თემა: ბედნიერება, ბოროტება, ზნეობა, სიკეთე, ღვთის შიში
თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება. ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მართალნი და კეთილზნეობრივნი (ეს. 57.21) "მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ" (ფს. 118, 165) ერთმა წარმართმაც კი ამოიძახა: "უფალო! გულმოწყალე ექმენ ბოროტებს, ვინაიდან ყველა სიხარული კეთილს მიანიჭე.