ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


ძმური სიყვარულის ძალა

წმინდა თეოდოსის მონასტერში მოღვაწეობდა ორი ძმა, რომლებსაც ერთმანეთისთვის შეეფიცათ, სიცოცხლეში არ დაშორებოდნენ და გარდაცვალების შემდეგაც ერთად დაკრძალულიყვნენ. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შეძლო, ძმას უთხრა, გამიშვი სოფელში, სიძვის გულისთქმა ისე მებრძვის, ვეღარ ვეწინააღმდეგები. მეორე ძმა ევედრებოდა, წყალში არ ჩაეყარა სიყრმიდან ნაღვაწი, მაგრამ ვერ დააჯერა და იძულებული გახდა, თავადაც გაჰყოლოდა. ის ძმა, რომელსაც ეშმაკი ებრძოდა, მეძავთან შევიდა, მეორე კი გარეთ დადგა, თავზე ნაცარს იყრიდა და თავისი ძმის გამო მწარედ ტიროდა.
როცა პირველმა გულისთქმა აისრულა და გარეთ გამოვიდა, მეორე ძმა შეევედრა:
-აბა, რა სარგებელი ჰპოვე, ძმაო, ამ ცოდვისგან? მხოლოდ ივნე და სული წარიწყმიდე. ახლა მაინც დავბრუნდეთ მონასტერში და ევედრე ღმერთს რომ შეგინდოს, რადგან უფალი მონანულ ცოდვილთა მიმართ მოწყალეა.
დაცემულმა მიუგო:
-ამიერიდან უდაბნოში ვეღარ წამოვალ, შენ კი დამტოვე, ძმაო, და წადი.
რაკი უდაბნოში დაბრუნებაზე ვეღარ დაიყოლია, მეორე ძმაც ქალაქში დარჩა. ქირით მუშაობდნენ, რომ თავი ერჩინათ.
იმ ხანებში მამა აბრაამმა, კეთილმა და მშვიდმა მწყემსმა, რომელიც შემდეგ ეფესოს კათოლიკოსი გახდა, ბიზანტიაში ზეთისხილის მთის მახლობლად მონასტრის აგება დაიწყო. მშენებლობაზე ძმებიც მივიდნენ. ცოდვილი ძმა ორივეს შრომის საფასურს თვითონ იღებდა, ქალაქში მიდიოდა და მეძავებთან ხარჯავდა, მეორე კი ყოველდღე მარხულობდა, განუწყვეტლივ ფსალმუნებდა, დაუზარელად შრომობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. მშენებლებმა მისი ასეთი ღვთისნიერება, ყოველდღიური მარხვა და მდუმარება რომ იხილეს, მის შესახებ წმიდა აბრაამს აუწყეს. ღირსმა მამამ ბერს მოუხმო, თავის სენაკში შეიყვანა და ამბავი ჰკითხა. მანაც უამბო, თუ როგორ გარყვნილებაში ცხოვრობდა მისი ძმა და უთხრა, მე იმისთვის ვიჭირვებ, რომ ღმერთმა ჩემი შრომა დაინახოს და ძმა წარწყმედისგან იხსნასო.
ეს რომ მოისმინა, ღირსმა აბრაამმა უთხრა:
-შენი სიმდაბლისა და სიყვარულის გამო ღმერთმა ძმის სული გაჩუქა.
ბერი გარეთ გამოვიდა და თავისი ძმა დაინახა, რომელიც სინანულით ევედრებოდა, უდაბნოში წაეყვანა - იქნებ ღმერთს მისთვის აურაცხელი ცოდვა შეენდო. ძმამ მაშინვე წაიყვანა იორდანეს უდაბნოში და ერთ გამოქვაბულში დააყენა. ცოდვილმა ცრემლითა და სინანულის ოხვრით მოინანია თავისი დაცემა და ასე მიიღო ღმერთმა მისი სული. მეორე ძმა აღთქმისამებრ სიკვდილამდე გამოქვაბულში დარჩა წმინდა თეოდოსის მონასტერში მოღვაწეობდა ორი

დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღვთის განსაკუთრებული წყალობითა და განგებით დაიშვებიან; რომელნიც დაუსრულებლად, თანდათანობით, ძალითი-ძალად სულიწმიდის შემწეობითა და მოქმედებით: ჭვრეტით, შემეცნებითა და ზეშთაგონებით განდობილნი ხდებიან უმაღლეს საიდუმლოებებში და განიბრძნობიან საიდუმლო სწავლებით ცოდნაში: ღმრთის, ანგელოზების და ადამიანის შესახებ, რომელნიც ადამიანს ძალისამებრ ღმრთის ნების სისრულის, მიუწვდომელი განგებულების და ქმნული საკვირველების სიღრმეებს განუცხადებს. ერთია იხილო და გესმას, ხოლო მეორე დანახულის და მოსმენილის საიდუმლოს ჩასწვდე.
დაფარული არ იხილვება, მოყვასო, როგორც ეს უჩინონზე ვთქვით. არამედ აქ, მხოლოდ ჭვრეტაა გონებრივი თვალით, რომელსაც სულიწმიდა აძლევს ძალას წარმართებისას.
ადამიანს რომ დაფარულის ცოდნის კარი გაეღოს, სიწმინდის გარდა აუცილებელია დამსახურება ჰქონდეს ღმრთის წინაშე: ხოლო დამსახურებას ადამიანს ღვთისათვის და სახარებისათვის სიმდაბლითა და სიყვარულით გადატანილი მრავალი დიდი თუ მცირე ჭირი და განსაცდელი, დევნილობა, უსამართლობა, დაცინვა, განკითხვა, შრომა, ოფლი და მოღვაწეობა შესძენს.
ღმრთის წინაშე წმიდა ცხოვრებით, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანს უჩინოთა ხედვა მიეცემა, ხოლო სიწმიდეს შეძენილი დამსახურებით, დაფარულთა გამოცხადება ეძლევა. აი, ამისთვის ვთქვი, მოყვასო, საუბრის დასაწყისში, რომ უჩინოს სამართლიანად და სიბრძნით იხსენიებს დაფარულზე წინ მეფე დავით წინასწარმეტყველი-მეთქი; რადგან ადამიანი მოღვაწებით ჯერ სიწმინდის საზღვრებს მიემთხვევა, რომლის მაღალ საზომებზე ასვლისას უჩინოთა ხედვა ეძლევა, ხოლო შემდგომ კი თუკი კვალად გულმოდგინე მოღვაწეობით იქნება, დამსახურებაც შეეძინა ღმრთის მოწყალე და კაცთმოყვარე თვალთა წინაშე და დაფარულთა ცოდნის წყალობასაც მიიღებს მისგან.
როდესაც ადამიანი დაფარულის ცოდნის წიაღში დაიშვება და მისი საზომისაებრ მიეცემა გამოცხადებანი, ის მთელი ძალით ეძლევა ჭვრეტას. თითქმის აღარ ახსოვს არაფერი, ბუნებრივიც კი - იმდენად ტკბილია ეს ყოველივე. მთელი ძალით ჭვრეტს, გონებით, გონების თვალით დანახულს და სწურავს შემეცნებისათვის. ამგვარ "დაძაბულობაში" ის არ განიცდის დაღლასდა მობეზრებას, არამედ დიდი მოთმინებითაა შემოსილი, რადგან სული ამ დროს დიდ მშვიდობაშია და ელის განხადებას საიდუმლოსას. ჭვრეტა და წვრთნა სიტკბოებაა, ხოლო შემეცნება და გაცხადება - გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება.
აი, ყოველი ეს, მოყვასო, ძალზედ მაღალი სათნოების ადამიანზე აღესრულება, რომელსაც ღირსი იოანე სინელი "კლემაქსში" რწმენას, სასოებასა და სიყვარულს უწოდებს; აკი, ვთქვი, ძალზედ მაღალი სათნოებისა-მეთქი, რომელიც მართლაც რომ, უკანასკნელი საფეხურია სათნოებათა კიბის.
და მაინც, თმც ძალზედ მაღალ ნეტარებას განიცდის ადამიანი, მასში დაჯერება და დაცხრომა მაინც ვერ ხდება. ის კიდევ უფრო მეტად მიილტვის ღმრთისაკენ, მასთან კიდევ უფრო ღრმა ერთობისაკენ და განუშორებელ მყოფობისაკენ. დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის


სწავლა კზ. რათა არა ანგარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა

საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ: "ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა". რამეთუ არა რაი არს უბრწყინვალეს საქმეთა კეთილთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ", ხოლო ჰნათობენ არა თავით თვისით ოდენ, არამედ სხვათაცა განათლებად. ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა არა დავაკლოთ ზეთი ლამპართა ჩვენთა, რათა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მოწყალებისა მარადის კეთილ არს, რამეთუ იტყვის: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". რამეთუ მსხვერპლი ქებისა ესე არს, რომელი არა განილევის არცა განიხწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღვთისა. ამისთვის უკვე გევედრები, საყვარელნო ძმანო! შევსწიროთ ესე ვითარი ესე მსხვერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი ესე უპატიოსნეს არს მარხვისაცა და ლოცვისა და სხვათა მრავალთა სათნოებათა, რამეთუ ესე ვითარი უყვარს მსხვერპლი ღმერთსა. არამედ ნუმცა არს ესე ანგარებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგან, რამეთუ ესე ვითარი სძულს ღმერთსა და გარე მიიქცევს პირსა თვისსა მათგან. ამისთვის ვეკრძალნეთ, რათა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ ღმერთი. და უკეთუ კაინ, ვინათგან უდარესი შესწირა ღმერთსა, დაისაჯა, რაი ვჰყოთ ჩვენ, უკეთუ ანგარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა?! ამისთვის გევედრები, რათა არა მოხვეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდეთ ქველისა საქმესა. უკეთუ ერთი გვლოცვიდეს და მეორე გვწყევდეს, რაი სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაი? ხოლო უკეთუ ვეკრძალებოდეთ, და ყოველსა ზედა ნებასა ღვთისასა აღსრულებად ვისწრაფდეთ, შევუძლოთ მიმთხვევად კეთილთა მათ საუკუნეთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ:

არის ლოცვა, რომელსაც თავად ადამიანი აღასრულებს და არის ლოცვა, რომელსაც მლოცველი ღვთისაგაან ღებულობს (I მეფ. 2, 9).
ვინ არ იცის პირველი? უკანასკნელი კი, თუნდაც საწყისი სახით, თქვენთვის საჭიროა და სასურველია იცოდეთ, რომ ღმერთთან მისაახლებლად თავდაპირველი საქმე ლოცვაა. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სალხშიც ლოცულობს ლოცვანიდან და მის გარეშეც; მაგრამ მისი აზრები მუდამ გაფანტულია. მათთან გამკლავება მას ძალიან უჭირს. რაც უფრო მეტ დროს უთმობს ლოცვას, აზრები მით უფრო წყნარდება, ლაგდება და ლოცვაც თანდათანობით იწმინდება. თუმცა სულიერი გარემო არ წმიდავდება, ვიდრე სულიერი კოცონი არ დაინთება სულში. ამ კოცონის დანთება კი ღვთის მადლის საქმეა, არა განსაკლუთრებული, არამედ ყველასათვის საერთო. როცა მაძიებელი ადამიანი ზნეობის ყველა მიმართულებით მიაღწევს სიწმიდის გარკვეულ დონეს, მაშინ იბადება ის, და როცა დაინთება ეს კოცონი, ანუ როცა გულში მუდმივი სითბო ჩაისახება, აზრების მომატება წყდება. სულს ემართება ისეთივე რამ, რაც სისხლმდინარე ქალს დაემართა: "მეყვსეულად დასცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისა" (ლუკა 8, 44). ამ მდგომარეობაში ლოცვა მეტნაკლებად ახლოსაა უწყვეტ ლოცვასთან. დამხმარე საშუალება კი მისთვის იესოს ლოცვაა. და ეს არის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მიაღწიონ ადამიანის მიერ დაუფლებულმა ლოცვამ! ვფიქრობ, ყველაფერი ეს თქვენთვის სავსებით გასაგებია.
ამ მდგომარეობაში ყოფნისას ხდება ისეთი ლოცვის მიგნება, რომლის აღსრულება თავად ადამიანს არ ძალუძს. მლოცველის სული ჰპოვებს მას და გულის სიღრმეში მიიზიდავს, ეს იმას ჰგავს, ვინმემ ხელი რომ ჩასწიდოს სხვას და ძალით წარიტაცოს ერთი ოთახიდან მეორეში. სული უკავშIრდება გარე ძალას და ხალისით სუფევს მასთან შიგნით. ვიცით ასეთი მიგნების ორი საფეხური. პირველის დროს სული ყველაფერს ხედავს, აცნობიერებს თავს და თავის გარე მდგომარეობას, განსჯის და საკუთარი თავის მართვის უნარიც გააჩნია და თუ მოისურვებს, შეუძლია გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ესეც თქვენთვის გასაგები უნდა იყოს.
წმიდა მამები, განსაკუთრებით კი წმ. ისააკ ასურს, მითითებული აქვთ ზეგარდამომონიჭებული და მიგნებული ლოცვის სხვა ხარისხიც. ზემოთ აღნიშნულ ლოცვაზე უფრო მაღლა ის იმ ლოცვას აყენებს, რომელსაც ექსტაზს ან აღტაცებას უწოდებს. ამ დროს ასევე ხდება ლოცვის სულის მიგნება, მაგრამ სული წარიტაცება და აღწევს ჭვრეტის ისეთ ხარისხს, რომ ავიწყდება თავისი გარე მდგომარეობა, აღარ მსჯელობს, არამედ ჭვრეტს, არ ძალუძს თავის მართვა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
მამათა ცხოვრებიდან გემახსოვრებათ, თუ როგორ დადგა ვიღაც ლოცვაზე საღამოს ტრაპეზის წინ და გონს კი დილით მოეგო. ასეთია აღტაცებაში და ჭვრეტაში მყოფი ადამიანს ლოცვა. ზოგიერთში ის მჟღავნდება სახის გაბრწყინებით, გარეშემოწერილი ნათებით, სხვებში მიწიდან ზე ამაღლებით. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წმიდა წინასწარმეტყველნი, როცა მათ ღვთის სული ეუფლებოდა.
მართლაც, გასაკვირია, თუ როგორი უსაზღვროა ღვთის წყალობა ჩვენისთანა ცოდვილების მიმართ. ვინ რას შრომობს და რისი ღირსი ხდება?
ყველა მოღვაწეს შეიძლება თამამად ეთქვას: ღირს შრომა ყოველივე ამისათვის! არის ლოცვა, რომელსაც თავად ადამიანი

105. როგორ შეიძლება შევასრულოთ მოიქულის სიტყვები: "დაუცადებლად ილოცევდით" (1 თეს. 5, 16–18) ?
როცა სუფრას მიუჯდები, ილოცე, როცა პურს მიირთმევ, მადლი შესწირე ღმერთს; როცა ღვინით ხორციელ უძლურებას ნუგეშს სცემ, მოიხსენე, ვინც გვაძლევს ღვინოს გულის გასახარად და უძლურებაში სანუგეშებლად. როცა ჭამას დაასრულებ, ნუ დაგავიწყდება ქველისმოქმედის მოხსენება; სამოსელის ჩაცმისას გაზარდე სიყვარული ღვთისადმი, რომელმაც ზამთრისა და ზაფხულისათვის შესაბამისი სამოსი მოგცა და სიშიშვლე დაგიფარა. როცა დღე დასრულდება, მადლობა შესწირე მას, ვინც მზე მოგვანიჭა. ხოლო ღამე ზეცაში აიხედე და ვარსკვლავთა მშვენიერების ხილვისას ილოცე უფლისა მიმართ და თაყვანი ეცი შემოქმედს, რომელმაც სიბრძნით შექმნა ყოველივე. როცა იხილავ ყველა ცოცხალ არსებას ძილით შეპყრობილს, თაყვანი ეცი მას, ვინც ჩვენი ნების გარეშე ძილით შრომათაგან განგვისვენებს და მცირედი დასვენებით ისევ ძალების სიმხნევეს აღგვიდგენს. ამიტომ მთელი ღამე მხოლოდ ძილს ნუ მიეცემი და ნახევარ ცხოვრებას ნუ გახდი უვარგისსა და გამოუყენებელს. არამედ გაყავი ღამე ძილისა და ლოცვისათვის და ძილშიც ადიდე ღმერთი, რადგან ჩვენი ცხოვრება როგორიცაა, ხშირად სიზმრებიც ისეთივე იქნება. თუ ასე იცხოვრებ, მაშინ აღასრულებ მოციქულის სიტყვებს და ილოცებ განუწყვეტლივ და მთელი შენი ცხოვრება ღმერთთან შეერთებული და განუწყვეტელი ლოცვა გახდება
როცა სუფრას მიუჯდები, ილოცე, პურს მიირთმევ


თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს!

ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულიდან იღებს სათავეს და თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს.
მაგრამ როგორ ვიხილავთ ღმერთს? განა ღმერთი ანთროპომორფულია? ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ შეუძლია გამეფდეს ადამიანის გულში, როცა ის გახდება ჭურჭელი, რომელიც მის დატევნას შეძლებს.
იმისთვის, რომ ღმერთი დაიტიოს ადამიანის გულმა, ის უწმინდური გულისსიტყვებისგან უნდა განიწმინდოს. გული რომ განიწმინდოს, მასში წამალმა უნდა შეაღწიოს. ეს წამალი კი ლოცვაა.
მეფე სადაც მიდის, იქიდან მისი მტრები იდევნებიან. როცა ქრისტე, მისი წმინდა სახელი გულში შედის, იქიდან ეშმაკთა რაზმებს გამოაძევებს.
როცა ქრისტე ნამდვილად დამკვიდრდება გულში, ყველაფერი მას დაემორჩილება, როგორც მეფეს, რომელიც სახელმწიფოს დაიპყრობს და დედაქალაქში აღსაყდრდება. მაშინ ის თავისი ჯარით ყველა მეამბოხეს დაიმორჩილებს, ესე იგი, განდევნის მტრებს, შინაგანი მღელვარებისგან დააწყნარებს სახელმწიფოს და მშვიდობა დამყარდება. მეფე საყდარზეა დაბრძანებული და ხედავს, რომ ყველა მისი ქვეშევრდომია და მას ემორჩილება. მას უხარია და მხიარულობს, რადგან ხედავს, რომ ბრძოლა და შრომა დამთავრდა, რამაც ყველა მას დაუმორჩილა და მშვიდობა და წარმატება მოუტანა.
იგივე ხდება ჩვენი გულის სახელმწიფოშიც, სადაც მრავალი მტერია, ამბოხებები, გულისსიტყვები, ვნებები, უძლურებები, ქარიშხლები და შფოთია. ეს ყველაფერი ადამიანის გულშია.
გულის სახელმწიფოს დასაწყნარებლად და დასამორჩილებლად ქრისტეს – მეფის და მისი ჯარის – მოსვლაა საჭირო, რომ დაიპყროს ის, განდევნოს მტერი – ეშმაკი, ჩააცხროს ვნებებისა და უძლურების ყოველგვარი შფოთი და გამეფდეს, როგორც ყოვლისმპყრობელი იმპერატორი. ამ მდგომარეობას, წმინდა მამების თანახმად, გულის დაყუდება ეწოდება. ამ დროს გულში განუწყვეტელი ლოცვა მეფობს, რაც მის სიწმინდესა და სიმშვიდეს წარმოშობს. ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და

შეიძლება მართლმადიდებელმა ადამიანმა მოწყენილობისაგან ითამაშოს კარტი (აზარტის გარეშე)? შეიძლება წავიდეს მასობრივ სანახაობაზე?
წმიდა იოანე ოქროპირი ბევრს საუბრობდა სანახაობების წინააღმდეგ. მის მოყვარულთ განკვეთითაც კი ემუქრებოდა. მორწმუნეს მოსაწყენად არ სცალია. მას ცხონების საქმეები აქვს - ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა, ღვთის ტაძარი, სასარგებლო შრომა; დროის უქმად გატარების გამო კი ადამიანი ღვთის წინაშე პასუხს აგებს.
წმიდა იოანე ოქროპირი ბევრს საუბრობდა


გონების გულში ჩაყვანა იესოს ლოცვის დროს

კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული. კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და


როგორ გააკვირვა ორმა ქალმა ღირსი მაკარი

ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულად გულმოდგინედ ლოცულობდა. ამ დროს მოესმა ხმა:
შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ.
მაკარის ეს სიტყვები გაუკვირდა და მათი ცხოვრების გაგება მოინდომა.
ბერი ქალაქში წავიდა, მოძებნა სახლი, რომელშიც ის ორი დედაკაცი ცხოვრობდა და კარზე დააკაკუნა. მას ქალი გამოეგება და სიხარულით შეიყვანა ოთახში, სადაც მეორე დედაკაცი მიეგება. მაშინ მაკარიმ მათ უთხრა:
-მე მხოლოდ თქვენი გულისთვის მიტვირთე დიდი შრომა, შორეული უდაბნოდან მოვედი, რომ შევიტყო თქვენი საქმენი; დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემ წინაშე.
დედაკაცებმა ქალწულებრივი სიმორცხვით მიუგეს:
-კაცო ღვთისაო! განა შეიძლება, რამე ღვთის სათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამ ოჯახის მზრუნველობაშია გართული და მეუღლის მოვალეობა უნდა აღასრულოს?
მაგრამ წმიდა მაკარიმ დაჟინებით სთხოვა, ეთქვათ, როგორ ატარებდნენ ცხოვრებას. მაშინ მადლიანმა დედაკაცებმა თავმდაბლად უთხრეს:
ჩვენ რძლები ვართ, მეუღლენი ღვიძლი ძმებისა; თხუთმეტი წელია ერთად ვცხოვრობთ, და ამდენ ხანს ერთმანეთისგან ერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია; შვილები არ გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, ჩვენი პირველი ზრუნვა ღვთის ვედრება იქნება, რომ შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მორწმუნენი და კეთილისმოქმედნი; მოსამსახურეებს თავაზიანად ვეპყრობით; ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებისგან კურთხევა ვერ გამოვითხოვეთ. ჩვენდამი მათ სიყვარულს ვგრძნობთ და მათდა სანუგეშოდ დარჩენა გადავწყვიტეთ. ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედათა ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ: ვერიდოთ ჭორებს და ყოველივე ცუდუბრალო საუბარს, უფრო ხშირად შინ ვიმყოფებოდეთ და ოჯახს ვუვლიდეთ.
ამის მოსმენის შემდეგ მაკარიმ თქვა:
-ჭეშმარიტად, ღმერთი იმას კი არ უცქერის, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ მხოლოდ გულით კეთილი საქმეების მიმდევარს ეძებს და ასეთ ადამიანს უფალი შეიწყნარებს; მოხედავს მას და მოუვლენს სულიწმიდას, რომელიც ცხონების მოსურნე ყოველი ადამიანის ცხოვრებას ამოქმედებს და მართავს.
ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხონება შეუძლია ყოველ მართლმადიდებელს, ბერი იქნება თუ ერი, შეუღლებულია თუ ქალწული, ოღონდ კაცს უნდა ჰქონდეს გული კეთილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და კეთილ საქმეს ასრულებდეს ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულად


წმიდა ეფრემის იგავი ღვთის ხანგრძლივი მოთმინების შესახებ

ერთმა მდიდარმა ადამიანმა მდინარის მეორე ნაპირზე ფართო მინდორი იყიდა, თავის მონებს უხმო და უთხრა:
-თითოეულ თქვენგანს მიწის თანაბარ ფართობს გაძლევთ; წადით და დაამუშავეთ ის, გარკვეული დროის შემდეგ კი მოგინახულებთ და თქვენს ნაშრომს ვნახავ.
გულმოდგინე მონები ბატონის ბრძანების მოსმენისთანავე მდინარის გადაღმა გაეშურნენ და საქმეს შეუდგნენ; ნაწილი კი, ურჩნი, გულსასტიკნი, სხვადასხვა მიზეზს ეძიებდნენ, რატომ არ შეეძლოთ იქ წასვლა, ბოლოს კი საერთოდ უარი თქვეს.
ბატონმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი დაესაჯა, ნადიმი მოუწყო, დათრობამდე ასვა; შემდეგ ბრძანა, ამ უგუნო მდგომარეობაში მყოფნი მდინარეზე გადაეყვანათ და თითოეული იმ ადგილას დაეტოვებინათ, რომელიც მას უნდა დაემუშავებინა. ძილიდან გამოფხიზლებული ზოგიერთი მათგანი ბატონის დიდსულოვნებამ და მოთმინებამ გააოცა და მას შემდეგ ყოველნაირად ცდილობდნენ, თავიანთი საქციელი გამოესწორებინათ; მეორეთ კი, მათ მიმართ გამოჩენილი ნაძალადევი საქციელით განაწყენებულთ, პირიქით, არაფრის გაკეთება არ სურდათ და მხოლოდ ეძინათ, რის გამოც მათ მიწაზე ეკალ-ბარდი და ჭინჭარი გაიზარდა.
გარკვეული დროის შემდეგ მათთან ბატონი მივიდა, მორჩილ მონათა გულმოდგინება იხილა და დალოცა ისინი. შემდგომ ნახა მათი ნაშრომიც, ვინც მდინარეზე საკუთარი ნების წინააღმდეგ გადაიყვანეს, შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ და ისინიც დალოცა. ბოლოს ზარმაცი და შეუნანიებელი მონების რიგიც დადგა. ბატონმა დაინახა, რომ მათ ღრმად ეძინათ, მინდორზე კი ეკალბარდი და ჭინჭარი ამოსულიყო და მრისხანედ დაუყვირა:
-მზაკვარო მონებო! რატომ დატოვეთ ცარიელი ვენახის ნაწილი, რომელიც საშრომად დაგიდგინეთ? იქნებ არ გახსოვთ, რომ მოგიტევეთ თქვენი ურჩობა, დაგაურწყეთ, მდინარეზე მძინარენი გადაგიყვანეთ და აქ დაგტოვეთ? ჩემი ქველმოქმედებისთვის თქვენც თანამშრომლებს არ უნდა გასტოლებოდით?
ბოროტი მონები თრთოდნენ და აღარ იცოდნენ, რა პასუხი გაეცათ.
ბოლოს ბატონმა, როგორც მართლმსაჯულმა, თითოეულს თავის საქმეთა შესაბამისად მიაგო: გულმოდგინე მონები დააჯილდოვა, ზარმაცები კი მოაკვდინა ერთმა მდიდარმა ადამიანმა მდინარის მეორე

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3