ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
მოშურნეობით ასეთნაირად აღვსილი, ის შინაგანისაკენ მიემართება და როგორ ფიქრობთ, რას ნახავს იქ? პოულობს აზრების უწყვეტ ხეტიალს, განუწყვეტელ ვნებიან მიდრეკილებებს, გულის უგრძნობელობას და სიცივეს, მორჩილებისადმი წინააღმდეგობას და უმოქმედობას, სურვილს, აკეთოს ყველეფრი თავისებურად; ერთი სიტყვით, საკუთარ თავში ყველაფერს ძველებურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოაჩენს. ისევ თავიდან აღინთება მოშურნეობით, ის ახლა უკვე შრომას თავისი შინაგანი ცხოვრებისაკენ, გულის განწყობებისა და აზრებისაკენ მიმართავს. ხვდება, რომ საჭიროა შინაგანისადმი, გულის მოძრაობისადმი ყურადღება, რომ არ შეეპაროს გულს რაიმე უკეთურება, საჭიროა ღვთის ხსოვნა და ა.შ. იწყება შრომა და ძალისხმევა ამ მიმართულებით, მაგრამ როგორც მოძრავ ჰაერს ვერ შეაკავებ, ასევე ვერ შეაკავებ აზრებს. უკეთურ გრძნობებს, როგორც გახრწნილი გვამის მყრალ სუნს გვერდს ვერ აუვლი და ვერც ღვთის ხსოვნისაკენ მიმართავ გონებას. რა უნდა იღონო? ამბობენ: ითმინე და იშრომე. თითქოს ითმენ და შრომობ, მაგრამ შიგნით ყველაფერი ისევე რჩება. ბოლოს და ბოლოს შეხვდები ვინმეს, ვინც აგისხნის, რომ შენში ადგილი აქვს ძალების დაქსაქსვას და ამიტომ არაა იქ ყველაფერი მწყობრში. გონება თავისი სვლით მიდის, გული - თავისით. საჭიროა მათი ერთობა, მაშინ აზრების ხეტიალი შეწყდება და შენ მოგეცემა სულის ხომალდის სამართავი საჭე, რომლის მეშვეობითაც დაიწყება მთელი შენი შინაგანი სულიერი სამყაროს ამოძრავება. როგორ მოხდება ეს? ისწავლე გონებით გულში ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" და როცა მიეჩვევი ამ ლოცვას, ან უფრო სწორად, როცა ის გულს შეერწყმება, თავად მიგიყვანს სასურველ შედეგამდე. ის შეაერთებს შენს გონებას და გულს, აღკვეთს აზრების ხეტიალს და მოგანიჭებს ძალას სულიერი ქმედების სამართავად.
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
ღირსი ვიტალი
ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ბერი ვიტალი ჩავიდა. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც კი ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.
ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისგან მათ განკურნებას ევედრებოდა. ის დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან (რაც სპილენძის თორმეტ მონეტას წარმოადგენდა) მხოლოდ ერთს ხალჯავდა საკვებში; შემდეგ სამეძაო სახლში მიდიოდა, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა:
-ღვთის გულისთვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმიდად შეინახე და ნურავის გაიკარებ!
მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისთვს ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ სინანულისკენ მოუწოდებდა, უყვებოდა, თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა; ზოგიერთმაც თავი დაანება ამ ცოდვილ ცხოვრებას და პატიოსანი ცხოვრებით დაიწყო ლუკმა პურის შოვნა
როგორ აღაგზნებდნენ ლოცვის სულს და მკვიდრდებოდნენ ლოცვაში ჩვენი ღვაწლმოსილი მამბი და დამრიგებლები? უმთავრესი, რასაც ისინი ეძიებდნენ, იმაში მდგომარეობდა, რომ გული მუდმივად მხურვალე ჰქონდათ უფლის, ერთადერთის მიმართ. ღმერთი გულს ეძიებს, რადგან მასშია სიცოცხლე. სადაც გულია, იქაა ცნობიერება, ყურადღება და გონება, იქაა მთელი სული. როცა გული ღმერთშია, მაშინ სულიც მთლიანად ღმერთშია და ადამიანი მუდმივად თაყვანს სცემს ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით.
ეს ზოგიერთს სწრაფად და იოლად ეძლევა. როგორი წყალობაა ღვთისა! როგორ ღრმად შეძრა ისინი ღვთის შიშმა, რამდენად სწრაფად გაიღვიძა მათში სრული ძალით სინდისმა, როგორის სისწრაფით აღიძრა მატში მოშურნეობა, რომ ღვთის წინაშე წმიდად და შეუგინებლად შეინახეს თავი, რამნდენად სწრაფად აძლიერებდა მათში ღვთის სათნომყოფელი შრომა ამ კოცონს და მძლავრ ცეცხლად აქცევდა მას! ესენი სერაფიმთა მსგავსი სულები არიან, ცეცხლოვანნი, მსწრაფლმნოძრავნი, მრავლისმოქმედნი. ხოლო სხვებისთვის ყველაფერი მდორედ მიედინება. შესაძლოა, ეს მატი ბუნებრივი წყობაა ასეტი ან ღვთის რაიმე განზრახვის გამო ხდება, თუმცა ერთი რამ ცხადია, მათი გული მალე არ თბება. და ისე ჩანს, თითქოს მათ კეთილმსახურების ყველა საქმე უკვე გათავისებული აქვთ და მართალი ცხოვრებით ცხოვრობენ; მაგრამ არა - მათი გული მაინც არაა ისე მიმართული, როგორც უნდა იყოს. ასე არამარტო ერის ადამიანებს, არამედ მონატრის მკვიდრებსაც და თვით განდეგილებსაც ემართებათ.
ფხიზელმა მოღვაწეებმა ღვთის შთაგონებით შეიმუშავეს განსაკუთრებული საშუალება ულისადმი უწყვეტი ლოცვის გულთან შესარწმელად და მის განსახურვებლად. ჩვენ ეს არაერთგზის ვახსენეტ. ეს მეთოდი გამოცდილია, წარმატება მოაქვს და საქვეყნოდა მიღებული, ამიტომ მისი ჯეროვნად აღმსრულებელი წარმატებას მიაღწევს.
ვერ ღირს არიან ვნებანი ამის ჟამისანი მერმისა მის დიდებისა
ჩემო კურთხეულო შვილო, ვერავითარი შრომა, ჯაფა და განსაცდელი იქაურ ნეტარ ცხოვრებას ვერ შეედრება. ათასი სიცოცხლე რომ გვქონოდა და ყველა მსხვერპლად გაგვეღო, მნიშვნელოვანს მაინც ვერაფერს გავაკეთებდით მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელშიც მეუფე ქრისტეს ჩვენი დამკვიდრება თავისი პატიოსანი და მაცოცხლებელი სისხლის მეშვეობით სურს! პავლე მოციქული ამბობს: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“.
თემა: ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, შრომა, განსაცდელებიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
გულითადი ლოცვისათვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა. თუ მოეჭიდე ტვირთსაო, ნუღარ ჩივიხარ ჭირსაო, "არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარეუკინ" (ლუკ. 9,62). და თუ მაინც მოეშვი ლოცვისას, მოუძლურდი და არ ილოცე გულით, ვერ დაიძინებ (თუ ღამისთევის ლოცვისას მოხდა ეს), სანამ ტირილით არ გამოისყიდი შენს ცოდვას ღვთის წინაშე. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ სრულყოფილებს ემართებათ. დააკვირდი და საკუთარ გვამს ღმერთზე მაღლა ნუ დააყენებ, ღვთისათვის უგულებელყავ სხეულის მოსვენებაც. როცა ლოცვის წესის აღსრულებას შეუდგები (მოკლე იქნება ეს წესი, თუ გრძელი), სრული კეთილსინდისიერებით აღასრულე და ისე ნუ იზამ ლოცვისას, რომ შენი გულის ერთი ნაწილი ღმერთს და მეორე კი - გვამს ემსახუროს. ღვთისმოშურნეობას არ ეამება შენი თვალთმაქცობა და თვითსიბრალული. ეშმაკის ნებას გადაგვცემს ღმერთი და ბოროტი წამითაც აღარ მოასვენებს გულს, რადგან ჩვენ უგულებელვყავით ღმერთი, ჭეშმარიტი მშვიდობა გულისა და ეს ყოველთვის ასე იქნება, ისევ ჩვენდა სასიკეთოდ, რომ როგორმე შეიჩვიოს ღმერთმა გული თავის სიახლოვეს და დაგვანახოს მნიშვნელოვანი: არაგულწრფელი ლოცვით ადამიანი შორდება ღმერთს, საკუთარ თავს უმხედრდება, მაშინ, როცა გულწრფელი ლოცვა აახლოებს კაცის გულს ღმერთთან და იგი საუკუნოს მისი ხდება. ასე რომ, ირწმუნე ეს სიტყვა: ნუ იჩქარებ და ნუ მიაფუჩეჩებ ლოცვას სხეულის საამებლად, თორემ დაკარგავ სიმშვიდეს სულისას და გვამისასაც. ოჰ! რა შრომისა და ცრემლის ფასად მიიღწევა გულის მიახლოება ღმერთთან და ნუთუ ჩვენი უგერგილო ლოცვა უნდა გახდეს ღმერთთან დაშორების მიზეზი? განა არ მოგვკითხავს ღმერთი ამას? მას ჩვენც ვებრალებით და ჩვენი ჯაფაც. ამიტომაცაა, მთელი გულით სურს, მიგვაბრუნოს თავისკენ, უნდა, რომ მუდმივად მას ვეკუთვნოდეთ
ლოცვისას როდის გაძლევს მადლს ღმერთი?
აბბა ისააკ ასური ამბობს: „ღმერთი მადლს მაშინ კი არ გიბოძებს, როცა შენ ლოცვის ყველა საშუალებისა და ხერხის გამოყენებით მის მისაღებად ემზადები, არამედ როდესაც თავად ისურვებს. ისე ხდება, რომ როცა მოუმზადებელი ხარ, მაშინ გაძლევს მადლს და როცა მომზადებული ხარ, არ გაქვს ლოცვა, ვერ პოულობ მას“.
ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა. ხშირად მე მდაბალიც ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ ღამე ლოცვა მქონოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ვახერხებდი. თავის დროზე ვდგებოდი, ღამის სიმყუდროვეში, როგორი წესიც გვქონდა, ყურადღებით ვიყავი, სიჩუმეს ვიცავდი. ლოცვის ძიებაში საათობით ვიბრძოდი, მაგრამ ლოცვას ვერ ვპოულობდი.
ამ ხანგრძლივი ყურადღებიანი ლოცვის შემდეგ სხვა რამის კეთებას ვიწყებდი, სხვა სამუშაოს ვასრულებდი და ღვთის უდიდეს მადლს ვპოულობდი. ვფიქრობდი: „ამდენი შრომა, მცდელობა, ყურადღება უშედეგო აღმოჩნდა და უცებ ასეთი მადლი?“ ღმერთს სურდა გამეგო, რომ ჩემი მცდელობა კი არ მიმეტოვებინა, არამედ არ მერწმუნა, რომ მისი მეშვეობით ვიპოვიდი ლოცვას.
როგორ მოვემზადოთ ლოცვისთვის?
თავის დროზე უნდა განვმარტოვდეთ სენაკში და ვეცადოთ ჩვენი ფიქრები ლოცვას უკავშირდებოდეს. მაგალითად, ვიფიქროთ ჩვენს ცოდვებზე, რომ დრო გადის და არაფერს ვაკეთებთ; ვიფიქროთ მოსალოდნელ სიკვდილზე, სამსჯავროზე და ა. შ.
ასეთი უბრალო და ხანმოკლე ფიქრი მაშინვე ლოცვისთვის განგვაწყობს. გონება გულში ჩაგვყავს, ზომიერად, იშვიათად ვსუნთქავთ და თან ლოცვას ვამბობთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. თუ ხანდახან დაღლას ვგრძნობთ ან ძილი გვერევა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს გვარგებს, არ უნდა დავუთმოთ; შეუმჩნევლად ჩვენში რაღაც კარგი ხდება. მომდევნო ჯერზე, როცა ლოცვას დავიწყებთ, თავს უკეთესად ვიგრძნობთ, შემდეგში – უფრო უკეთესად. ასე ნელ-ნელა ლოცვაში რაღაცას ვიპოვით, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტს აღმოვაჩენთ. ცხადია, ეშმაკი ამ მცდელობის გამო უსათუოდ თავს დაგვესხმება, გონებას გაგვიფანტავს და სხვადასხვა წარმოდგენას მოგვიტანს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველაფერს წინ აღვუდგეთ და ლოცვაზე გავამახვილოთ ყურადღება.
ეს მცირე შრომა არ არის. თუმცა ერთი შეხედვით ადვილი ჩანს: თავი დახარო, გონება მოიკრიბო და ლოცვას ადევნო თვალყური. მაგრამ თავისი არსით ძნელია, რადგან ბოროტს არ სურს, რომ ვლოცულობდეთ.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, საშინელი სამსჯავროავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
„თუ უფალი ინებებს, მოსავალს ავიღებ“
მიწათმოქმედი სანამ დათესავს, მიწას კარგად ამუშავებს. ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ გუთანი ღრმად ჩავიდეს ნიადაგში, მიწა ამოაბრუნოს, ქვედა ფენა ზემოთ მოაქციოს და შემდეგ თესავს. მერე წვიმასა და კარგ ამინდს ელის. თუ წვიმა, შესაფერისი კლიმატი და მზიანი ამინდი ერთმანეთს ენაცვლება, მაშინ თესლი გაღვივდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს. სხვაგვარად კი არაფერი გამოვა. თესლი რომც ამოვიდეს, მოსავალი იმდენად მცირე იქნება, რომ გლეხმა რაც დათესა, იმასაც ვერ აინაზღაურებს. გლეხსაც ღვთის იმედი აქვს და ამბობს: „თუ უფალი ინებებს, მოსავალს ავიღებ“. გვალვაში საწყალი მიწათმოქმედი ლოცულობს და ყანას აკურთხებინებს, რადგან სწამს, თუ ღმერთი ინებებს და წვიმასა და მზეს გამოუგზავნის, მისი შრომა ნაყოფს გამოიღებს. სხვა შემთხვევაში, მისი ძალისხმევის მიუხედავად, მოსავალს ვერ აიღებს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასე ხდება. ადამიანი, როგორც არ უნდა მოემზადოს, შრომის ნაყოფს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა უფალი ინებებს.
ამიტომ ყველა სულიერ მისწრაფებას წინ სიმდაბლე უნდა უძღოდეს.
თემა: თავმდაბლობა, შრომა, ღვაწლი, ღვთის ნებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ანგელოზთა შეწევნა
ერთხელ ღირსმა მამა ნიფონტიმ ორი ანგელოზი დაინახა, რომელთაც კაცის სული ზეცად აჰყავდათ და არ დაუშვებდნენ, რომ დემონებს ის საჰაერო საზვერეებში გამოეცედათ და ექენჯნათ. დემონები - ჰაერის მეზვერეები - დრტვინავდნენ:
-რატომ არ გვაძლევთ ამ სულს, ეგ ხომ ჩვენია?
ანგელოზებმა მიუგეს:
-რაკი ყოველთვის ცრუობთ, არ გვჯერა თქვენი! მოვუწოდოთ ამ სულის მფარველ ანგელოზს, ჩვენ მას დავუჯერებთ, რადგან ის სიცრუეს არ იტყვის!
მფარველი ანგელოზი მოივლინა და ანგელოზებმა ჰკითხეს მას:
შეინანა ამ სულმა, თუ ცოდვებში შთაფლულმა დატოვა სხეული?
მფარველმა ანგელოზმა უპასუხა:
-ჭეშმარიტად, ეს კაცი ცოდვილი იყო, მაგრამ როცა დასნეულდა, ცრემლის ღვრით აღიარა ღმერთის წინაშე თავისი ცოდვები და ზეცად ხელებაპყრობილი უფალს შეწყალებას ევედრებოდა.
მაშინ ანგელოზებმა თავისთან დაიტოვეს ის სული, დემონები კი სირცხვილეულ იქმნენ. მაგრამ ისინი არ ისვენებდნენ და კვლავ დაიწყეს ღაღადი:
-მაშ, თუკი ეს ცოდვილი კაციც შეიძლებოდა, შეწყალებული ყოფილიყო, გამოდის, რომ ყველა, მთელი მსოფლიო ცხონდება და ჩვენი შრომა ამაოა!
-დიახაც, - უთხრეს ანგელოზებმა, - ყოველნი ცოდვილნი, რომელნიც თავმდაბლად, მორჩილად და ცრემლთაღვრით აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს მოძღვრის წინაშე, უფლისგან შენდობას მიიღებენ, ხოლო რომელნიც სინანულის გარეშე ცოდვათა აღიარების გარეშე კვდებიან, იმათი მსაჯული - ღმერთია!
ამ სიტყვებით აღიყვანეს სული ზეციურ კარიბჭემდე და ცხოვნდა იგი
იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს
ლოცვა არის თესლი, რომელიც დამწყები მონაზვნის გულში ჩაითესება. თავიდან, სანამ აღმოცენდება, გაიზრდება, მოიმკება და პურს – ცხოვრების პურს მოგვცემს, ის დიდ შრომასა და ბრძოლას მოითხოვს. ეს პური თესლის ნაყოფია, ლოცვის სიტკბოება და ქრისტეს სიყვარულია, რომელსაც მონაზონი იგემებს. იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს.
თემა: ლოცვა, სიყვარული ღვთისადმი, მონაზვნობა, შრომა, მონაზონთათვის, იესოს ლოცვა, სულიერი ბრძოლაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი