თითოეული მშობლის მოვალეობაა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკიდან გარდატეხის ასაკად წოდებულ პერიოდამდე და მერეც თავაზიანი და თავშეკავებული ფორმებით შეასწავლოს შვილს ცხოვრების კულტურა. იშვიათად უნდა მიმართოს ე.წ. დასჯის მეთოდს. დიდებულად...
იხილეთ სრულად
თითოეული მშობლის მოვალეობაა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკიდან გარდატეხის ასაკად წოდებულ პერიოდამდე და მერეც თავაზიანი და თავშეკავებული ფორმებით შეასწავლოს შვილს ცხოვრების კულტურა. იშვიათად უნდა მიმართოს ე.წ. დასჯის მეთოდს. დიდებულად შენიშნავს წმ. ამბროსი მედიოლანელი: "სიმკაცრესთან ყოველთვის შეერთებული უნდა იყოს შემწყნარებლობა და ალერსიანობა".
მართებულობა მდგომარეობს ზომიერებაში. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს მოციქული პავლეს სიტყვები, როდესაც იგი მიმართავს შვილსა და მშობელს: "დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი ეცი შენს ...
იხილეთ სრულად
მართებულობა მდგომარეობს ზომიერებაში. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს მოციქული პავლეს სიტყვები, როდესაც იგი მიმართავს შვილსა და მშობელს: "დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი ეცი შენს მამას და დედას - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით" (ეფეს.6,1-4).
ცხადია...
ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისათვის, ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდობა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმა...
იხილეთ სრულად
ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისათვის, ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდობა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმაში მდგომარეობს, რომ ხალისით ვიქმოდეთ ყოველივე იმას, რაც ღმერთს ნებავს და სათნოეყოფა.
უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი,...
იხილეთ სრულად
უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი, საკუთარი უბედურება, სიგლახაკე და უბადრუკება, – არასოდეს იამაყებდა. მაგრამ იმითაა კაცი უფრო მეტად უბადრუკი, რომ ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს თავის უბედურებასა და უბადრუკებას. ისევე როგორც ხე ნაყოფთაგან, ამპარტავნება საქმეთ...
თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას – სახელს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.
ეშმაკი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ როგორმე გზას აგვაცდნოს, თუ ცუდ საქციელს ვერ ჩაგვადენინებს, მაშინ თვალთმაქცობით ცდილობს რაღაც მოგვიხერხოს და სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს. ნუ მივიღებთ ამ სასოწარკვეთას, რა ფორმითაც არ უნდა შემოგვთავა...
იხილეთ სრულად
ეშმაკი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ როგორმე გზას აგვაცდნოს, თუ ცუდ საქციელს ვერ ჩაგვადენინებს, მაშინ თვალთმაქცობით ცდილობს რაღაც მოგვიხერხოს და სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს. ნუ მივიღებთ ამ სასოწარკვეთას, რა ფორმითაც არ უნდა შემოგვთავაზოს. იმ ბოროტ აზრებს, რასაც მაცდური გვთავაზობს, თითოეულმა ასე უპასუხა: „წამებაში ყოფნა მირჩევნია, სატანავ, შენთან ყოფნას, არ მეშინია იმიტომ, რომ შემიძლია მოვინანიო, უფალი კი – სიყვარულია“.