ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის...
იხილეთ სრულად
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის სწორთან ურთიერთობა, სურვილი კლავს, დაამციროს იგი; აღიზიანებს დაბალი მდგომარეობის ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი, ეშინია მას არ გაუტოლდნენ, ან მასზე მეტად არ დაწინაურდნენ.
აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: "გულის კულტურა". იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს. ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად ...
იხილეთ სრულად
აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: "გულის კულტურა". იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს.ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება - მხოლოდ გონების კულტურითა და ცოდნით ვერ მიიღწევა. უნდა შევიგნოთ, რომ არ შეიძლება მარტო გონებაზე დაყრდნობა, რომ ნამდვილი შემოქმედება გულისა და აზრთა ჰარმონიაა.
ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად გა...
იხილეთ სრულად
ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგი - გულფიცხი და ავადმყოფურად მგრძნობიარე, ერთი სიტყვაც კი წონასწორობიდან რომ გამოიყვანს... მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, შინაგანი სიმშვიდით სავსენი, რომელნიც...
წმ. იოანე ოქროპირი წერს: "როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება".
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭ...
იხილეთ სრულად
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა: თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, ...
ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.
ეკლესია ეხმარება პიროვნებას არა მარტო ცოდვათაგან განწმენდასა და ღმერთთან მიახლებაში, არამედ ცხოვრების სწორი გზის არჩევაშიც, ეს კი ყოვლად აუცილებელია ჩვენს მეტად რთულ დროში, როცა მოვლენები კოსმიური სისწრაფით იცვლება, როცა მსოფლიო ს...
იხილეთ სრულად
ეკლესია ეხმარება პიროვნებას არა მარტო ცოდვათაგან განწმენდასა და ღმერთთან მიახლებაში, არამედ ცხოვრების სწორი გზის არჩევაშიც, ეს კი ყოვლად აუცილებელია ჩვენს მეტად რთულ დროში, როცა მოვლენები კოსმიური სისწრაფით იცვლება, როცა მსოფლიო სავსეა წინააღმდეგობებით.
ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან სიახლოვეს, რადგანაც ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება.
"რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეი...
იხილეთ სრულად
"რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეიძლება სარწმუნოება გქონდეს, კეთილ საქმეთაც იქმოდე და ბრძნად მეტყველებდე, მაგრამ მაინც არ იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, რადგანაც ქრისტიანი ნიშნავს სახლს ქრისტესას... სულში ქრისტეს დავანება სხვათათვის უხილავი, სულიერი ცხოვრების ...