მთელი გასაჭირი ჩემს უხილავ აზრებსა და გულშია და მიტომაა, უხილავი მაცხოვარი, გულების მკურნალი რომ მჭირდება
ჰოი, სიმტკიცეო ჩემო, იესო ქრისტე! სინათლეო გონებისა ჩემისა! მშვიდობაო, სიხარულო, სიფართოვეო გულისა, დიდება შენდა! დიდე...
იხილეთ სრულად
მთელი გასაჭირი ჩემს უხილავ აზრებსა და გულშია და მიტომაა, უხილავი მაცხოვარი, გულების მკურნალი რომ მჭირდება
ჰოი, სიმტკიცეო ჩემო, იესო ქრისტე! სინათლეო გონებისა ჩემისა! მშვიდობაო, სიხარულო, სიფართოვეო გულისა, დიდება შენდა! დიდება შენდა, ჩემო მფარველო, უხილავ მტრებს რომ არ უთმობ ჩემ თავს და მის ხელში არ მტოვებ, ვინც მიხშობს გულსა და გონებას და ასე ცდილობს მომიშხამოს ყველაზე მგრძნობიარე ადგილები, სათავეები ჩემი სიცოცხლისა.
ღირსეულად დააფასე ზიარებისას მიღებული უდიდესი სასწაული იესო ქრისტესი, რომელიც იმიტომ გვეძლევა, რომ გვწამს მისი ღვთაებრივი საიდუმლო. რა სასწაულს ვამბობ? ცოდვით მოკლული გულის გაცოცხლებასა და სიმშვიდეს, რომელიც სრულიად აშკარაა იმ ღელ...
იხილეთ სრულად
ღირსეულად დააფასე ზიარებისას მიღებული უდიდესი სასწაული იესო ქრისტესი, რომელიც იმიტომ გვეძლევა, რომ გვწამს მისი ღვთაებრივი საიდუმლო. რა სასწაულს ვამბობ? ცოდვით მოკლული გულის გაცოცხლებასა და სიმშვიდეს, რომელიც სრულიად აშკარაა იმ ღელვისა და სულიერი კვდომის მერე, რაც ძალიან ხშირად წინ უძღვის ზიარებას. არ მიეჩვიო იმ აზრს, თითქოს ეს პატარა და უმნიშვნელო რამე იყოს, ასეთი განწყობით ღვთის რისხვა არ მოიწიო, თორემ ვერ იგემებ ზიარების მერე სიცოცხლეს და სიმშვ...
მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს და აქედან ხუთი - სულიერი მშვიდობისა და მეორე ხუთი - სულის წუხილისა და მწუხარებისა იყოს, მაშინაც კი, ასე უნდა ვამბობდე: დიახაც, უეჭველია, რომ მყავს სიცოცხლისმომცემელი და ზრუნავს...
იხილეთ სრულად
მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს და აქედან ხუთი - სულიერი მშვიდობისა და მეორე ხუთი - სულის წუხილისა და მწუხარებისა იყოს, მაშინაც კი, ასე უნდა ვამბობდე: დიახაც, უეჭველია, რომ მყავს სიცოცხლისმომცემელი და ზრუნავს ჩემზე ჩემთვის ცხოვრებისმომნიჭებელი. ასევე მტკიცედ უნდა ვამბობდე, რომ არსებობს ქვეყნად ის (ქრისტე), ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილზე. და ის ხუთი უსიამოვნო წამი ამ ღმერთის საწინააღმდეგო არსებიდან უნდა მოდიოდეს, იმიტომ, რომ...
ღვთის გარეშე (რაკიღა იგი ყველგანაა) არ იძვრის ჩემი აზრი და ჩემი გული. თუ მოქმედებაა - მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ შედეგია - საწყისი უნდა გააჩნდეს. იმიტომაც ამბობს მოციქული: "არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუ...
იხილეთ სრულად
ღვთის გარეშე (რაკიღა იგი ყველგანაა) არ იძვრის ჩემი აზრი და ჩემი გული. თუ მოქმედებაა - მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ შედეგია - საწყისი უნდა გააჩნდეს. იმიტომაც ამბობს მოციქული: "არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაი ჩვენი ღმერთისგან არს" - (2. კორ; 3,5). სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი ცოცხალია, ჩემი გულიც ცოცხალია
გულითადი ლოცვისათვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა. თუ მოეჭიდე ტვირთსაო, ნუღარ ჩივიხარ ჭირსაო, "არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარე...
იხილეთ სრულად
გულითადი ლოცვისათვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა. თუ მოეჭიდე ტვირთსაო, ნუღარ ჩივიხარ ჭირსაო, "არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარეუკინ" (ლუკ. 9,62). და თუ მაინც მოეშვი ლოცვისას, მოუძლურდი და არ ილოცე გულით, ვერ დაიძინებ (თუ ღამისთევის ლოცვისას მოხდა ეს), სანამ ტირილით არ გამოისყიდი შენს ცოდვას ღვთის წინაშე. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ სრულყოფილებს ემართ...
ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი, იგი მუდმივად, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებითაა დაუნჯებული ღმერთში, მის ეკლესიაში, ზეციურსა და მიწიერში, დროებით სოფელში. ყველგან ერთი "სამარადისოი იგი ძალი მისი და ღმრთეებაი" (რომ.1,20). არ იფიქრო, ჭეშმარიტ...
ადამიანი ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ისეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ისეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენითა და სიყვარულით ლოცულობს?
link
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, ...
იხილეთ სრულად
შინაგანი კაცი დილით, გაღვიძებულზე, წყლის ზედაპირზე ამომხტარი თევზივითაა, თავისუფალია ამსოფლიური ამაოებისაგან, საკუთარი სხეულის სიბნელის, ეშმაკის ცდუნებისაგან. დროის ყველა სხვა მონაკვეთში კაცს თვალები შეუღწევი ბნელი აქვს დაფარული, თვალებზე მჭიდროს, მტკივნეულად აქვს გადაჭერილი სახვევი და ვეღარ გაურჩევია მშვენიერი და სულიერი საგნების ნამდვილი სახე და ნირი. არ გამოგეპაროთ, ჩაეჭიდეთ დილის საათებს, რომელიც ამ წარმავალი ცხოვრებისეული ძილის მერე თითქოსდა...
link
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე...
იხილეთ სრულად
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე, თორემ ამით ადამიანს, ღვთის ხატებას შეურაცხყოფ, უპატიო საქციელად დაურჩება მეფეს, თუკი ქედს უხრი მის მონას და თავად მას, ღმერთს, იოტისოდენ პატივსაც არ მიაგებ. ასევე, წიგნის თვალისმომჭრელ გამოცემას ნუკი ჩივი, რა წერია შიგ...