არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი |
ცოდვის სიბილწე განიწმინდება მონანიების ცრემლით, ისეთი მონანიებით, როდესაც შემცოდებლის გულს რცხვენია მომხდარისა და მტკივნეულად განიცდის ღმერთთან დაშორებას, ძრწის მოუნანიებელი ცოდვით სიკვდილის შიშით.
„ჰოი, წყეულო მრუშო!“ – ამბობს წმინდა მამა დიმიტრი როსტოველი, – „ისეთ კრულებამდე მიდიხარ, რომ ღმერთი და მისი ანგელოზები კი არა, უწმინდური ეშმაკიც კი თაკილობს შენს უკეთურებას, თვალებს ხუჭავს და ყნოსვას იხშობს“.
ყოველი ჩვენგანი ხდება არაწმინდა, მრუში ზრახვების მსხვერპლი. ლამაზ სახეზე თვალი გვრჩება და მას ნდომით შევცქერით, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, საალერსო ზრახვებით, ტანის ურცხვი მიმოხრით და ა.შ. ჩვენ არა მარტო არ ვებრძვით ასეთ ზრახვებს და ... იხილეთ სრულად
მთელი ცხოვრება უნდა ვუდარაჯოთ საკუთარი გულის კარს და დავიცვათ იგი დაბინძურებისაგან, რათა არ მოვწყდეთ უფალს (იოანე ოქროპირი). ჩვენი მთავარი უბედურება მდგომარეობს ჩვენი გულის მოუწესრიგებლობაში, უპატრონოდ მიგდებაში. ჩვენ ისე ვცხოვრობ... იხილეთ სრულად
უმაღლესი საფეხური ზრახვების მიერ ჩვენი დაპყრობისა უკვე ვნებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს სულში ხანგრძლივად დაბუდებული ავი ზრახვა მის ხასიათად, მუდმივ ჩვევად იქცევა. ამ მდგომარეობაში კაცი საკუთარი ნებით ვარდება, ჩვენი დაუძინებე... იხილეთ სრულად
როდესაც ზრახვა ნებით ან უნებლიედ იპყრობს ჩვენს გულს, შეერწყმის მას, იბუდებს იქ და ანგრევს ჩვენს კეთილწყობას – ეს მდგომარეობა ზრახვით ტყვეობაა. ამ შემთხვევაშიც, ზრახვებით დატყვევებულ გონებას უფლის შემწეობით შეუძლია გადარჩენა. ისეც ... იხილეთ სრულად
როდესაც გაჩენილ ზრახვას თანაგრძნობით მოვეკიდებით და მზადა ვართ ავყვეთ მას, ეს უკვე ზრახვასთან თანხმობაა. ამ შემთხვევაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოსავალი არსებობს: 1. დროებითი თანხმობის შემდეგ ჩვენ შეიძლება გამოვფხიზლდეთ,... იხილეთ სრულად
როდესაც საგანს ან აზრს დავაფიქსირებთ, დავაკვირდებით ან, წმინდა მამების თქმით, გრძნობით ან უგრძნობლად დავიწყებთ მასთან შესიტყვებას. ამ შემთხვევაში ჩვენ, თუმცა არ ვიღებთ, მაგრამ არც განვაგდებთ ზრახვას და უფლებას ვაძლევთ, დარჩეს ჩვენ... იხილეთ სრულად
თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავაად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას დ არც გაკი... იხილეთ სრულად
მარხვა მადლმოსილი ჟამია ჩვენთვის, ოღონდ თუ მოვახერხებთ და მცირედით მაინც შევამცირებთ ჩვენს ამაო ზრუნვას მიწიერი კეთილდღეობისათვის, თუ მცირეოდენ ნაწილს მაინც ჩვენი ყურადღებისა და ძალისხმევისა დავუთმობთ ჩვენს უბადრუკ, მიტოვებულ, მში... იხილეთ სრულად