ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ღმრთისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც აღრჩობს მას.
თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვა...
იხილეთ სრულად
თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება კეთილად შეერთდეს.
ჩვენი ცხოვნება არავითარ გარეგან თვისებასა და ღირსებაზე არ არის დამოკიდებული: ის კი არ არის მთავარი – წარჩინებული პირია ვინმე, თუ უჩინო, მდიდარია თუ ღარიბი, ან რაიმე უნარით დაჯილდოებულია თუ არა, არამედ ის – მორწმუნეა თუ არა, კეთილი...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვნება არავითარ გარეგან თვისებასა და ღირსებაზე არ არის დამოკიდებული: ის კი არ არის მთავარი – წარჩინებული პირია ვინმე, თუ უჩინო, მდიდარია თუ ღარიბი, ან რაიმე უნარით დაჯილდოებულია თუ არა, არამედ ის – მორწმუნეა თუ არა, კეთილისმოქმედია, სათნო, სულიერი საზრდოობისათვის მზრუნველი, უყვარს თუ არა ღმერთი.
ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმერთის კეთილ ნებაზე, ძე ღმერთის დამსახურებასა და სული წმიდის მადლზე. ამიტომაა, მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის, ძისა და სული წმიდის განდიდებით რომ მთავრდება.
ჩვენი ცხონება ნათლისღებისას იწყება, როცა ცოდვათა მიტევება მოგვემადლება, რასაც უნდა მოჰყვეს კაცის ახალი, სულიწმიდის მიერ განახლებული ცხოვრება, იგი უნდა გახდეს ნაწილი ქრისტეს სხეულისა – ეკლესიისა. გულის გაწმედა ვნებებისაგან უნდა იყო...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონება ნათლისღებისას იწყება, როცა ცოდვათა მიტევება მოგვემადლება, რასაც უნდა მოჰყვეს კაცის ახალი, სულიწმიდის მიერ განახლებული ცხოვრება, იგი უნდა გახდეს ნაწილი ქრისტეს სხეულისა – ეკლესიისა. გულის გაწმედა ვნებებისაგან უნდა იყოს აზრი ამ ცხოვრებისა, რომ შევძლოთ, სული წმიდის ძალით, ხილვა ღმრთისა (მათე 5, 8).
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა „არაარსიდან“ შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა „არაარსიდან“ შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის „არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა“. (1 თეს. 5,9). ჩვენი ცხონებისათვის უფალმა მოგვცა კანონი და მცნებები და გამ...
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თ...
იხილეთ სრულად
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნული შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმატესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობელის მიმართ უხვად იღებს სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმატესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობელის მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პ...
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ი...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავვალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ...