როგორც მარილისაგან გემრიელია პური და ყოველი საჭმელი და ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და იმარხავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნი...
იხილეთ სრულად
როგორც მარილისაგან გემრიელია პური და ყოველი საჭმელი და ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და იმარხავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნის ბოროტ აზრებს და გვინარჩუნებს ჩვენს სიკეთეში ყოფნას.
როგორც სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვ...
იხილეთ სრულად
როგორც სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვევა და იესოს სახელის მოწოდების დავიწყება ყოველთვის სრულად აბინძურებს მას.
როცა მთელი გონება ღმერთშია, მაშინ სამყარო დავიწყებულია; სულიერი, როგორც არწივი დაფრინავს მაღლა და სულით გრძნობს ღმერთს, ხედავს მთელ სამყაროს, თუმცა ღამის სიბნელეში ლოცულობს.
ღმერთის არსებობის ჭვრეტა–შემეცნებაში ადამიანის გონება ვერაფერზე ჩერდება, მან არ უწყის საიდან, რით, რაღაც უსაზღვრო ზღვაა იგი, არანაირ მინიშნებას არ აძლევს მას ხელჩასაჭიდად, რაც განსაზღვრულ დასაბამზე მიუთითებდა და საყრდენი იქნებოდა ...
იხილეთ სრულად
ღმერთის არსებობის ჭვრეტა–შემეცნებაში ადამიანის გონება ვერაფერზე ჩერდება, მან არ უწყის საიდან, რით, რაღაც უსაზღვრო ზღვაა იგი, არანაირ მინიშნებას არ აძლევს მას ხელჩასაჭიდად, რაც განსაზღვრულ დასაბამზე მიუთითებდა და საყრდენი იქნებოდა შემოქმედის შემდგომი შეცნობა –ჭვრეტისათვის.
ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე წინააღუდექი მას და ამასთან ერთად ეჩქარე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს ნათქვამზე გიპასუხებს: აი, ...
იხილეთ სრულად
ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე წინააღუდექი მას და ამასთან ერთად ეჩქარე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს ნათქვამზე გიპასუხებს: აი, მე შენთან ვარ – რათა მოგეშველო შენ. მაგრამ შენ, მას შემდეგაც როცა ლოცვით დაამდაბლებ მტრებს, ისევ გააგრძელე გონების დაცვა. და აი ისევ ახალი ტალღები, წინანდელზე უფრო ბევრი, ერთი მეორეზე მომავალი ისე, რომ თითქოს სული უკვე ი...
ხოლო მეორე თხოვა ბრძანებული სავედრებელად ჩვენდა ესე არს, ვითარმედ, "მოვედინ სუფევა შენი".
სუფევა ორსახედ გულისხმავყოთ. ერთად - საუკუნოსა მის სუფევისა, ფსალმუნისამებრ: "სუფევა შენი სუფევა არს საუკუნეთა". ხოლო მეორედ ვსცნობთ ა...
იხილეთ სრულად
ხოლო მეორე თხოვა ბრძანებული სავედრებელად ჩვენდა ესე არს, ვითარმედ, "მოვედინ სუფევა შენი".
სუფევა ორსახედ გულისხმავყოთ. ერთად - საუკუნოსა მის სუფევისა, ფსალმუნისამებრ: "სუფევა შენი სუფევა არს საუკუნეთა". ხოლო მეორედ ვსცნობთ ამას ცხოვრებასა ჩვენსა შინა უმაღლესსა დიდებასა და მეფობითსა პატივ-აღყვანებასა. ამისთვის ესრეთ გულისხმავყოთ, ვითარმედ ოდეს ცოვრება ესე ჩვენი სათნოდ ღვთისა აღვასრულოთ და მცნებასა მისსა გული ჩვენი შევზღუდოთ, მაშინ გულთა და თირკმე...
შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს“. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მ...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს“. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მხატვრად, როცა სამარცხვინოს გამოსახავს. ამიტომ ყოველგვარი ღონე იხმარე, რათა დაიცვა იგი სუფთად, ძლიერი ლოცვითა და გულისწყრომით განაგდე ყოველი გულისსიტყვა და ცოდვითი ოცნება: „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ“ (ეფ. 4, 26).
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალ...
იხილეთ სრულად
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი.