იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვას შეასხამენ ხოტბას. თვით ნაპოლეონი ამბობდა: ყველაზე დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო. ერთადერთი იმედი ჩვენი შემოქმედი უფალია.
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმანეთისა უნდა სჯეროდეს.
ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებული ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიერ...
იხილეთ სრულად
ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებული ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიერ სიამოვნებას ესწრაფვის და ვეღარ ამჩნევს მეუღლის ჭეშმარიტად მშვენიერ, სათნო სულიერ თვისებებს.
ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა, მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კ...
იხილეთ სრულად
გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კაცობრიობა, მოწოდებული ერთიანობის, ურთიერთგაგებისა და ღვთის ხატად ქცევისთვის.
ეკლესიის დიდი მამა გრიგოლ ნოსელი ღვთის ხატებას ჩვენში, სარკის ანარეკლს ადარებდა. სარკე შეიძლება გატყდეს ან დაიორთქლოს, დაედოს მტვერი ან ჭუჭყი. სარკე შეიძლება იყოს შებრუნებული ისე, რომ არ ასახოს ის, რის დანახვაც გვინდა. მსგავსად ამ...
იხილეთ სრულად
ეკლესიის დიდი მამა გრიგოლ ნოსელი ღვთის ხატებას ჩვენში, სარკის ანარეკლს ადარებდა. სარკე შეიძლება გატყდეს ან დაიორთქლოს, დაედოს მტვერი ან ჭუჭყი. სარკე შეიძლება იყოს შებრუნებული ისე, რომ არ ასახოს ის, რის დანახვაც გვინდა. მსგავსად ამისა, ადამიანმაც შეიძლება დაკარგოს ხატება ღვთისა, აღარ იყოს მისი ანარეკლი, მაგრამ ღვთის ხატის აღდგენის უნარი ყოველთვის რჩება მასში.