ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
იესოს ლოცვის აღსრულების დროს დაუშვებელია ასეთი რამის წარმოსახვა, რამაც შეიძლება ადგილი დაიკავოს გონებასა და უფალს შორის. წარმოთქმული სიტყვები იმდენად არსებითი არაა, რამეთუ ისინი საშუალებებია. მთავარია გულში ღვთის წინაშე გონებით დგომა. ესაა გონიერო ლოცვა და არა სიტყვები. აქაც ასეთივე დანიშნულება აქვს, როგორც სხვა ლოცვებში. გონებით ლოცვა კი ისეთ სვლას გულისხმობს ღვთის წინაშე, როდესაც ცნობიერება ურყევადაა დარწმუნებული, რომ ღმერთი ყველგანაა და ჩვენშიც მყოფობს, ხედავს მთელს ჩვენს შინაგან სამყაროს, ხედავსუფრო მეტად, ვიდრე ჩვენ - მას. ღვთის მზერას ასეთი განცდა არ უნდა მომდინარეობდეს წარმოსახვისაგან. ვინაიდან მთელი ჩვენი შინაგანი სამყარო მის წინაშეა გადაშლილი, უბრალოდ დარწმუნებული უნდა ვიყოთ და ვგრძნობდეთ ამას. ვინც თბილ ოთახშია, გრძნობს, თუ როგორ ეუფლება მას სითბო, როგორ აღწევს ის მასში. და რადგან ღმერთი ყველგანმყოფი და ყოვლისმომცველი ცეცხლია, ასევე უნდა გრძნობდეს მას ჩვენი შინაგანი სულიერი ადამიანი.
სიტყვები: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, " საშუალებაა და არა საქმის არსი, მაგრამ როგორც საშუალება, ძალზე ძ;იერი და მრავლისმოქმედია. უფალ იესო ქრისტეს სახელი საშიშია ჩვენ დასაღუპავად მომართუ;ლი მტრებისატვის, ხოლო ჩვენთვის, მის მძებნელთათვის, კურთხევის მომნიჭებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საქმე მარტივია, რაიმე უცნაურობებს არ შეიცავს და არც შეიძლება შეიცავდეს. ყველაფერი უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მფარველ ანგელოზს შესთხოვეთ და ისინი თავად ან სხვათა შემწეობით ყველაფერს შეგასწავლიან.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება
შვილო, მივიღე შენი წერილი. დავინახე, ეშმაკმა როგორ გაგათამაშა. ასეთ შემთხვევაში ნუ დამწუხრდები, არამედ ძალიან მარტივად მოეკიდე ამ დახელოვნებულ ოსტატს. როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგე – აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები. ასეთ დროს ბოროტს ნუ შეეპასუხები! მხოლოდ ლოცვა, რაიმე გულისსიტყვისა და წარმოდგენის გარეშე და ნახავ – ყველაფერი ობობას ქსელივით დაირღვევა. ნუ დაუშვებ, რაიმე წუხილმა სიმშვიდე დაგაკარგვინოს.
ყურადღებით იზრუნეთ დასაწყისზე, რადგან მოვა დრო და მიხვდებით, რა
რას ეძიებ იესოს ლოცვაში? რას და გულში მადლის ცეცხლის აბრიალებას, რითაც დასაბამი ეძლევა განუწყვეტელ ლოცვას და რომლითაც შეიცნობა მადლმოსილი მდგომარეობა. როგორც კი გულში ღვთის ნაპერწკალი ჩაგივარდება, იესოს ლოცვა გააღვივებს მას და კოცონად აქცევს თუმცა თვითონ არ იძლევა ამ ნაპერწკალს, მხოლოდ მის მიღებას უწყობს ხელს. - რით უწყობს ხელს? რით და აზრებს ერთიანობაში ჰკრებს და სულს საშულებას აძლევს ღვთის წინაშე იდგეს და მასთან იმყოფებოდეს. ამას იქმოდა მაქსიმე კაფსოკალივიტი... დაე, ასე მოიქცეს ყველა, ვინც მადლის ცეცხლს ეძიებს, ხოლო სიტყვებსა და სხეულის მდგომარეობაზე ნუ იზრუნებს. ღმერთი გულს უმზერს.
მე ვსაუბრობ მათ წინააღმდეგ, რომლებსაც დაჰვიწყებიათ გულიდან ღაღადის შესახებ... მათი გარჯა მხოლოდ სიტყვებისა გარეგნული მდგომარეობისკენაა მიმართული. მუხლმოდრეკით ლოცულობენ რა იესოს ლოცვის განსაზღვრულ რაოდენობას, მოსვენებას ეძლევიან და ტაძარში საერთო ლოცვაზე მოსიარულეებს განიკითხავენ. ზოგიერთნი მთელ ცხოვრებას ასე ატარებენ და საერთოდ, მადლის გარეშე რჩბიან. ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის როგორ სჯობს ლოცვაო, ვუპასუხებდი: ღმერთს სასოებდე, მუდამ გახსოვდეს ღმერთი და მიეჩვიე ღვთის თანამყოფობაში სიარულს; ამისათვის რამდენიმე მოკლე ლოცვა ამოირჩიე, ან თუნდაც აიღე იოანე ოქროპირის 24 მუხლიანი ლოცვა და შესატყვისი აზრებითა და გრძნობებით ხშირად იმეორე ისინი. ჩვევის ძალით ღვთის ხსოვნა თანდათან გაანათლებს გონებას და გულს გაათბობს. ბოლოს და ბოლოს გულში ღვთის ნაპერწკალი ჩაგივარდება - ესაა მადლის სხივი, მას ვერაფრით აღანთებ, რამეტუ ის უშუალოდ ღვთისაგან გამოდის... ამის შემდგომ შეგიძლია მხოლოდ იესოს ლოცვით შემოიფარგლო, მისი მეშვეობით გააღვივო ლოცვის ნაპერწკალი და ცეცხლის ალად აქციო იგი. ასეტია პირდაპირი გზა.
თემა: ლოცვა, მადლიავტორი: წმ. კალისტე და ეგნატე კსანთოპულები
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო დამოკიდებული, თავისუფლდება ყოფითი საზრუნავისაგან და, განუწყვეტლივ წარმოთქვამს რა ლოცვას, სრულიად აღარ მიმოიტაცება. და მაშინ ხვდები, რომ იგი განიწმინდა. რადგან უკვე აღარ იდრიკება უკეთურისა და უწმინდურისაკენ, რომელსაც ხედავდა ან ისმენდა ამსოფლად. შემდეგ ლოცვით, რომელიც გულში შედის და გამოდის, წმენდს გზას და გულიდან გამოდევნის ყოველივე სამარცხვინოს, უკეთურსა და ბილწს. რადგან გონება ომს უცხადებს ვნებებსა და დემონებს, რომლებიც მათ აღძრავენ, და რომელნიც ამდენი წლის მანძილზე ბუდობდნენ გულში. მათ შესახებ კი არავინ არაფერი უწყოდა და ვერც ხედავდნენ. მაგრამ ახლა, როცა გონებამ სიწმინდე, თავისი პირვანდელი სამოსი შეიმოსა, ხედავს მათ და როგორც ძაღლი, ისე უყეფს, უღრენს, ებრძვის, როგორც ბატონი და მცველი სულის მთელი გონიერებისა; შოლტავს მოწინააღმდეგეებს "იესოს" სახელით, რომელიც იარაღივით უპყრია, მანამ, სანამ არ გამოდევნის გარეთ, გულის გარშემო - პერიკარდში. ისინიც ყეფენ, როგორც ველური ძაღლები. გონება კი იწყებს მწვირისა და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განწმენდას. რომლითაც შეგვბილწეს ეშმაკებმა ყოველგვარ ბოროტებასა და შეცდომებზე ჩვენივე დათანხმებით. შემდეგ კი იგი ებრძვის ეშმაკებს, რათა განდევნოს და სრულიად მოიშოროს ისინი, რათა საერთოდ აღარ შეაწუხონ იგი. და მხოლოდ ამას იღვწის, რომ გარეთ გამოიტანოს ტალახი, რომელსაც ისინი განუწყვეტლივ შიგნით ისვრიან. შემდეგ, როგორც კარგ იკონომოსს, მოაქვს საკვები, სულის განათლებისა და სიჯანსაღის შესაბამისი.
ყოველივე ამას განმწმენდელი მადლი შეეწევა
უზრუნველობასა და ლოცვაში ცხოვრება სურს, აქ ძალიან მოეწონება
ჩემი სენაკი ძალიან მყუდროა. როცა მოხვალ, ძალიან მოგეწონება. ვცხოვრობ უკიდურეს მდუმარებასა და უზრუნველობაში. მოძღვარმა მაკურთხა, აქვე, სიმყუდროვეში, დილაობით ცოტა რამ ვიხმიო". იშვითად მოდის ვინმე. მცირე ულუფას მარტო ვიღებ. ვცდილობ, ღვთის შეწევნით, გამუდმებით ვიმეორო იესოს ლოცვა. მარტო ვიღვიძებ. ღამისთევას მარტო ვატარებ. ამრიგად, ვისაც მდუმარებაში, უზრუნველობასა და ლოცვაში ცხოვრება სურს, აქ ძალიან მოეწონება.
თემა: ლოცვა, მონაზონთათვის, იესოს ლოცვა, მდუმარებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
[12] წერილი დიონისეს
წმიდა მთა, ივნისი, 1935 წ.
დიონისაკოს.
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ოქროს დიონისე, ჩემო თვალთა ნათელო, ჩემი სიბერის საყრდენო, ჩემი სულის სამკაულო. აჰ, დიონისაკო, შვილო ჩემო, თვალთ დამაკლდა უკვე გზის ყურებით, როდის დაგინახავ და ამოისუნთქავს ჩემი ნატანჯი სული. რომელიც დიდად ირჯება და გულისტკივილით ლოცულობს შენთვის, რათა უფალმა სულითა და ხორცით ჯანმრთელად და საღად დაგიფაროს.
აჰ, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი, მსოფლიო ძალიან წახდა, ეშმაკი კი ბოროტ გულისსიტყვებს თესს, რათა სულის გულმოდგინება შეანელოს. ამიტომაც, რამდენადაც შეგიძლია, კვერცხს მოერიდე, რამეთუ ამისგანაც იშვება ბოროტება, შენ კი ღმრთისმშობელს შეუვრდი ხოლმე.
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგდის, სინანული უნდა გქონდეს და თავი აიძულო, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინო. ამას მოკლედ გწერ, როდესაც მოხვალ, უკეთ ვისაუბრებთ. ოღონდ შენ მალე მოდი. ბიძაშენსაც ნახავ, რომელიც, ალბათ, ოციოდე დღის შემდეგ მონაზონი გახდება. ამიტომაც მანამდე მოდით.
ვლოცულობ შენთვის.
მამა იოსები
ნიკოლა მოგიკითხავს.