ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

აუცილებელია სულის მომზადება აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებლად. საჭიროა სახლში წაიკითხოთ ზიარების წინა ლოცვები, რომლითაც მივმართავთ მაცხოვარს, ღმრთისმშობელს და მფარველ ანგელოზს. ვისაც არა აქვს ლოცვანი, სცადეთ გადაწერა, ხოლო თუ ვინმემ კითხვა არ იცის, ცუდად ხედავს, ან ხელისშემწყობი პირობები არა აქვს კანონის წასაკითხად, მან შემუსვრილი გულით, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. ტაძარში კი დიდი გულისყურით უნდა უგდოს ყური ზიარების წინა ლოცვას, შეუფარდოს თავისი ძალები ვითარებას, მოემზადოს, რათა თავის სულის ნავსაყუდელში მიიღოს დიდი სტუმარი. აუცილებელია სულის მომზადება აღსარებისა და

იესოს გონივრულ ლოცვაშივარჯიშის დროს, ზოგიერთმა გარეგნულმა მეთოდმა შესაძლოა გზას აგცდინოთ. ზოგისთვის ის საჭიროა, ხოლო თქვენ იგი აღარ გჩირდებათ. დრო გავიდა. გულის ადგილი, რომელზეც იქ საუბარია, თქვენ უკვე უნდა იცოდეთ. სხვას არაფერს მიმართოთ, რამეთუ ხვთის საქმე მარტივია: ლოცვა ხომ ყოველგვარი გამოგონების გარეშე, ბავშვის მეტყველებაა მამის წინაშე. უფალმა მოგანიჭოთ ხსნის სიბრძნე!

ვისაც ჯერ არ უპოვია გზა შიგნით, საკუთარ თავში, მისთვის წმიდა ადგილების მოხილვა შენაძენია; ხოლო ვინც იპოვა, მისთვის ფლანგვაა, ანუ შუაგულიდან გარეთაა გამომყვანი. ახლა თქვენ შიგნითმყოფობის სრულქმნაში უნდა შრომობდეთ, ხოლო გარეგანი სჯობს მიატოვოთ. იესოს გონივრულ < =_1>ლოცვაშივარჯიშის დროს

122. ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი – ლეღვს, ამგვარადვე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შიგანაგანდ, ვინც არ შეაერთებს მღვიძარებას იესოს ლოცვასთან და არ წარემატება სიმდაბლესა და სულისმიერ მყუდროებაში, დიდი წადიერებით წინსწრაფებული და მავალი, არამედ ყოველგვარი კეთილი და სრულქმნილი აზრისგან გარდაუვალად ბერწი იქნება უყურადღებო სული, მსგავსად უნაყოფო ჯორისა, რომელსაც არა აქვს გულისხმისყოფა სულიერი სიბრძნისა. უეჭველად სულის სიმშვიდეა ეს ტკბილი საქმე: იესოს სახელიც და დაცარიელებაც ვნებადი აზრებისგან. ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ

იესოს ლოცვა ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომლის მეშვეობითაც ვეჩვევით ღვთის წინაშე სვლას... ლოცვის დროს მთავარია ყურადღებით გულში დადგომა და ყველგანმყოფი უფლის მოხმობა... კეთილგონივრული შინაგანი წესრიგის ფესვი ღვთისმოშიშებაა. მას განუშორებლად უნდა დავატარებდეთ... მისგან ყველაფერი მზადყოფნაშია, სხეულის ასოები და აზრები ვერ გალაღდებიან. ღვთისმოშიშება ცოცხალ გულს და ფხიზელ აზრს აღაშენებს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვგრძნობდეთ, რომ სულიერ ცხოვრებასა და მის ყველა გამოვლინებაში წარმატება ღვთის მადლით მიიღწევა. სულიერი ცხოვრება მთლიანად ღმრთის ყოვლადწმიდა სულით აღეშენება. ის მაშინ აღივსება ძალით, როცა მას მადლი მოიხილავს. იესოს < =_1>ლოცვა ერთ-ერთი იმ

იესოს ლოცვა ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომლის მეშვეობითაც ვეჩვევით ღვთის წინაშე სვლას... ლოცვის დროს მთავარია ყურადღებით გულში დადგომა და ყველგანმყოფი უფლის მოხმობა... კეთილგონივრული შინაგანი წესრიგის ფესვი ღვთისმოშიშებაა. მას განუშორებლად უნდა დავათარებდეტ... მისგან ყველაფერი მზადყოფნაშია, სხეულის ასოები და აზრები ვერ გალაღდებიან. ღვთისმოშიშება ცოცხალ გულს და ფხიზელ აზრს აღაშენებს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვგრძნობდეთ, რომ სულიერ ცხოვრებასა და მის ყველა გამოვლინებაში წარმატება ღვთის მადლით მიიღწევა. სულიერი ცხოვრება მთლიანად ღმრთის ყოვლადწმიდა სულით აღეშენება. ის მაშინ აღივსება ძალით, როცა მას მადლი მოიხილავს. იესოს < =_1>ლოცვა ერთ-ერთი იმ


ლოცვა ყველაფერს მოაგვარებს

ყურადღება მიაქციეთ იესოს ლოცვას. მლოცველნი იყავით. ლოცვა ყველაფერს მოაგვარებს. ყურადღება მიაქციეთ იესოს < =_1>ლოცვას.

რა ვნებს იესოს ლოცვას?
როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესოს ლოცვას ვნებს მოყვასის შეურაცხყოფა. სანამ განაწყენებულ ახლობელს შერიგებით არ დაამშვიდებ, ლოცვას მნიშვნელობა არ ექნება. ლოცვას ვნებს ასევე მრუშული ზრახვები, განკითხვა, ზედმეტი ჭამა და ყოველგვარი ცოდვა.
როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესოს <

როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და წმიდა იქმენით“ (ის. 1, 16), გავიფიქრე: „ეგებ ღვთისმშობელმა შესცოდა ოდესმე, თუნდაც ფიქრით“, და საოცრება, ჩემს გულში ლოცვასთან ერთად ხმამ ნათლად თქვა: „ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს ფიქრითაც კი“. ასე სულიწმიდამ ჩემს გულში დაამოწმა მისი სისუფთავე. მიწიერი ცხოვრების დროს ჰქონდა მასაც ზოგიერთი უცოდველი შეცდომები; ეს ჩანს სახარებიდან, როცა იერუსალიმიდან დაბრუნებისას, არ იცოდა სად იყო მისი ძე და შემდეგ იოსებთან ერთად სამი დღე ეძებდა მას. (ლუკ. 2, 44-46). როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ

62. ნამდვილად დიდი სიკეთე შევიძინეთ განსაცდელისგან – უფალ იესოს ხშირი ხმობა გონითი მტრების წიანააღმდეგ საკუთარი გულის განწმენდის სურვილით. და ნახე, რაოდენ თანახმიერია წერილის მოწმობებთან გამოცდილების შედეგად ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა, რადგან „განემზადე, – ამბობს, – ისრაელ, რომ მოუხმო უფლის, შენი ღმერთის, სახელს“ (ამოს. 4.12). და მოციქული: „მოუკლებლად ლოცულობდეთ“ (I თეს. 5.17). ჩვენი უფალიც ამბობს: „არ ძალგიძთ ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა. ვინც მყოფობს ჩემში და მე – მასში, იგი ბევრი ნაყოფის გამომღებია“ (იოან. 15.5). და კიდევ: „ვინც არ დარჩება ჩემში, იგი გაგდებულია გარეთ როგორც ტოტი“ (იოან. 1.6). დიდი სიკეთეა ლოცვა და იგია ყველა სიკეთის გარემომცველი, როგორც განმწმენდელი გულისა, რაშიც მორწმუნეთათვის დაინახება ღმერთი. ნამდვილად დიდი სიკეთე შევიძინეთ


მტკიცედ გეპყრათ იესოს ლოცვა

როცა ვნებიანი გულისსიტყვებით ხართ მოცულნი, გულმოდგინედ, გულდასმით დაიწყეთ ლოცვა და მაშინვე იგრძნობთ სარგებელს – შვებას. მტკიცედ გეპყრათ იესოს ლოცვა. როცა ვნებიანი გულისსიტყვებით ხართ მოცულნი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3