საღმრთო მადლი ძველი აღთქმის მამებზეც იღვრებოდა, მაგრამ აქ, ახალ აღთქმაში იგი ყოვლადუხვია. იქ ეზიარებოდნენ სულიწმიდას, აქ კი ყოვლად სრულყოფილად მონათლულნი და კურთხეულნი მისით.
სულიწმიდის მადლი ყველა ადამიანს ამსგავსებს უფალს იესო ქრისტეს ჯერ კიდევ დედამიწაზე. ვინც სულიწმიდაშია, იგი ემსგავსება უფალს, მაგრამ ვინც არ ინანიებს და არ სწამს, იგი ჰგავს მტერს. უფალმა ღირსი გაგვხადა, რომ ვმსგავსებოდით მას, ის ხო...
იხილეთ სრულად
სულიწმიდის მადლი ყველა ადამიანს ამსგავსებს უფალს იესო ქრისტეს ჯერ კიდევ დედამიწაზე. ვინც სულიწმიდაშია, იგი ემსგავსება უფალს, მაგრამ ვინც არ ინანიებს და არ სწამს, იგი ჰგავს მტერს. უფალმა ღირსი გაგვხადა, რომ ვმსგავსებოდით მას, ის ხომ ისეთი მორჩილი და თვინიერია, რომ შენ რომ დაინახო იგი, სიხარულისაგან იტყოდი: „უფალო, მე ვდნები შენი წყალობისაგან“, მაგრამ ამ წუთში, ე.ი. უფლის დანახვისას შენ ვერ შეძლებ ვერც ერთი სიტყვის თქმას ღმერთზე, რამეთუ შენი სული ც...
საიდუმლო - ხშირად ახსენებს ამ სიტყვას წმიდა ეკლესია და ხშირად არის ხოლმე, ეს სიტყვა ახლადმოქცეულ ადამიანს განსაკუთრებულ გრძნობებს აღუძრავს. საიდუმლო არის ის, რომელიც შენ ჯერ არ იცი და მომავალში უნდა გაიგო. წმიდა საიდუმლო - როცა ეკ...
იხილეთ სრულად
საიდუმლო - ხშირად ახსენებს ამ სიტყვას წმიდა ეკლესია და ხშირად არის ხოლმე, ეს სიტყვა ახლადმოქცეულ ადამიანს განსაკუთრებულ გრძნობებს აღუძრავს. საიდუმლო არის ის, რომელიც შენ ჯერ არ იცი და მომავალში უნდა გაიგო. წმიდა საიდუმლო - როცა ეკლესია ამ სიტყვას ახსენებს, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი იგულისხმება: ეკლესიაში არის მთელი რიგი მოვლენები და საკითხები, რომლებსაც გონებით, ლოგიკით ვერ ჩასწვდები, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და მადლთან თანამონაწი...
არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.
ვინც იცის და ვისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია, რომ სასოწარკვეთილება მხოლოდ კაცთმოძულე დემონის მიერ თავსმოხვეული აჩრდილია, უსაშველობისა და უსასოების მანკიერებით მოცული.
მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაჭირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ...
იხილეთ სრულად
მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაჭირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.