ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა. ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და

მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით, შრომა მცნებების დაცვისთვის, სულის განწმენდისთვის, მარხვა, მღვიძარება, მეტანიები და ა. შ. საქმე გონიერი ჭვრეტის აუცილებელი წინაპირობაა">საქმით, ჭვრეტით, მღვიძარებისა და ლოცვის ზნეობრივი და სულიერი ფილოსოფიით ადამიანის გონება იწმინდება, ნათლდება და სრულყოფილი ხდება, ამის შედეგად კი ღვთისმეტყველების ნიჭს იძენს. საუბარია არა გნოსეოლოგიურ ღვთისმეტყველებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ღვთისმეტყველები ფლობენ, არამედ იმ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც წარმოიქმნება და ამოხეთქავს ღვთაებრივი წყაროდან, საიდანაც ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღვთისმეტყველების მდინარეები უწყვეტად მოედინება. მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ

თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ღმერთი ნუგეშსა და მადლს არ გვიბოძებს. თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ღმერთი

ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მაშინვე თავმოწონების გულისსიტყვებს ხედავს! და ფიქრობს: „ახლა, აი, ახლახან საკუთარი სისხლით ვამოწმებდი, რომ არარაობა ვარ და თავმოწონების გულისსიტყვამ როგორ შემომიტია?"
ამგვარად, ცხადია, რომ სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლოს ადამიანს. მიუხედავად საკუთარი არარაობის შემეცნებისთვის გაწეული შრომისა, ისევ უფალმა უნდა მოგვცეს ამ არარაობის განცდა.
რადგან ასეა საქმე, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? აღარც სიკეთე აკეთოს, აღარაფერს ეცადოს, არამედ ღვთისგან მოელოდეს სიმდაბლესა და მადლს? არა. ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარად მხოლოდ შრომა დარჩება. ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის

ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, < =_0> დაუღალავი

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან. მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას.

image
image თემა: ბუნება,  შრომა,  აღზრდა
ავტორი: ილია II

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს

იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და ეკლიანია არა თავისი ბუნებით, არამედ ჩვენი ვნებების გამო. და რადგან გვსურს გულიდან ეკლიანი ფესვების – ვნებების ამოძირკვა და იქ სასარგებლო მცენარეების დარგვა, ბევრი შრომა მოგველის, ხელები დაგვისისხლიანდება და ოფლშიც გავიწურებით; ამდენი ფესვის, ანუ ვნების ნახვისას დროდადრო სასოწარკვეთასაც მივეცემით, მაგრამ სასოება ქრისტეზე, ჩვენი სულების მკურნალზე უნდა დავამყაროთ და გულის ნიადაგი ყოველდღიურად დავამუშაოთ, გავწმინდოთ. მოთმინება, გლოვა, სიმდაბლე, მორჩილება, ნების მოკვეთა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის დამუშავებას. ძალღონე არ დავიშუროთ და ღმერთი, რომელიც ჩვენს შრომას ხედავს, მოვა, აკურთხებს მას და წარმატებას მივაღწევთ. იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და

ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა სულიერ საკითხებსა და ჭვრეტაში. ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა.

რაც უფრო იტანჯება კაცი სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი გასაჭირით, თანაც ამას შეგნებულად ითმენს და ღმერთს მადლობს, უფალი უთუოდ ვალდებული ხდება ღვთიური ნუგეში მოუვლინოს და სული გაუხალისოს. მაგრამ თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ღმერთი ნუგეშსა და მადლს არ გვიბოძებს. რაც უფრო იტანჯება კაცი სხვადასხვა ფიზიკური თუ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3