შეგმუსრავენ, ვერ შეარყევენ სიმაგრეს შენსას.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ...
იხილეთ სრულად
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას". (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20) - ბრძანებს უფალი.