სულხან-საბა ორბელიანი - ციტატები, გამონათქვამები სულხან-საბა ორბელიანი | გამონათქვამები
ვინა არის მოშიში უფლისა? - მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მშვიდსა ზედა განისვენა სულმან ჩემმან".
საყვარელნო, სიმშვიდე ვითარ სანატრელ არს, იცია? რამეთუ მსგავსება არს ღმრთისა, რამეთუ იტყვის წმიდა მათე (ია, კთ): ...
იხილეთ სრულად
ვინა არის მოშიში უფლისა? - მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მშვიდსა ზედა განისვენა სულმან ჩემმან".
საყვარელნო, სიმშვიდე ვითარ სანატრელ არს, იცია? რამეთუ მსგავსება არს ღმრთისა, რამეთუ იტყვის წმიდა მათე (ია, კთ): "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".
ხადავა, ვითარ ნეტარეულ იქმნები, ვინაითგან ღმერთს მიემსგავსები?
უკეთუ სიმშვიდით ღმერთსა მიემსგავსები, რაისათვის არა მოიგებთ ყოველნი სიმშვიდესა?
ქრისტე რაისათვის შეამსგავსებს ...
link
დაიმკვიდრონ მშვიდთა ქვეყანა წარუვალი, ქვეყანა მართალთა, თემი წმიდათა, სავანე მოციქულთა, სახლი წინასწარმეტყველთა, სადგური მოწამეთა, განსასვენებელი მღვდელთმოძღვართა, ყოფნა მამათმთავართა.
დაიმკვიდრონ მშვიდთა ქვეყანა ზეცისა, ნათელი სამებისა, პირისპირ მზერა ყოვლადწმიდისა, სამყოფელი სერობიმთა, ადგილი ქერობიმთა, საშვებელი ანგელოზთა, მეგობრობა მთავარანგელოზთა.
დაიმკვიდრონ მშვიდთა, და არა გლისპთა და მტაცებელთა, ქვეყანა აღთქმისა, ზეცისა იერუსალიმი, უკვდავება, უზრუნველობა, მზისგან უნათლეს ყოფა, ელვათაგან უბრწყინვალესობა, ყოველთა ზეციერთა წესთა მინიჭება.
ხედავა, ვითარ ცუდად მრისხანებისათვის სასჯელსა მისცემს უფალი? რამეთუ არს მარადის მრისხანება გლისპი. მრისხანება არს უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა. არა ვიტყვი სწავლათათვის შერისხვასა ბოროტად ხელქვეშეთთა თვისთა ზედა, რომლისათვის იტყვის და...
იხილეთ სრულად
ხედავა, ვითარ ცუდად მრისხანებისათვის სასჯელსა მისცემს უფალი? რამეთუ არს მარადის მრისხანება გლისპი. მრისხანება არს უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა. არა ვიტყვი სწავლათათვის შერისხვასა ბოროტად ხელქვეშეთთა თვისთა ზედა, რომლისათვის იტყვის დავით და ფსალმუნსა შინა: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ. და რა სთქვათ გულთა შინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ". ვსძაგებ ცუდსა მრისხანებასა, რომელ არს სიგლისპე, რომელი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა და საძულველ კაცთა...
link
ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუმცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს. ცუდად მრისხანესა კაცსა არა უვის კაცთაგანი მოყვასად, არცა კეთილისა მთქმელ, არცა ძმანი, არცა შვილნი, არცა სხვანი რაივე. მრისხანე...
იხილეთ სრულად
ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუმცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს. ცუდად მრისხანესა კაცსა არა უვის კაცთაგანი მოყვასად, არცა კეთილისა მთქმელ, არცა ძმანი, არცა შვილნი, არცა სხვანი რაივე. მრისხანესა კაცსა ვერა შეაგონებს ერთგული, ვერა შემართებს კადნიერი, ვერასა უმჯობესსა ეტყვის თანაგანმზრახი. მრისხანე კაცი ვერასოდეს განისვენებს, ოდესცა მოცალე იყოს, ვერაოდეს მხიარულ ჰყოფს თავსა თვისსა, თუცა შვილისაცა ქორწილი აქვნდე...
link
რამეთუ ცეცხლი აღდებული ძლიერი წყალთა მიერ დაშრტების, და განგლისპებული კაცი ლიქნითა არა დამშვიდნების. ხანძარი, ველთა აGტყვინებული, ნედლისა ბალახითა და ნოტიოთაგან დაეცადების, და გლისპისა ღაღადება არა დაწყნარდების, ქარნი სასტიკნი არა...
იხილეთ სრულად
რამეთუ ცეცხლი აღდებული ძლიერი წყალთა მიერ დაშრტების, და განგლისპებული კაცი ლიქნითა არა დამშვიდნების. ხანძარი, ველთა აGტყვინებული, ნედლისა ბალახითა და ნოტიოთაგან დაეცადების, და გლისპისა ღაღადება არა დაწყნარდების, ქარნი სასტიკნი არა მარადის ქრიან, ხოლო გლისპი მარადის მრისხანეობს. ყინვა და ნეფხვა რა მზისა სიტფოსა იხილვენ, დაყუდნებიან, ხოლო მრისხანემან, რომელიცა დიდებული იხლოს ანუ მთავარი ვინმე, არა შეიკდემს. ბუქთა კვეთება ხევთა და მაღნართა შინა დაყუ...
link
მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი მაკვდინებელი. მრისხანისა კაცისა მოყვარობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა, რომელი კუბენს თავითა და უცემს კუდითა. მრისხანისა კაცის...
იხილეთ სრულად
მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი მაკვდინებელი. მრისხანისა კაცისა მოყვარობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა, რომელი კუბენს თავითა და უცემს კუდითა. მრისხანისა კაცისა საუბარსა უტკბოის კოცნა ჭინჭრისა მსხუნავისა. მრისხანისა კაცისა თანა ყოფასა უფრორე განსვენება აქვს, თუცა მძინარემან დაიდვას ბალიშად გძღარბი ეკლოვანიბნ - სადითაც გარდააბრუნო, უმწერტელეს იყოს. მრისხანესა კაცსა თანა სვლასა ...
link
მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჰერ ანუ ორჯერ, და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.
უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას განხვრეტს და შევალს, ხოლო ...
იხილეთ სრულად
მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჰერ ანუ ორჯერ, და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.
უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას განხვრეტს და შევალს, ხოლო მრისხანისა კაცისა გულთა კეთილი სწავლა არა შევალს. რკინასა ფიცხელსა და უცნობოსა, ფეშხუმთა ზედა მდებარესა, ფეშხუმთა ქვეშე მაღნინტი რა განავლო, შესძრავს, და მრისხანესა კაცსა ყურთა შინა საღმრთო სწავლა შთაუგდო, ვერა შესძრავს.
ამისთ...
link
მრისხანე კაცი უფალთა თვისთა აწყინებს, უპატიოსნესთა თვისთა აწუხებს, მოყვარეთა აყვედრებს, მეუღლეთა აგინებს, შვილთა სწყევლის, მოყვასთა რისხავნ, მეზობელთა ჰხვედნის, მონათა და მხევალთა სტანჯავნ, თავთა თვისთა ზედასა-ზედა შეიჩვენებნ, პირ...
იხილეთ სრულად
მრისხანე კაცი უფალთა თვისთა აწყინებს, უპატიოსნესთა თვისთა აწუხებს, მოყვარეთა აყვედრებს, მეუღლეთა აგინებს, შვილთა სწყევლის, მოყვასთა რისხავნ, მეზობელთა ჰხვედნის, მონათა და მხევალთა სტანჯავნ, თავთა თვისთა ზედასა-ზედა შეიჩვენებნ, პირუტყვთა კვერთხითა ჰგვემნ, ჭურჭელთა შემუსრავნ, რომელთამე განხეთქნ, ღმრთისათვის დრტვინავნ, ჰაერთა სწუნობნ, სიცხეთა სძაგებნ, სიცივეთათვის ბოროტს მზრახველობს, წვიმათათვის წუხნ, გვალვათათვის ვაებნ. მრისხანე კაცი უქონელობისათვი...
link