ლოცვა თავისი ფორმითა და შინაარსით მრავალგვარია. ყველაზე უფრო სრულყოფილია წმინდა ლოცვა. ეს ლოცვა იმდენად მნიშვნელოვანია მოღვაწე ქრისტიანისათვის, რომ სხვა ყველაფერი უფასურდება მასთან შედარებით. აი, სწორედ ეს არის მიზეზი ამა სოფლიდან...
იხილეთ სრულად
ლოცვა თავისი ფორმითა და შინაარსით მრავალგვარია. ყველაზე უფრო სრულყოფილია წმინდა ლოცვა. ეს ლოცვა იმდენად მნიშვნელოვანია მოღვაწე ქრისტიანისათვის, რომ სხვა ყველაფერი უფასურდება მასთან შედარებით. აი, სწორედ ეს არის მიზეზი ამა სოფლიდან განდგომისა, მონაზვნობისა.
link
ღვთისმეტყველება უფალთან ყოფნაა, თუმცა განყენებული ღვთისმეტყველება, როგორც ცალკე აკადემიური მეცნიერება, მაინც არსებობს და ეს გარდაუვალია მსოფლიოს ისტორიული პირობითობების გამო. არსებობს საშიშროება, რომ რწმენის გარეშე ამგვარი ღვთისმე...
იხილეთ სრულად
ღვთისმეტყველება უფალთან ყოფნაა, თუმცა განყენებული ღვთისმეტყველება, როგორც ცალკე აკადემიური მეცნიერება, მაინც არსებობს და ეს გარდაუვალია მსოფლიოს ისტორიული პირობითობების გამო. არსებობს საშიშროება, რომ რწმენის გარეშე ამგვარი ღვთისმეტყველება შეიძლება გაემიჯნოს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და განყენებულ ფილოსოფიად იქცეს ან კიდევ დაემსგავსოს ცრურწმენას, რომელიც მოკლებული იქნება მაცხოვნებელ და ცხოველმყოფელ ძალას.
link
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლე...
იხილეთ სრულად
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლება დიდ სიმაღლეებს მიაღწიო და მოწამებრივ სრულყოფილებამდეც კი ახვიდე, მაგრამ გონების სიწმინდე მხოლოდ მონაზვნების ხვედრია, რომელიც მორჩილების ღვაწლით მიიღწევა. აი, რატომ მივიჩნევთ მორჩილებას მონაზვნობის საფუძვლად.
link
მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღ...
იხილეთ სრულად
მორჩილება ეკლესიაში ერთ-ერთი სულიერი საიდუმლოებაა, ამიტომ ურთიერთობა მოძღვარსა და მორჩილს შორის მისტიკური ხასიათისაა. ამ საიდუმლოების აღსრულებით მორჩილი სწავლობს ღვთის ნების აღსრულებას, ამით ღვთაებრივი ნებელობის სფეროში შედის და ღვთაებრივ ცხოვრებას ეზიარება. ხოლო მოძღვარს თავისი ლოცვითა და მოღვაწეობით მიჰყავს მორჩილი ამ გზის შეცნობამდე, აღვივებს მასში ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება. ჭეშმარიტი თავისუფლება იქ არის, სადაც ...
link
სულიწმიდა სიმდაბლის მასწავლებელია და როდესაც იგი გულში იმკვიდრებს, ადამიანი უკვე ხედავს საკუთარ თავს, ხედავს რომ "სიმართლე კაცისა" არის "ვითარცა ძონძი დაშტანის" - ასე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. დემონური ამპარტავნობა კი ის არის...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა სიმდაბლის მასწავლებელია და როდესაც იგი გულში იმკვიდრებს, ადამიანი უკვე ხედავს საკუთარ თავს, ხედავს რომ "სიმართლე კაცისა" არის "ვითარცა ძონძი დაშტანის" - ასე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. დემონური ამპარტავნობა კი ის არის, როდესაც ღვთის მადლს, ნამდვილად არსებულს, უარყოფენ როგორც არარსებულს. მეტად მნიშვნელოვანია გავიაზროთ და გვახსოვდეს წმინდა მამების ამგვარი დამოკიდებულება მონაზვნობისადმი. ეს მოგვცემს სულიერ ძალას, შევინარჩუნოთ ჩვენში ჩად...
link
სამყაროში „დაღუპვლის დინამიკის“ ზრდასთანდ ერთად, იზრდება კაცობრიობის ტანჯვაც, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი დაძლევის აუცილებლობა. რაც უნდა გაუმართლებელი იყოს ეს ტანჯვა, რომელიც შედეგია მხოლოდ ცოდვისა და არც ერთ შემთხვევ...
იხილეთ სრულად
სამყაროში „დაღუპვლის დინამიკის“ ზრდასთანდ ერთად, იზრდება კაცობრიობის ტანჯვაც, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი დაძლევის აუცილებლობა. რაც უნდა გაუმართლებელი იყოს ეს ტანჯვა, რომელიც შედეგია მხოლოდ ცოდვისა და არც ერთ შემთხვევაში არ არის ობიექტური ანუ უფლისაგან მოცემული ცხოვრების პირობები, ის მაინც რეალობაა, რომელიც მძაფრად მოიცავს ჩვენს ცხოვრებას. განურჩევლად ყველა იტანჯება. ერთნი უარყოფითი მნიშვნელობით, რამეთუ ჩართულნი არიან ამქვეყნიურ ვნებ...
link
უფალი ბრძანებს: „არავინ იცის ძე გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების“ (მათ. 11, 27), ან „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოან. 14, 6), ან „უკეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ...
იხილეთ სრულად
უფალი ბრძანებს: „არავინ იცის ძე გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების“ (მათ. 11, 27), ან „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოან. 14, 6), ან „უკეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (იოან. 8, 24). ჩვენს სინამდვილეში მაცხოვრის ეს მცნებები მარადიული ღვთაებრივი ცხვორების ხატია და ამავე დროს გზა ამ ცხოვრებისაკენ მიმავალი. ყოველგვარი ჭვრეტა, რაოდენ ამაღლებული და ღვთაებ...
link
მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება...
იხილეთ სრულად
მორჩილება მონაზვნობის საფუძველია. მასზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით, უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება. მორჩილება საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ სულიწმიდის მადლით ეხსნება ადამიანს, იგი არის ეკლესიის ცხოველმყოფელობისა და საიდუმლოების საფუძველი. მორჩილება, როგორც საკუთარი გონებისა და ნების უარყოფა, შეიძლება ღვთის განგებულები...
link
ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუნებრივი მონაცემების განვითარებით შეუძლებელია. ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები თავისთავად შეზღუდულია. სრულყოფილება თვითონ ღმერთშია და სულიწმიდის მადლით მოიპოვება. ამიტომაც ასკეტიზმი, როგორც ასეთი, ჩვენთვის არ არის თვითმიზა...
link
უფალმა თავის განგებულებით შეუმსუბუქა ბრძოლა ახალმოსულებს, რათა მაშინვე კვლავ სოფელს არ დაუბრუნდნენ. ამიტომ უფლის მიერ გიხაროდეთ ყველას, ვინც ქრისტეს მონა ხართ და ეს მიიჩნიეთ ნიშნად უფლის სიყვარულისა, რომელიც თქვენდამი აქვს და გჯერ...
იხილეთ სრულად
უფალმა თავის განგებულებით შეუმსუბუქა ბრძოლა ახალმოსულებს, რათა მაშინვე კვლავ სოფელს არ დაუბრუნდნენ. ამიტომ უფლის მიერ გიხაროდეთ ყველას, ვინც ქრისტეს მონა ხართ და ეს მიიჩნიეთ ნიშნად უფლის სიყვარულისა, რომელიც თქვენდამი აქვს და გჯეროდეთ, რომ მან მოგიხმოთ თქვენ.
ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში ...
link