ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც მონაზვნურ ტრადიციაში სრულყოფილებას მიაღწია, მთელი ეკლესიის მიერ არის გაზიარებული, აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ ქრისტეს სიტყვების შეწყნარებას, რომელთა მიხედვითაც ადამიანებზე გაბატონებული ჯოჯოხეთის ძალების დამარცხება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის შესაძლებელი. ეს მარხვა ეფუძნება თვით ქრისტეს მაგალითს, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა და შემდეგ პირისპირ შეხვდა სატანას. ამ შეხვედრაში დაემხო ადამიანის დაქვემდებარება მარტოოდენ პურზე და ამგვარად სათავე დაედო მის სულიერ გათავისუფლებას. ასეთი ასკეტიკური მარხვისათვის ეკლესიამ ოთხი პერიოდი გამოყო: დიდმარხვა – აღდგომამდე; ქრისტეშობისა – შობამდე; პეტრესა და პავლეს დღესასწაულამდე და მიძინებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე. ყოველწლიურად ოთხგზის მოგვიხმობს ეკლესია, რათა განვიწმიდოთ და ხორცის მონობისაგან გავთავისუფლდეთ მარხვის წმიდა მკურნალობით. ყოველ ჯერზე ამ მკურნალობის წარმატებულობა დამყარებულია რამდენიმე ძირეულ წესზე, რომელთაგან უმთავრესია ხანგრძლივობა და განუწყვეტელობა მარხვისა.
როგორ გავუძლო სატანჯველს, რომელიც მელის!
მზის ჩასვლის შემდეგ მარტო ვრჩები ჩემს სენაკში. ვცდილობ, გონება მოვიკრიბო საკუთარ თავში და ქრისტესკენ მივმართო. ჩვეულებრივ, ვტირი ჩემი მრავალი ცოდვის გამო. ვფიქრობ, რა მელოდება მე – ტვირთმძიმეს, მოუსყიდველ სამსჯავროზე, სადაც პირი დამეხშობა და ვერ შევძლებ პასუხის გაცემას, რადგან ვიცი, ნამდვილი სიკეთე არ მიკეთებია, ვერც გავაკეთებ მთელი ცხოვრების მანძილზე.
რა მომივა, ოჰ, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო შვილო! როგორ გავუძლო სატანჯველს, რომელიც მელის! ვაიმე, საუკუნო ცეცხლის მსხვერპლს! ვძრწი, როცა საუკუნო სასჯელსა და ღვთაებრივი ნათლის დაკარგვაზე ვფიქრობ. როგორ ვიცოცხლებ მე, უბადრუკი, ქრისტესა და ნათლის გარეშე?!
თემა: ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის, საშინელი სამსჯავროავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს
ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: "შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი". ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.
უფალსა და მარადიულ ჩვენს მეუფეს, რომლის ქალაქსაც ჩვენ (მისი მიმდევრები) შევადგენთ, ჩვენთან მოსვლა უნდა, ამიტომ ჩვენც უნდა განუმზადოთ მას ალაგი წრფელი, რადგან ბევრია ჩვენში უფლის მოსვლისათვის დამაბრკოლებელი მიზეზი. არის სივიწროვე, ანუ ჩვენი სინიდისის შემავიწროებელი მიდრეკილებანი; არის ბორცები, ანუ ამაყი აზრები, სიტყვები და ქმედებანი; არის ვარდნილები, ანუ ურჩი, უხერხული ჯიუტობანი, და რაც უმთავრესია, არ აქვს ჩვენს გულს ისეთი ჭიშკარი, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა უფლის თავისუფლად შიგ შემოსვლა, ვინაიდან, სადაც ჭიშკარი იყო, იქ ჩვენ ყორე - გულქვაობის კედელი აღვმართეთ და დავუხურეთ ჩვენს მეუფეს შემოსავალი. ამიტომ ყველაფერი ეს ჩვენ უნდა გავამზადოთ, როგორც წინამორბედი ქრისტესი მოგვიწოდებს. სახელდობრ, სივიწროვე, ჭაობი, ბორცვი და ვარდნილები გავასწოროთ, და წრფელვყოთ ალაგი უფლისა (ლუკ. 3,5) ა) გავწმინდოთ ჩვენი სინდისი, სადაც იბადება და საიდანაც წარმოიშობა ყოველი ბოროტება; ბ) გავწმინდოთ ბორცვები - ამაყი ჩვენი აზრები, სიყტვები და ქმედებანი; გ) გავწმინდოთ ჭაობები, ანუ ჩვენი სულიერი უსუფთაობანი და კედელი გულქვაობისა. ამრიგად, განუმზადეთ, მორწმუნენო, გზა და ალაგი ჩვენთან მოსვლისთვის უფალს; იარეთ და იცხოვრეთ ისე ფრთხილად, რომ არ გადაუხვიოთ, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ - ცოდვიანი სიმშვენიერისაკენ. რათა არ მივიდნენ ზოგიერთნი თქვენგანნი გონებამაღლობამდე; არამედ ვიაროთ მეფური გზით, როგორც იტყვიან ხოლმე ღმერთგაბრძნობილი პირები, კანონზომიერი ცხოვრებით, ზოგიერთი ქველმოქმედებით.
დაე, წარგვიმართოს ჩვენ უფალმან ღმერთმა, თანაბრად წმ. იოანე წინამორბედის მოწოდებისა, სინანულის გზისაკენ და გვაღირსოს ცათა სასუფეველის მკვიდრი მოქალაქობა. ამინ.
ხშირად გვიჩნდება ეჭვი ღმრთის არსბობის შესახებ. ზოგიერთებს აინტერესებთ, არსებობს თუ არა ღმრთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი. ღმრთისმეტყველნი გვამცნობენ, რომ არსებობს რამდენიმე მტკიცება, უფრო სწორად, რამდენიმე მოწმობა ამის შესახებ:
ღმრთის არსებობის ისტორიული დასაბუთება, კერძოდ: ყოველ დროსა და ყველა ხალხში არსბობდა რელიგიური გრძნობა, მუდამ შენდებოდა ტაძრები, საკურთხევლები, აღევლინებოდა ლოცვა. არ არსებობს ტომი, რაც უნდა შორს, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდეს - უკიდურეს ჩრდილოეთში თუ სადღაც კუნძულზე, ოკეანეში, რომლის ენაზე არ გამოითქმოდეს სიტყვები: ღმერთი, სული, უკვდავება. შეუძლებელია, ერთი და იგივე შეცდომა ჰქონდეს მთელ კაცობრიობას, ყველა დროისა და ყველა ეროვნების ადამიანს. მაშასადამე, თვით იდეა ღმრთისა თავისთავად დამახასიათებელია, თუ შეიძლება ითქვას, მშობლიურია ადამიანის სულისთვის.
გარდა ამისა არსებობს ტელეოლოგიური დასაბუთება (ტელეოლოგია - სწავლება მიზანმიმართულობის შესახებ): ამქვეყნად ყველაფერი - ატომიდან დაწყებული და გალაქტიკებით დამთავრებული, ფიზიკური თუ ბიოლოგიური ყოფიერება, საერთო მიზანს ექვემდებარება და კანონზომიერია. სადაც წესრიგია, იქ უცილობლად არის უმაღლესი გონებაც.
არსებობს კოსმოლოგიური დასაბუთება იმის შესახებ, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. იოანე ოქროპირი ამბობს: "აფრააშვებული ხომალდი რომ დაინახო ზღვაში, რომელიც ზუსტად მიდის თავისი კურსით და უცებ ვინმემ გითხრას - ეს ხომალდი თავისთავად ამოიზარდა ზღვიდან და არავინ მართავსო, გაგეცინებოდა. ჩვენი დედამიწაც ხომალდია, რომელიც სამყაროს ოკეანეში დაცურავს, და მას მართავს არა ადამიანის, არამედ "ღმრთის ხელი". წარმართი სწავლული ციცერონი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ამტკიცებდა, რომ ღმერთი არსებობს. ანბანის ასოები რომ ავიღოთ, გავფანტოთ და ვცადოთ მათი დალაგება ხან ასე, ხან ისე, რამდენნაირადაც არ უნდა დავაწყოთ, ამით, ვთქვათ, ჰომეროსის პოემა მაინც არ შედგება. თვითონ სამყარო საკვირველი პოემაა, ჰარმონიაა. შეუძლებელია, იგი შემთხვევით, თავისთავად შექმნილიყო.
არსებობს აგრეთვე ღმრთის არსებობის ზნეობრივ იდასაბუთება - ადამიანის სულის სინდისი. ზოგჯერ ადამიანი, უსმენს რა თავისი სინდისის ხმას, თავის ამქვეყნიური ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, ზოგჯერ კი სიცოცხლესაც სწირავს. ცოდვაზე გამარჯვება ადამიანს შინაგან სიხარულს ანიჭებს, თითქოს მფარველი ანგელოზი სუნთქავსო მის გულში.
და ბოლოს, ღმრთის არსებობის ესთეტიური დასაბუთებაც არსებობს: სამყარო არა მარტო კანონზომიერია და ზუსტ კანონებს ემყარება, არამედ მშვენიერიცაა, ჰარმონიულიც. თვითონ სამყარო არის დაკარგული სამოთხის მოწმობა და თითქოს აჩრდილი და სიმბოლო მარადიული სამყაროსი
თემა: სასწაულებიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი
სწავლა ჟბ. თავი ლა. ქრისტიანეთა მიცვალებისათვის
საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მიუწოდებნ მონასა მას მისსა; ჰოი ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოისა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაისაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაიცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდების რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხოცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღვთისა დიდებასა.
ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღვთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღვთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამი
სწავლა ლდ. წმიდათა წერილთა კითხვისათვის
საყვარელნო, უკეთუ გულს-მოდგინედ გამოვეძიებდეთ წმიდათა წერილთა გამოწვლილვით და არა ლიტონად, შევუძლოთ პოვნად ცხოვრება სულთა ჩვენთა. უკეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყვათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისა და ცხოვრება კეთილი. ვისმენდეთ უკვე სიტყვათა წერილისათა. ჰოი საყვარელნო, დაღაცათუ სხვისა წიგნისა მიერ განვნათლდეთ, არამედ უფროსღა წმიდასა სახარებასა? ვისმენდეთ და ზედას-ზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყვსეულად განრააღოთ წიგნი, იხილოთ მას შინა სახელი ქრისტესი დაწერილი. და გესმას მეყვსეულად, იტყოდეს რა, ვითარმედ "იესოს ქრისტეს შობა ესრეთ იყო", და კვლავ იხილო და აღმოიკითხო, იტყოდის რა იგი ვითარმედ, :ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", არა სურვიელ იქმნაა ტკბილისა მის უღლისა? კვალად ისმინო, ვითარმედ: "უკეთუ გიყვარ მე მცნებანი ჩემნი დაიმარხენ და რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და მოვიდეთ მე და მამა ჩემი და მის თანა სავანე ვჰყოთ". არა გსუროდის ამათ სიტყვათა ტკბილისა მის მეუფისათა? და მერმეცა იხილო და აღმოიკითხო, ვითარმედ შენთვის შეიკრა და ჯვარსა მოეკიდა და სიკვდილისა გემო იხილა. არა შეიკდიმოა და ლმობიერ იქმნა შენანებად ცოდვათა შენთა? აჰა ესერა ესოდენნი კეთილნი და სარგებელნი აღმოეცენებიან წმიდათა წერილთა წერილთა კითხვისა და სმენისაგან. ამისთვის უკვე გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და მათთანა გულის-ხმის-ყოფასაცა, და რათა გულის-ხმა-ვჰყოფდეთ სიტყვათა მათ და დავსწერდეთ მათ გონებათა შინა ჩვენთა დამტკიცებად სიტყვათა მათ, რათა ესრეთ შევუძლოთ ცხოვრებისა ამის ჩვენისა წმიდა ყოფაი და ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელნი მოცემულ არიან ჩვენდა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისათანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
წმიდა ნიკოლოზი ამბოხს აწყნარებს
მეფე კონსტანტინემ ამბოხის ჩასახშობად მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა სამი მხედართმთავრის წინამძღოლობით; მაგრამ ზღვაზე ამტყდარი ქარიშხალი მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. უკეთესი ამინდის მოლოდინში ისინი ერთ ზღვისპირა ქალაქში გაჩერდნენ, რომელიც წმიდა ნიკოლოზის სამწყსოს მიეკუთვნებოდა.
საფიქრებელია, რომ მხედართმთავრები არცთუ მკაცრად ადევნებდნენ თვალყურს ლაშქრის წესრიგსა და კეთილზნეობრივ საქციელს, რადგან ქალაქის მცხოვრებლებმა მალე იგრძნეს, რომ მამულის ეს დამცველები სხვა არავინ იყვნენ, თუ არა ყაჩაღები: მოსახლეობაში წყენამ და შეურაცხყოფამ იმატა, ბაზრობებზე - ძარცვამ; ამის გამო ხალხმა ჯერ დრტვინვა დაიწყო, შემდეგ შელაპარაკებები, ამას ჩხუბიც მოჰყვა და ბოლოს საყოველთაო აჯანყების საშიშროებაც გაჩნდა. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო სისხლისმღვრელი შეტაკებები.
როგორც კი შეიტყო ესოდენ სამწუხარო მოსალოდნელობის შესახებ, ღვთის მოსაგრე მეყსეულად გაემგზავრა, რათა აჯანყების ცეცხლი თავიდან აეცილებინა. ღირსი მამის მხოლოდ სახელსაც კი იმხელა ძალა ჰქონდა, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა ბოროტმოქმედება თავისი შედეგებით. სწორედ ასე მოხდა ახლაც: მთელი ხალხი გამოვიდა მასთან შესახვედრად, მათ კი მხედართმთავრები და მეომრები მიჰყვებოდნენ. ერთმანეთისადმი მტრობით ანთებული გულები ახლა ერთსულოვნებით შეკრულიყვნენ.
-ქრისტესმოყვარე მეომრებო! - მიმართა წმიდა ნიკოლოზმა მეომრებს, - თქვენ ერთი მამულის შვილები ხართ, ერთი ხელმწიფის ქვეშევრდომნი, ერთი ეკლესიის შვილები, ერთი ზეციური სამეფოს მემკვიდრენი; რატომ უნდა გაანაწყენოთ ერთმანეთი? მაგრამ ეს კიდევ ცოტაა, თქვენ მეფისგან გავალიათ, დააწყნაროთ აჯანყება თქვენს მამულში, თქვენ კი თქვენი მიზნის მიღწევაც კი ვერ მოასწარით, საშინელ აჯანყებას თვითონვე აწყობთ თქვენი მამულის გულში!
ღირსი მამა ისე საუბრობდა, რომ მხედართმთავრებმა შეინანეს თავიანთი შემწყნარებლობა, მეომრებმა - საკუთარი თვითნებობა; ყველამ პირობა დადო, რომ თავისი ხარისხის შესაფერის მოვალეობებს შეასრულებდა. უთანხმოებისა და შაინაომის ნაცვლად მშვიდობა და კეთილმეგობრობა დამყარდა.
ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოძღვარი და მასწავლებელი ქრისტეს სამწყსოსი
სწავლა ჟ. ქრისტიანეთა ქცევისათვის
გლოცავ საყვარელნო, და გევედრები, ვაჩვენოთ მოქალაქობა კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რათა უფროსად იდიდოს ღმერთი ჩვენ მიერ, რამეთუ ესრეთ შვენის ქრისტიანეთა, და სათნო ვეყოფოდეთ ქრისტესა, რამეთუ სათნოება მარადის უბრწყინვალეს მზისა არს. მოვიგოთ უკვე, ძმანო, სათნოება, ვიქმნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშვიდობის მყოფელ ყოველთა მიმართ! უკეთუ ესრეთ ვიყვნეთ, უმეტესღა სასწაულთა საქმისა მრავალნი მოვიდენ ჩვენ მიერ დიდებად ღვთისა, დაღაცათუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებენ ჩვენდა იქმნან, ვერა რაი გვავნონ, არამედ უფროსად იგინიცა გულსა შინა მათსა მაქებელ ჩვენდა იქმნენ ჭეშმარიტებისათვის. იხილეთ, ვითარ ნაბუქოდონოსორ, მტერი იგი და მბრძოლი, სამთა ყრმათა მაქებელ და მადიდებელ მათდა იქმნა, იხილნა რა იგინი ახოვნად სიყვარულსა შინა ღვთისასა. გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, მტკიცე იყავნ და აღუხოცელ გულთაგან ჩვენთა საღმრთონი წერილნი. მივემსგავსნეთ მცირეთა ყრმათა, ვითარცა მათ პირველ იწყიან ანბანი, მერმე აღმოკითხვაი ასოეულად და შემდგომად წარემართნიან კეთილად კითხვასა, და ესრეთ იწყიან სწავლად სიბრძნისა და მცირედ მცირედ იქმნიან ფილოსოფოს. ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ, ძმანო! განვჰყვნეთ სათნოებანი: პირველად უკვე ვისწაოთ არა ტყუილი, არა ფიცი, არა ძვირის ხსენება. მერმე კვალად სხვასა მუხლსა ხელ-ვჰყოთ წურთად (ვარჯიშობა), აღმოვჰფხვრნეთ გულის-სიტყვანი და გულის თქმანი ბოროტნი. აღმოვფხვრათ შური და ხდომა, დიდების მოყვარება; მოვიძულოთ ნაყროვანება, მთვრალობა და უდებებაი, რათა ამიერ კვალად სიმაღლეთა მიმართ საქმეთასა სწავლად აღვიდეთ მარხვისა და სიწმიდისა, სიმართლისა და სიმდაბლისა. მერმე შევუძლოთ ლმობიერად ლოცვა, მდინარენი ცრემლთანი, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულ-გრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება. მერმე შევუძLოთ მადლითა და შეწევნითა უფლისათა ჯუარცმად ხორცთა ჩვენთა, ვნებითურთ და გულის-თქმით და ცხოველ ვიყვნეთ სულითა და სულითაცა ვეგნეთ და ესრეთ ვიქმნეთ იფქლ წმიდა შესაკრებელ საუნჯეთა მათ ზეცისათა და მოქალაქე ზეცისა იერუსალიმისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი ქრისტიანენი მიმთქვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
წინათქმა - წარმართ იმპერატორთა შესახებ
იცით, ამ წიგნში ვის და რის შესახებ გვინდა გიამბოთ? - იმ წარმართ იმპერატორთა შესახებ, რომლებმაც, უპირველეს საქმედ, ქრისტიანთა დევნა-წამება გაიხადეს.
ქრისტიანთა დევნა იესუ ქრისტეს დაბადებიდანვე დაიწყო. იესუს შობამ ზეციური სამყარო შეძრა - მისი შობის ადგილს ბრწყინვალე ვარსკვლავი დაადგა, ანგელოზებმა, უფლის შობა, უბრალო ადამიანებს - მწყემსებს ახარეს.
დიახ! ანგელოზთა დასი გალობდა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (ლუკა, 2, 9, 14)".
ანგელოზთა და მწყემსთა სიხარული მიუღებელი აღმოჩნდა ხალხისთვის საძულველი, რომაელთა მიერ დადგენილი მეფის - ჰეროდესათვის. ჰეროდე ხომ სისხლის წვიმებითა და ვერაგობით, უახლოესი ნათესავების დახოცვით დაჯდა სამეფო ტახტზე.
„იუდეველთა მეფის“ დაბადებამ ჰეროდე შეძრა, რადგან იგი ტახტის მოცილედ ჩათვალა. საშინელი იყო ჰეროდეს ბრძანება: ბეთლემსა და მის შემოგარენში ორი წლისა და მათზე უმცროსი ყოველი ყრმა მოეკლათ.
ამ საშინელი ბრძანებით 14000 ბავშვი მოაკვდინეს. დარწმუნებული იყო ჰეროდე, რომ მათ რიგში პატარა იესუც იქნებოდა, მაგრამ...
ხომ გახსოვთ, ღმრთისმშობელმა და იოსებმა, უფლის ანგელოზის გაფრთხილებით, ჩვილი იესუ საფრთხეს როგორ განარიდეს?...
წმიდა მამები ადამს კაცობრიობის ხორციელ თავს უწოდებენ. კაცობრიობის სულიერი თავი კი იესუ ქრისტე გახლავთ.
ქრისტიანობა ვრცელდებოდა, მაგრამ ვრცელდებოდა გაუსაძლის პირობებში. იუდეველებისთვის, წარმართებისა და რომაელებისათვის მიუღებელი იყო, თუ როგორი მოწიწებით უსმენდა ხალხი მოციქულთა ქადაგებებს, ქრისტიანულ ეკლესიებში როგორ ერთიანდებოდნენ.
იერუსალიმის ეკლესია, საიდანაც მოციქულები ქრისტიანობას ქადაგებდნენ, იუდეველებისგან სასტიკად იდევნებოდა, შემდეგ ეს დევნა რომაელებისგანაც გაძლიერდა (საერთოდ, ისტორიაში, ქრისტიანთა ათი დიდი დევნაა ცნობილი).
ქრისტიანთა რომიდან გაძევების ბრძანება პირველად იმპერატორმა კლავდიუსმა გასცა, მაგრამ ქრისტიანთა უსასტიკესი დევნა ნერონის (54-68 წწ.) იმპერატორობისას დაიწყო.
ქრისტიანთა სასტიკი დევნა გააგრძელეს: დომიციანემ (81-90 წწ), ტრაიანემ (98-117 წწ), მარკოზ ავრელიუსმა (161-180 წწ), სექტიმე სევერიმ (193-211 წწ), მაქსიმიანემ (235-238 წწ), დეციუს ტრაიანემ (249-251 წწ), ვალერიანიმ (253-260), დიოკლეტიანემ (284-305 წწ), იულიანე განდგომილმა (351-353 წწ).
პირველი ქრისტიანენი, რომლებიც აწამეს, იყვნენ: მთავარდიაკონი სტეფანე და მოციქული იაკობი (უფლის ხორციელი ძმა).
ქრისტიანთა საწამებლად სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ: ადუღებულ ზეთში აგდებდნენ, მშიერ მხეცებს უგდებდნენ, დალურსმნულ ჩექმებს აცმევდნენ, ცეცხლს უნთებდნენ, გავარვარებული შანთებით სხეულს უჩხვლეტდნენ, მარწუხებით ხორცს აგლეჯდნენ...
მაგრამ, ხომ გახსოვთ უფლის სიტყვები:
"ყოველთა, რომელთა მახვილი აღიღონ, მახვილითა წარწყმდნენ (მათე. 26, 52)".
ალბათ გაინტერესებთ, მწვალებლებმა სიცოცხლე თავად როგორ დაასრულეს. ისტორიას შემონახული აქვს ზოგიერთი მათგანის ტრაგიკული დასასრული.
ეს გამოცემა, თქვენს ინტერესს, ამ კუთხით, გარკვეულწილად დააკმაყოფილებს.