სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
718. როდესაც ვლოცულობ ან ფსალმუნთა გალობაში ვვარჯიშობ და გულის უგრძნობელობის გამო წარმოთქმული სიტყვების ძალას ვერ ვგრძნობ, მაშინ რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ლოცვას?
719. როდესაც მამებთან ან ერისკაცებთან ერთად ტაძართან ახლოს ვზივარ და სამწმინდაოს გავიგონებ, ავდგე და შევახსენო ჩემს გვერდით მსხდომებს თუ არა?
721. როდესაც მამებთან მივალ და დარჩენას მაიძულებენ, მე კი აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი, როგორ მოვიქცე?
722. როდესაც მამებთან ერთად სადილობა მომიწევს და რომელიმე მათგანი წინამდებარე საჭმელს აკურთხებს, ჭამა რომ დავიწყო, უნდა ვუთხრა მას: „მაკურთხე“ და დაველოდო, სანამ ის ხელახლა მაკურთხებს ჭამისათვის, თუ პირველ კურთხევას დავჯერდე? ზოგჯერ, როდესაც ამას ვთხოვ, მისი გონება სხვა რამით არის დაკავებული და აყოვნებს პასუხის გაცემას, მე კი ყოველთვის ვწუხვარ ამაზე. ასევე, სანამ საკვებს შევეხები, ჯვარი უნდა გადავსახო მას თუ არა? იხილეთ სრულად
727. როდესაც მამები რომელიმე საქმის განსჯას მომანდობენ, მე კი მაინცდამაინც ვერ ვენდობი საკუთარ თავს, როგორ მოვიქცე: უარი ვუთხრა, თუ დავთანხმდე მათ წინადადებას? ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, თუ ჯერ მცოდნეებს ვკითხო და შემდეგ წარმოვთქვა ჩემი აზრი? იხილეთ სრულად
729. როდესაც რომელიმე ბერი, ან საპატიო პიროვნება, ვის გვერდითაც ვარ, კითხვისას სიტყვებს არასწორად წარმოთქვამს, ან მახვილის ხმარებაში შეცდომებს უშვებს, ხოლო მე ეს მასზე კარგად ვიცი, ვუთხრა თუ არა?
730. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს კითხა: თუ მონაზონი რაღაც საქმეში დახმარებას მთხოვს, მე კი მეჩვენება, რომ ეს საქმე ღვთისნიერი არაა, როგორ მოვიქცე?
731. როდესაც ვხედავ, რომ მონაზონს ვიღაც შეუფერებლად ექცევა, მე ვღშფოთდები მასზე. კარგად ვიქცევი თუ არა?
732. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ერთ ადამიანს საქმის თაობაზე ვედავები. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? შეუპოვრად მოვითხოვო სამართალი, თუ მოვეშვა შეუპოვრობას და დავაც შევწყვიტო?