ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისათვისო? რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისათვისო? რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმ...
იხილეთ სრულად
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი.
მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი ა...
იხილეთ სრულად
მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი არსების განწმედილ ტაძარში და ეგოს იქ უკუნისამდე!
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა. "ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხა...
იხილეთ სრულად
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა."ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5,22-23).
მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა გ...
იხილეთ სრულად
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2).
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ...
იხილეთ სრულად
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.