თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა.
ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდაა წმიდათა", - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზია...
იხილეთ სრულად
ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდაა წმიდათა", - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზიარებისათვის. ამ ორ სიტყვაში ღრმა აზრია: ქრისტეს წმიდა ხორცი განკუთვნილია მხოლოდ წმიდათათვის, ე.ი. მათთვის, ვინც სინანულისა და აღსარების საიდუმლოს წყალობით თავისი შინაგანი სამყაროს განწმენდით წმიდა გახდა.
ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე. და მეორე მხარე - მისტიური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და ზე...
იხილეთ სრულად
ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე. და მეორე მხარე - მისტიური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და ზეციური სასუფევლის მარადიულობაში გრძელდება.
ყველანი, ვინც არიან წევრნი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით.
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ...
იხილეთ სრულად
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის, ვერ განაქარვებს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწ...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს.