ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია ამ საგნის შესწავლა, რომლის ნიადაგი ერთბუნებურ კანონზეა დამოკიდებული, თუ ერთხელ მისი კანონების საიდუმლო ძალები შეიგნო და შეისწავლა კაცმა, მერე არ სჭირია იმის შესახებ არავითარი დამატებითი შრომა, რადგან უცვლელია ბუნების წეს-რიგთა დიდებულებანი. ხოლო თავის ცნობა და მისი ბუნებურ ორხარისხოვან მნიშვნელობათა გარჩევა და ზედმიწევნით შესწავლა დაუმთავრებელი რჩება მარადის და თითქოს სულ საანბანოდ ხდება გაგება მის მიმდინარეობისა, რადგან მისი ნიადაგი უმტკიცია და მარადის თავისუფლების ფრთებით ხან ქვესკნელში და ხან ზეცაში დანავარდობს და ერთ-სამარადისო კანონთა შეზღუდვას არ ეკუთვნის, რომლით დაამთავრო მისი შესწავლა და დამყარდე ერთ ნიადაგზე. ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება

მრავალნი აქ მსმენელთა მაკაცთაგანი შენატრიან მათ, რომელთა ღმერთმან მისცა ესრეთი გონერი და მხნე მეუღლე. გარნა შეიძლება რომელთამე მსმენელთა და უმეტესად ქალებთა ესრეთ იფიქრონ თავის გულში: რა არს, რომელ სოლომონ (სოლომონ ბრძენი) აქებს ერთსა მხოლოდ შრომასა და დაუძინებელსა მუშაობასა დედაკაცისასა? ნუთუ თვინიერ ქსოვისა და კერვისა სხვა უფრო პატიოსანი საქმე არ უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და თვინიერ დაუძინებელისა შრომისმოყვარებისა სხვა თვისება არ უნდა შეიძინოს მან? არა, ძმანო და დანო ჩემნო, სხვანიცა მრავალნი თვისებანი უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და სხვანიცა მრავალნი პატიოსანნი საქმენი შეუძლიან მან აღასრულოს. გარნა შრომისმოყვარება ანუ მხნეობა, პირველად, არის ისრეთი ძვრიფასი თვისება, რომელიც იპყრობს შორის მისსა ყოველთა სხვათა მაღალთა თვისებათა. მრავალნი აქ მსმენელთა მაკაცთაგანი შენატრიან

„რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა, უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა მისსა“ (ისუ ზირ. 25.24). ესე იგი, თუ დედაკაცი უფლობს, ანუ უფროსობს თავის ქმარზეო, ის დიდი სირცხვილი, კდემა და ურცხვინოება არისო. იქნება აქ ვინმემ ამის წინააღმდეგი იფიქროს – „განა არ შეიძლება რომ ზოგჯერ ცოლი უფრო ჭკუიანი და მხნე იყოს, ვიდრეღა ქმარი მისი? ცუდი რა იქნება, რომ იმან დაიწყოს უფროსობა ოჯახში და ამით ოჯახი გაკეთდეს?“ არა, დანო ჩემნო! უფროსობა და უფლება ცოლისა ქმარსა ზედა, როგორც ძველს აღთქმაში, აგრეთვე არც ახალს აღთქმაში არ არის შენდობილი. რაც გინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს ცოლი ქმარსა ზედა, მაინც იმას უნდა ემორჩილებოდეს. ოჯახის წარმატებას და გაკეთებას ეს არ დაუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება შეიძლება კეთილად შეერთდეს ზრუნვასა, შრომასა და გაკეთებასა ოჯახისასა. რისხვა და ურცხვინოება კდემა დიდი დედაკაცისა

სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალზე სარწმუნო დასკვნა გაკეთდეს: ვისაც ლოცვაში გულმოდგინება გააჩნია, მას არ ესწავლება როგორ იაროს სრულყოფილების გზით. ლოცვაში ხანგრძლივად და მოთმინებით აღსრულებული შრომა მიიყვანს მას ლოცვის მაღალ საფეურამდე.
მაგრამ რა ქნან უძლურებმა, მოდუნებულებმა და განსაკუთრებით კი მათ, რომლებმაც, სანამ გაერკვეოდნენ იმაში, თუ რას ნიშნავს ლოცვა, გარეგან ფორმალურობაში გამყარება მოასწრეს, გულცივები გახდნენ და სავალდებულო ლოცვების ხანგრძლივი აღსრულება მხოლოდ გარეგან ჩვევად ექცათ. მათ კიდევ რჩებათ ერთი თავშესაფარი - უფლისადმი გონებრივი ლოცვის მხატვრული აღსრულება. და მართლაც, მათთვის ხომ არა მოგონილი ეს მხატვრული მოქმედება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, გონებით იესოს ლოცვის გულთან ხელონური შერწყმა. სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე

მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე და სიმდაბლე, სიკეთე და სიდუხჭირე, ნათელმოსილება და სიბნელე, ნაძრახობა და ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნეობაზე. თუ ქალი და კაცი განმსჭვალული ვიქნებით ცხოვრებაში ქრისტეს სიყვარულით და მისი მოძღვრების შეგნებით, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება გაღვივებული იქნება სახარების შინაარსით, ჩვენი მოქალაქეობაც, ჩვენი ცხოვრებაც გაშუქებული იქნება ერთი-მეორის სიყვარულით, ურთიერთისადმი ლმობიერებით, მაღალი ზნეობით, შეგნება-განათლებით, შრომა-გამრჯელობით; ჩვენს ცხოვრებაში გახშირდებიან წმინდა ევსტათის მსგავსი სულიერი გმირები, მტკიცე აზრის კაცები და ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი უსამართლობა, ვერავითარი დევნა და შევიწროება ვერაფერს გვავნებს ვერც სულიერად და ვერც ხორციელად. მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი

სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება თავაწყვეტილი მიექანება ძირს, უფსკრულისაკენ. იმედი იქონიეთ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და თქვენი მძლავრი მანქანის საჭე ღვთისკენ მიმავალ გზაზე მიატრიალეთ, შეუდექით აღმართს და მალე გაასწრებთ იმ მანქანას, რომელიც დიდი ხანია ამ გზაზე ნელა მიიწევს. გული არ უნდა გავიტეხოთ, როცა სულიერ მოღვაწეობას ვეწევით, მაგრამ ვერ ვხედავთ წარმატებას და გვეჩვენება, რომ ჩვენი შრომა ამაო და ნულის ტოლია. მაგრამ ყველა ადამიანის შრომა ნულის ტოლია, ზოგის მეტია, ზოგის - ნაკლები. ქრისტე ხედავს ჩვენს პატარა მონდომებასაც კი და დასაწყისისთვის ნულს ერთ ერთეულს უმატებს და ასე ეძლევა ფასი ჩვენს ნულოვან შრომას და ჩვენც ვხედავთ ოდნავ წინგადადგმულ ნაბიჯს. ამიტომ გული არ უნდა გავიტეხოთ, უფლის იმედით ვიყოთ. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის

უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული

მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან.
მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭეშმარიტება მათთვის მოულოდნელად გაცხადდა და მთელი მათი არსება მოიცვა. მოციქულებს სულიერი კვლევა-ძიება არ განუზრახავთ, ფსიქოლოგიაში განსწავლულნი არ იყვნენ და მათი საქმიანობა მხოლოდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა. ძე ღვთისა ამ დროს გამოეცხადა მათ და ფრთხილად, თანდათან, მოღვაწეობის ახალ სფეროს, ღვთისმსახურებას აზიარა.
მოციქულებმა მაცხოვარი უმალ არ ირწმუნეს, ისინი არ ჩქარობდნენ, გაოცებით, შიშით, მერყეობით, სიფრთხილით მიდიოდნენ მისკენ და მის მცნებებს ითვისებდნენ. მათთვის აუცილებელი იყო, უფალი არაერთგზის ეხილათ, თვალი შეევლოთ მისთის და საკუთარი ხელით შეხებოდნენ. მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც

აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; თუ ამას შესაფერის ყურადღებას არ მივაქცევთ, მცირედი ხნის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით სულისა და სხეულის მოძრაობის ჩვეულებრივ წრებრუნვას. ცოდვილის მოქცევა აღფრთოვანებით არ მთავრდება, მხოლოდ იწყება, ამის შემდგომ მას დიდი შრომა მოელის და ეს შრომა საკმაოდ მძიმეა. ყველაფერი, რაც აქ იგულისხმება, თავისუფლების ორ შემობრუნებაში აღესრულება: თავიდან ის მიიმართება საკუთარი თავისკენ, ხოლო შემდეგ საკუთარი თავიდან ღვთისაკენ. პირველ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავზე დაკარგულ ძალაუფლებას იბრუნებს, ხოლო მეორეში საკუთარ თავს ღმერთს მიართმევს თავისუფლებბის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად. პირველ შემთხვევაში ის მიდის გადაწყვეტილებამდე, ცოდვას განეშოროს, მეორეში ღმერთს უახლოვდება და დებს აღთქმას, მთელი ცხოვრება და თავი მხოლოდ მას, ერთადერთს უძღვნას. აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ

ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები – აი, რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუნება უნებლივად ერიდება მწუხარებასა, და ეძიებს ბედნიერებას. ღმერთსაც წვალებისათვის კი არ შეუქმნა კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. მაგრამ კაცთა ახირებული წარმოდგენა აქვსთ ბედნიერებაზე. მზგავსად ძველთა კერპთმსახურთა, ჩენ დროშიაც უმეტესი ნაწილი ხალხისა წარმოიდგენს თავის ბედს რაღაცა კაცის სახედ, რომელიც დადის კაცთა შორის თვალახვეული, და ვისაც შემთხვევით მიადგება, მას მიანიჭებს ყოველივე ბედნიერებას. არა, ძმანო ქრისტიანენო, ჭეშმარიტი ბედნიერება არ მიენიჭება კაცსა შემთხვევით, უმიზეზოდ, ის თითქმის ყოველთვის, შედეგია მრავალთა შრომათა და მოღვაწეობათა. ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3