
თემა: სულიერი დაცემა, ცხონება
ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწყვეტლივ მოძრაობაში არიან; ამიტომაც თუ ცხონების გზით არ მიდიხარ, მაშინ ნამდვილად დაღუპვის გზას ადგახარ, ანდა, თუ არ მიდიხარ, ეცემი, - სულიერი ცხოვრებიდან ხორციელში, ადამიანური ცხოვრებიდან ცხოველურში გადადიხარ და ვერც შეამჩნევ, როგორ ჩავარდები ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში, ორმაგ სიკვდილში.