რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო?
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: ...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომე...
იხილეთ სრულად
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება - მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა - ეს ყოველივე პირობის მიცემას...
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით, ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვიდრებლად უ...
იხილეთ სრულად
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით, ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვიდრებლად უფლის ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღმრთეებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას, და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების ...
უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მითუმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილევას.
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარმართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარმართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნდა შეიყვარიოს და ამით დაამტკიცოს, რომ ზნეობრივად ყველაზე მაღლა დგას.
ღმერთი არის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ.
ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება