ღვთისაკენ სწრაფვა - ციტატები, გამონათქვამები ღვთისაკენ სწრაფვა, გამონათქვამები, ციტატები
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" - ამბობს იგი, - "შევალ მასთან".
უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ ...
იხილეთ სრულად
უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავს და შემოქმედ ღმერთს, ვიცხოვროთ ხილულზე აღმატებულად, ყოველთვის ვატარებდეთ საკუთარ თავში ღვთაებრივ სახეებს. წმინდად, ქვენა და მომატყუებელ შთაბეჭდილებათაგან შეურყვნელად ვიყოთ და განუწყვეტლივ შევიქნებოდეთ სარკედ ღმრთისა ...
link
ნუ აღგაფრთოვანებს ის, ვინც მთვარეს უახლოვდება, არამედ იმან აღგაფრთოვანოს, ვინც ამ სოფლის სიბრძნეს გაურბის, უახლოვდება ღმერთს დქა განუწყვეტლივ ხარობს.
დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა, არამედ ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან. ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება.
სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიო...
იხილეთ სრულად
სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიოს. იგი სხვებს სრულყოფს, თავად კი არაფერს საჭიროებს. იგი ჰგიებს განახლების გარეშე და არის ცხოვრების მომნიჭებელი. იგი მატების გზით კი არ აღორძინდება, არამედ იმთავითვე და მარადის აღსავსეა, ყოვლადსრულია, საკუთარ თავზეა დაფუძ...
link
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა...
იხილეთ სრულად
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა დიდ საკვირველებათა და ასეთი საკვირველებითი ხედვა და გამოცხადება თანდათანობით ღრმავდებოდა მათი შინაგანში დაუსრულებელად, რაზედაც იგივე მაკარი იტყვის: "სულნი უვნებელნი მარადის საწადელისა მიმართ განუძღომელად მიისწრაფვიან და...
link
ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევე...
იხილეთ სრულად
ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევეა სულიც, როდესაც მიისწრაფის ღვთისაკენ და ესაუბრება მას, ცეცხლი ხდება და წვავს თავის მტრებს, სწორედ მათ, რომლებიც ჩვეულებრივად თრგუნავენ მას, როდესაც უდარდელი ძილით სძინავს.
link
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინ...
იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ დიდი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი მისწრაფება ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ...
link
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარ...
იხილეთ სრულად
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარცა შევემეცნე" (I კორ. 13,12). ერთი ბრძენი ამბობს: "მე ვნახე ღმერთი, როგორც მიმავალი, თითქოს ზურგიდან, მოსეს მსგავსად ვნახე იგი და შევჩერდი მასში განცვიფრებითა და გაოცებით შეპყრობილი, მე შემეძლო მისი ნაბიჯების ანაბეჭდები ...
link
ყოველდღიურად ვკვებავთ ჩვენს სხეულს და ვსუნთქვავთ ჰაერით, რათა მან იცოცხლოს, სულისათვის კი საჭიროა უფალი და სულიწმიდის მადლი, ურომლისოდაც სული მკვდარია. როგორც მზე ათბობს და აცოცხლებს მინდვრის ყვავილებს და ისინი მიისწრაფიან მისკენ,...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურად ვკვებავთ ჩვენს სხეულს და ვსუნთქვავთ ჰაერით, რათა მან იცოცხლოს, სულისათვის კი საჭიროა უფალი და სულიწმიდის მადლი, ურომლისოდაც სული მკვდარია. როგორც მზე ათბობს და აცოცხლებს მინდვრის ყვავილებს და ისინი მიისწრაფიან მისკენ, ასევე ღმერთის მოსიყვარულე სული მიისწრაფის მისკენ და ნეტარებს მასში; დიდი სიხარულისგან მას სურს ყველამ ასე ინეტაროს.
link