ეკლესია წმიდაა, რადგანაც მაცხოვრის უცოდველობა განსაზღვრავს მის სიწმიდეს. იგი ხომ სხეულია ქრისტესი და განა შეიძლება, ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? "ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს" (ეფესელ...
იხილეთ სრულად
ეკლესია წმიდაა, რადგანაც მაცხოვრის უცოდველობა განსაზღვრავს მის სიწმიდეს. იგი ხომ სხეულია ქრისტესი და განა შეიძლება, ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? "ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს" (ეფესელთა 5,25-26).
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭ...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭირვების გადალახვით, რწმენით, სიყვარულითა და სასოებით მოიპოვეს სასუფეველი ღვთისა.
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრ...
იხილეთ სრულად
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრისტესთან. ამ დროს მიიღწევა ერთობა როგორც ღმერთთან, ისე მის ქმნილებებთან: ადამიანებთან ანგელოზებსა და წმიდანთა დასთან.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგანაც მხოლოდ მან შეინარჩუნა უცვლელად და შეურყვნელად რწმენა და ტრადიცია ერთიანი, განუყოფელი ეკლესიისა.
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა...
იხილეთ სრულად
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფესელთა 4,4-6).
როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური ...
იხილეთ სრულად
როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური ერთობა, რომელიც პირველ რიგში ენათესავება ღმერთს. შემდეგ კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დროულ ყოფაში ვლინდება.
ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ ...
იხილეთ სრულად
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი. აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტე...
იხილეთ სრულად
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი.აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტების - ღვთის შეცნობით. ღვთის შეცნობა კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარი ნაკლის დანახვით და ყოველთა ცოდვათა დედის - ამპარტავნებისა და ეგოიზმის დაძლევით.