სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება თავაწყვეტილი მიექანება ძირს, უფსკრულისაკენ. იმედი იქონიეთ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და თქვენი მძლავრი მანქანის საჭე ღვთისკენ მიმავალ გ...
იხილეთ სრულად
სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება თავაწყვეტილი მიექანება ძირს, უფსკრულისაკენ. იმედი იქონიეთ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და თქვენი მძლავრი მანქანის საჭე ღვთისკენ მიმავალ გზაზე მიატრიალეთ, შეუდექით აღმართს და მალე გაასწრებთ იმ მანქანას, რომელიც დიდი ხანია ამ გზაზე ნელა მიიწევს. გული არ უნდა გავიტეხოთ, როცა სულიერ მოღვაწეობას ვეწევით, მაგრამ ვერ ვხედავთ წარმატებას და გვეჩვენება, რომ ჩვენი შ...
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ...
იხილეთ სრულად
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ მოკვდება და ისევ ღმერთს მიაშურებს, და იქაც გააგრძელებს მის ქება-დიდებას.
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრ...
იხილეთ სრულად
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრი. თუ ღმერთი სწამს, ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, არსებობს სამოთხე, თუ არა. ის იმიტომ მოღვაწეობს, რომ სწამს ღმერთი და უყვარს იგი. ღვთისმოსაობის გარეშე ადამიანი იწყებს ფიქრს: "რატომ უნდა ვიმოღვაწეო? ისიც საკითხავია, არსებობს...
რწმენა ლოცვით ძლიერდება. ადამიანს, რომელმაც ბავშვობიდანვე არ შეიქმნა რწმენა საკუთარ თავში, მაგრამ მისდამი განწყობილია, შეუძლია შეიქმნას იგი ლოცვით, თუ შესთხოვს ქრისტეს - რწმენა გაუმრავლოს. შევთხოვოთ ქრისტეს შეგვმატოს რწმენა და გაგ...
იხილეთ სრულად
რწმენა ლოცვით ძლიერდება. ადამიანს, რომელმაც ბავშვობიდანვე არ შეიქმნა რწმენა საკუთარ თავში, მაგრამ მისდამი განწყობილია, შეუძლია შეიქმნას იგი ლოცვით, თუ შესთხოვს ქრისტეს - რწმენა გაუმრავლოს. შევთხოვოთ ქრისტეს შეგვმატოს რწმენა და გაგვიმრავლოს. რა სთხოვეს მოციქულებმა ქრისტეს? - "შეგვძინე რწმენა". თუკი შენ ამბობ "შემმატე", ეს ნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავს ღმერთს მიანდობ. ტუკი ადამიანი ღმერთს თავს არ მიანდობს, მაშ რას შეჰმატებს ის ამ ადამიანს? ჩვენ ღმე...
თუ დიდი რწმენა გვექნება, მრავალი რამის შეცვლა შეგვეძლება და რომც ავაშენოთ სახლი მთის მდინარის კალაპოტის შუაგულში და მის თავზე მძლავრი დინება მივუშვათ, ეს დინებაც კი შეიცვლის მიმართულებას, თუ ადამიანს დიდი რწმენა ექნება და მხურვალე...
იხილეთ სრულად
თუ დიდი რწმენა გვექნება, მრავალი რამის შეცვლა შეგვეძლება და რომც ავაშენოთ სახლი მთის მდინარის კალაპოტის შუაგულში და მის თავზე მძლავრი დინება მივუშვათ, ეს დინებაც კი შეიცვლის მიმართულებას, თუ ადამიანს დიდი რწმენა ექნება და მხურვალედ შესთხოვს უფალს. თუმცაღა, მას ისეთი რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ როცა რაიმე სასწაულის შესახებ შეიტყობს, მაგალითად, რომ ზღვა დაშრა, მას ტრაქტორებით ხნავენ, თევზები კი სატვირთო მანქანებით გადააქვთ, დაიჯერებს. ხოლო იმის სანახა...
თავიდან არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ადამიანს არ შეუძლია, შეიყვაროს ის, რისიც არა სწამს. ამიტომაც იმისათვის, რომ შევიყვაროთ უფალი, უნდა ვიწამოთ იგი. არსებული რწმენის შესაბამისად იქ...
იხილეთ სრულად
თავიდან არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ადამიანს არ შეუძლია, შეიყვაროს ის, რისიც არა სწამს. ამიტომაც იმისათვის, რომ შევიყვაროთ უფალი, უნდა ვიწამოთ იგი. არსებული რწმენის შესაბამისად იქნება იმედი, სიყვარული და მსხვერპლი უფლისა და მოყვასისათვის. ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის - ჩვენი თანამოძმე - ადამიანისადმი. საბრალო პირუტყვებიც კი აღივსებიან ჩვენი სიყვარულის სიუ...
ადრე ადამიანები ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გამოსახავდნენ ხოლმე, ხოლო მნიშვნელოვანი საქმეების წინ დიდხანს ლოცულობდნენ. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი არამცთუ არ ლოცულობს მნიშვნელოვანი საქმეების წინ, არამედ არც ფ...
იხილეთ სრულად
ადრე ადამიანები ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გამოსახავდნენ ხოლმე, ხოლო მნიშვნელოვანი საქმეების წინ დიდხანს ლოცულობდნენ. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი არამცთუ არ ლოცულობს მნიშვნელოვანი საქმეების წინ, არამედ არც ფიქრობს მათზე და ჩვენი უგუნური საქციელის გამო სხვები აგებენ პასუხს.
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმ...
იხილეთ სრულად
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმის მსვლელობის წარმართვა, თავად კი კეთილზნეობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ადამიანი დაიტანჯება, თუკი არ მიენდობა ღმერთს იმ ზომამდე, რომ სრულებით მისცეს თავი მის ხელთ. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიდან ადამიანური ნუგეშისკენ ...