სულხან-საბა ორბელიანი - ციტატები, გამონათქვამები სულხან-საბა ორბელიანი | გამონათქვამები
ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და ს...
იხილეთ სრულად
ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და სენად გარდაგექცესთ და თვით თავისა თვისისა მკვლელნი ბოროტად მოსწყდეთ.
ჰეე, ღვინო დაბადა ღმერთმან ლხინისათვის, არათუ ჭირისათვის. მემეთვრალენი ვინაითდან ლხინად უხმობენ, იგი არათუ ლხინი არს, არამედ უფროისად ჭირი და ვაება. მაშ...
link
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფე...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფელსა შინა ესეოდენსა სავაებოსა მოსცემს: დააგლახაკებს, დაასნეულებს, მეფეთა და მოყვასთაგან განაშორებს, საყვარელთა ცოლთა და შვილთა მოაძულებს. ამისსა ფასსა რასა სარგებელს გიყოფს მემთვრალეობა, ანუ რამე კეთილისა ძალუც შეძინებად,...
link
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა ...
იხილეთ სრულად
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა სიკვდილსა ზედა იოანე ნათლისმცემელისასა. ხოლო თქვენ მწუხარე იქმენით და ჰგოდებდეთ სულისა თქვენისა სიკვდილისათვის, რამეთუ სიმთვრალე მოჰკლავს, ჰეროდე ზღვაობდა სერსა მას ზედა მოხსენებისათვის შობისა თვისისა ჰკვლიდა ნათლისმცემ...
link
მითხარ მე, ჰოი საყვარელნო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთვრალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლა, საუნჯე საზრდოი...
იხილეთ სრულად
მითხარ მე, ჰოი საყვარელნო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთვრალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლა, საუნჯე საზრდოით აღგივსო, კაცთა დაგამეგობრა, მტერთა დაგაზავა, ცოდვის მოტევებასა ღირს გყო ანუ სათნოება ღმრთისა გაქმნია? რა სასიხარულო გიძღვნა ღვინომან, მაჩვენეთ მეცა!
link
მემთვრალენი მიზეზითა ლოცვისაითა მოვლენ ეკლესიად, რეცა პატივისათვის დღესასწაულისა. არათუ ლოცვათა განეკრძალებიან, არამედ ჭამათა და სმათა ზედა აქვსთ გონება და ეკლესიათა შინა უგვანად დგანან და იციან და უბნობენ. და რა გამოვლენ, იწყებენ...
იხილეთ სრულად
მემთვრალენი მიზეზითა ლოცვისაითა მოვლენ ეკლესიად, რეცა პატივისათვის დღესასწაულისა. არათუ ლოცვათა განეკრძალებიან, არამედ ჭამათა და სმათა ზედა აქვსთ გონება და ეკლესიათა შინა უგვანად დგანან და იციან და უბნობენ. და რა გამოვლენ, იწყებენ მთვრალობათა და სიმღერათა და აროკვებენ ქალთა და შეურაცხყოფენ ეკლესიათა და მრავალთა სიბოროტეთა იქმენ.
link
თქვენცა საყვარელნო, განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა, ვინაითგან მთვრალობა არს თავი ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯოლოებისა.
სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭა...
იხილეთ სრულად
თქვენცა საყვარელნო, განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა, ვინაითგან მთვრალობა არს თავი ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯოლოებისა.
სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად, მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ნუ ბოროტსა.
და ევედრენით წმიდასა ნათლისმცემელსა იოანეს, რათა დაგიფაროსთ მთვრალობისა და ყოველთა ცოდვათაგან და მეოხ გეყოსთ წინაშე უფლისა, რათა მოგცესთ...
link
გასმიესთა ყოველთა, რა უყო სიმთვრალესა მამასა ჩვენსა ნოეს, რომელი განშიშვლდა და ქაამის მიერ საკიცხელ იქმნა, ანუ ლოთ სიმთვრალისა ვითარსა ცოდვასა შთავარდა, ანუ ისრაელნი სიმთვრალემან რაოდენგზის დასცნა კერპთა თაყვანისცემითა, და შემდგომ...
იხილეთ სრულად
გასმიესთა ყოველთა, რა უყო სიმთვრალესა მამასა ჩვენსა ნოეს, რომელი განშიშვლდა და ქაამის მიერ საკიცხელ იქმნა, ანუ ლოთ სიმთვრალისა ვითარსა ცოდვასა შთავარდა, ანუ ისრაელნი სიმთვრალემან რაოდენგზის დასცნა კერპთა თაყვანისცემითა, და შემდგომად მათსა ჰურიათა მეფემან ჰეროდე რაბამი ცოდვა შესძინა სიმთვრალითა, რამეთუ წმიდა იოანე ნათლისმცემელი მოკლა და თავი მოჰკვეთა.
მთვრალი იყო ჰეროდე არა ერთითა სიმთვრალითა, არცა მარტო სთროდა ღვინითა, არამედ ღვინითა ცთროდა და უღ...
link
ამისთვის იტყვის მოციქული: “ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისაგან არს სიბილწე”.
ჰოი საყვარელნო, ისმინეთ მოციქულისა და ნუ დაითვრებით ღვინითა! და ნუცაღა დაითვრებით უღვინოდ, რამეთუ უღვნინოდ სიმთვრალე უძვირეს არს ღვინითა სიმთვრალესა. ღვინი...
იხილეთ სრულად
ამისთვის იტყვის მოციქული: “ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისაგან არს სიბილწე”.
ჰოი საყვარელნო, ისმინეთ მოციქულისა და ნუ დაითვრებით ღვინითა! და ნუცაღა დაითვრებით უღვინოდ, რამეთუ უღვნინოდ სიმთვრალე უძვირეს არს ღვინითა სიმთვრალესა. ღვინისა სიმთვრალე იქმნების ექვს ჟამ ოდენ, ხოლო ბოროტტრფიალებისა სიმთვრალე – მარადის დღე და ღამე. ღვინისა სიმთვრალე მცირედ ჟამს მიუღებს ცნობასა, ხოლო ბოროტ გულისთქმათა სიმთვრალე სრულობით განაცოფებს კაცსა, რომელსამე ჟამსა დაამდ...
link
ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაითგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა არარასა გარგებს?
ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი". უკუეთუ იუნჯებ და შ...
იხილეთ სრულად
ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაითგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა არარასა გარგებს?
ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი". უკუეთუ იუნჯებ და შვერი დღეთა შინა ოფლითა და სიმწარითა და მოიღვაწებ მრავლითა ჭირითა და არა თავსა ეწევი და და ბოროტად შეკრებილსა არა კეთილად განაბნევ და ძრწი დღე, რათა აგძრნას სისავსე საუნჯეთა შენთა, და ღამე გეშინის და განფრთხობილ ხარ, რათა არა მ...
link
უკუეთუ ამასცა განერე, გასწავლის ტყუვილსა და ცრუფიცებათა და უცხო ჰყოფს სიმართლისაგან, ასწავლის სიძულვილსა კაცთასა და გინებათა და ბრძოლათა და შურსა, აღიჰყვანს ამპარტავნებასა და ზვაობასა ზედა.